ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2013 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (32)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ასპ | ადგილობრივი სამეთვალყურეო პუნქტი |
| ადზ | ასაფრენ-დასაფრენი ზოლი |
| ასხ სსპ | ადგილობრივი საჰაერო ხაზების სამეთვალყურეო პუნქტი |
| სმს | საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური |
| სმც | საავიაციო მეტეოროლოგიური ცენტრი |
| ასხ | ადგილობრივი საჰაერო ხაზი |
| ასწ | აეროდრომის საკონტროლო წერტილი |
| დსპ | დაფრენის სამეთვალყურეო პუნქტი |
| დსსპ | დაფრენის სისტემის სამეთვალყურეო პუნქტი |
| დძპ | დაკვირვების ძირითადი პუნქტი |
| ვფწ | ვიზუალური ფრენის წესები |
| ზპმს | ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა |
| ზპმც | ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი |
| იკაო | სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 13.02.2012
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №325
2013 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 13 თებერვლის №30 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესი
კარი I
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗. ცნებებისა და ტერმინების განმარტებები
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში“ გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს, აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აბსოლუტური სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად) დონემდე;
ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გამოიყენება დაპროექტების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესების მიმართ ავიაციაში და გამიზნულია ადამიანსა და სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;
გ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში;
დ) ადზ-ის ზღურბლი – ადზ-ის საწყისი მონაკვეთი, რომლის გამოყენება შეიძლება საჰაერო ხომალდების დასაფრენად;
ე) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;
ვ) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილი – ცხრილი, რომელიც აეროდრომის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ელემენტზე დაკვირვების შედეგების სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს;
ზ) აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო – აეროდრომზე განთავსებული ორგანო, რომელიც აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის არის განკუთვნილი;
თ) აეროდრომის მინიმუმი – ადზ-ზე ხილვადობის მანძილისა და გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის (ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის) მინიმალური დასაშვები მნიშვნელობები, როდესაც ამ აეროდრომზე ნებადართულია კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა;
ი) აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტი – სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფი ორგანო;
კ) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური (ATIS) -განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით;
ლ) აეროდრომის შემაღლება – ასაფრენ-დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის ზღვის დონიდან შემაღლება;
მ) აეროპორტი – საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, საჰაერო ხომალდების მოძრაობის მომსახურებას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი, აგრეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი;
ნ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი, მართკუთხა ფართი;
ო) აუცილებელი მოხსენების პუნქტი – გეოგრაფიული წერტილი საჰაერო ტრასაზე, რომლის გადაფრენა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟმა სმმ-ის ორგანოს უნდა მოახსენოს;
პ) ბრიფინგი – გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების გაცნობა;
ჟ) დაკვირვება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის დროს ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის შეფასება;
რ) დანიშნულების აეროდრომი – აეროდრომი, რომელიც მითითებულია ფრენის გეგმითა და დავალებით, მარშრუტის ბოლო პუნქტი;
ს) დაფრენის არე – მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შიგნით, რომელიც, საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს, პირველი შეხებისათვის არის განკუთვნილი;
ტ) ვერტიკალური ხილვადობა – მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან იმ დონემდე, საიდანაც ვერტიკალურად ქვემოთ ჩანს ობიექტები მიწაზე;
უ) ვიზუალური ფრენა – ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო ორიენტირების საშუალებით;
ფ) ვიზუალური ფრენის წესები – ვფწ – წესები, რომლებიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ, საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და დაფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლის გზით, ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ხომალდებსა და სხვა მატერიალურ ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას;
ქ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა (ზპმს) – მსოფლიო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო და რეგიონული ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ საავიაციო მეტეოროლოგიური პროგნოზების წარდგენას ფრენების მარშრურტებზე, ერთგვაროვანი სტანდარტიზებული ფორმით;
