ქ.ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ანგარიში
წარმოგიდგენთ ქ .ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა /არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ ქ . ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013წლის ანგარიშს :
ა ) საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2013 წლის განმავლობაში შემოვიდა 2(ორი)მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა . საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .
ბ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების ,შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა .
გ ) 2013წლის საანგარიშო პერიოდში რესურცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .
დ ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .
ე ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ “ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .
საგანმანათლებლო რესურსცენტ რის 2013წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით :
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
2
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
ქ. ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე