საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2013 წელს სულ შემოსულია 91 განცხადება, აქედან:
1. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 89 შემთხვევაში, ხოლო 2 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხი მომზადების პროცესშია.
2. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა 1 შემთხვევაში. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევას, ინფორმაციის გაცემის შემდგომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ საჩივარზე განაცხადა უარი. აღნიშნულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.