სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის ანგარიში

საზოგადიებრივი მაუწყებლის“

ანგარიში

(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტები

მიმდინარე წლის განმავლობაში, 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 52 (ორმოცდათორმეტი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აღნიშნული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 21 (ოცდაერთი) განცხადება, 9 (ცხრა) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 9 (ცხრა) განცხადებაზე გაკეთდა შესაბამისი განმარტებები, ხოლო, 8 (რვა) განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების, დიმიტრი ბერძენიშვილის და ნათია მრელაშვილის მიერ). ამასთან, 5 (ხუთი) განცხადება წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისათვის განხილვის ეტაპზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ  საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური/კონფიდენციალური მონაცემების/ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობს. რიგ შემთხვევებში, გამოთხოვილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ და „ნ“ პუნქტების, ასევე, 44(1) მუხლის თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მიმდინარე 2013 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2
.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ პუნქტი

სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება კომპიუტერში სპეციალური პროგრამის საშუალებით.
სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის/პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით გაცემული იქნა მხოლოდ აღნიშნული პირის/პირების თანხმობის საფუძველზე.

3
.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “დ“ პუნქტი

მიმდინარე 2013 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად, მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4
.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე 2013 წელს გასაჩივრდა მხოლოდ ერთხელ, ადმინისტრაციული საჩივრით. კერძოდ, 2013 წლის 10 აპრილს ადმინისტრაციული საჩივარი წარმოადგინა ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ რითაც მოითხოვა:
1)
ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2013 წლის 05 აპრილის №1239/02 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, და

2)
დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ 2013 წლის 01 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა

აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და  ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ მიეწოდა მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია.

5
.
საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ზ“ პუნქტი

მიმდინარე 2013 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი                                                                              ნ. მრელაშვილი