ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№260
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.

 

2013 წლის განმავლობაში ახალციხის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 13 განცხადება, მათ შორის:

არასამთავრობო ორგანიზაციის    -    5

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის - 1

ჟურნალისტის   -  1

მოქალაქის   -   6 

 

შემოსულ განაცხადთაგან 10მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 3 მოთხოვნა. დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი. მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის წარმოდგენის არარსებობა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

თამარ ობოლაშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) უფროსი - 2011 წლის 10 იანვრიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

 

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების                                       თამარ ობოლაშვილი

( განყოფილების ) უფროსი