თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                                                                                          

ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო

ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

           

            სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:  მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების   გაცნობას და ა. შ.

           

2013წლის განმავლობაში თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა  22  განცხადება მათ შორის:

 

1. საქართველოს სახალხო დამველის აპარატის - 5;

 

2. არასამთავრობო ორგანიზაციის - 11

 

3. მოქალაქის განცხადება   - 6;

 

            შემოსული განცხადებებიდან 20  მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2  შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა. 

            მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ  სასამართლოს მენეჯერის ნანა თეთრაულის მიერ. 

             საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა თელავის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

            საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო

ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მენეჯერი                                                                      ნანა თეთრაული

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2013.
როდის იქნა მიღებული „თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
„თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 05.12.2013. მიმღები ორგანო — თელავის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №-.
სად არის „თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „თელავის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №-, 05.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2111467/