„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე;
თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;“;
ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი;
გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც საკადრო სამსახურის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიმართ იღებს გადაწყვეტილებას არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების შესახებ. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისგან.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში „თანამდებობის პირი“, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ქუთაისი, 29 ნოემბერი 2013 წ. N1666-Iს |