აბაშის, ზუგდიდის, მარტვლის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის, ზუგდიდის, მარტვლის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების ვალდებულებას წარმოადგენს ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს და  სსიპ - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ანგარიში კალენდარული წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს:

 

1.      საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია ათი განცხადება და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნები არ ყოფილა და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებებიც არ მიღებულა;

2.      საჯარო ინფორმაციის გაცემის  თაობაზე ათივე მოხოვნა  დაკმაყოფილებულ იქნა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის - სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის აკაკი სარალიძის მიერ;

3.      სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევა არ ყოფილა.

 

სახელმწიფო რწმუნებულის -

გუბერნატორის მოადგილე                                        ე. ჯაფარიძე