ღ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც) – მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების, სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის გლობალური მასშტაბის პროგნოზების მომზადება და ციფრული გამოსახულების სახით დაგზავნა უშუალოდ სახელმწიფოებისათვის, საავიაციო ფიქსირებული სამსახურების საშუალებების გამოყენებით;
ყ) ზონალური აერნაოსნობა (RNAV) – აერნაოსნობის მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საჰაერო ხომალდს განახორციელოს ფრენა ნებისმიერ სასურველ ტრაექტორიაზე მიწისპირა ან თანამგზავრული სააერნაოსნო საშუალებების მოქმედების ზონის ან ავტონომიური საშუალებების ან მათი კომბინაციების განსაზღვრული შესაძლებლობების საზღვრებში;
შ) ზონალური პროგნოზი GAMET – საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მეტეოროლოგიური ორგანოს ან შესაბამისი სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ღია ტექსტით ან შემოკლებებით შედგენილი ზონალური პროგნოზი დაბალ სიმაღლეებზე საფრენად, რომელიც გადაეცემა მეზობელი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების მეტეოროლოგიურ ორგანოებს, შესაბამის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმების საფუძველზე;
ჩ) ინსტრუქტაჟი – ფაქტობრივი ან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ზეპირი კონსულტაცია;
ც) ინფორმაცია AIRMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა დაბალ სიმაღლეებზე შეუძლიათ;
ძ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ;
წ) კონსულტაცია – (მეტეოროლოგიური). მეტეოროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან ფრენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ან სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების განხილვა. განხილვაში შედის პასუხების გაცემაც;
ჭ) კრეისერული ეშელონი – ეშელონი, რომელიც ფრენის მნიშვნელოვან ნაწილზეა შენარჩუნებული;
ხ) მეტეოროლოგიური ბიულეტენი – შესაბამისი სათაურის მქონე ტექსტი, რომელიც მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;
ჯ) მეტეოროლოგიური დაკვირვება – ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის და/ან ამინდის მოვლენის შეფასება;
ჰ) მეტეოროლოგიური თანამგზავრი – დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებს და ამ დაკვირვებების შედეგებს დედამიწაზე გადმოცემს;
ჰ.1) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო – მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც მეტეოროლოგიურ პირობებს თვალყურს ადევნებს პასუხისმგებლობის იმ განსაზღვრულ არეში, რომელიც საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებს ემთხვევა;
ჰ.2) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება ანალიზი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება;
ჰ.3) მეტეოროლოგიური ორგანო – საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ორგანო, რომელიც აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის არის განკუთვნილი;
ჰ.4) მეტეოროლოგიური ცნობა – შეტყობინება განსაზღვრულ ადგილზე და დროს მეტეოროლოგიურ პირობებზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგების შესახებ;
ჰ.5) მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სექტორში – უმცირესი აბსოლუტური სიმაღლე, რომლით სარგებლობა შესაძლებელია და რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის 300მეტრის (1000ფუტი) მინიმალურ მარაგს იმ ყველა ობიექტის თავზე, რომელიც მდებარეობს 46 კმ-ის (25 ს.მილი) რადიუსის სექტორში და რომლის ცენტრშიც მდებარეობს სარადიონაოსნო საშუალება;
ჰ.6) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – ორგანო, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ ფრენას ამ აეროდრომებიდან;
ჰ.7) მომსახურების არე – (ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა). გეოგრაფიული რაიონი, რომლის ფარგლებშიც ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი პასუხისმგებელია სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოსათვის და სხვა მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გამოშვებაზე;
ჰ.8) პროგნოზი (ამინდის) – მოსალოდნელი მეტეოროლოგიური. პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში, გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში;
ჰ.9) პროგნოზული რუკა – გარკვეული მეტეოროლოგიური ელემენტების, მოვლენების გრაფიკული გამოსახვა პროგნოზის რუკაზე დროის გარკვეული მომენტის ან პერიოდისათვის, განსაზღვრული ზედაპირის ან საჰაერო სივრცის ნაწილისათვის;
ჰ.10) საავიაციო ელექტროკავშირის სადგური – საავიაციო ელექტროკავშირის სამსახურის სადგური;
ჰ.11) სააერნაოსნო სპეციფიკაცია – აერნაოსნობის პირობებში საჰაერო ხომალდთან და საფრენოსნო ეკიპაჟთან მოთხოვნების ერთობლიობა ფრენების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დაფუძნებული მახასიათებლებზე, დადგენილი საჰაერო სივრცის პირობებში. არსებობს ორი სახის სააერნაოსნო სპეციფიკაცია:
ჰ.11) ა)სპეციფიკაცია, რომელიც ითხოვს სააერნაოსნო მახასიათებლებს (RNP). ეფუძნება ზონალურ ნავიგაციას, რომლიც მოიცავს კონტროლს, შეყოვნებასა და გაფრთხილების მიცემაზე მახასიათებლების შეუსრულებლობაზე, აღნიშნული პრეფიქსით RNP, მაგალითად RNP4, RNP APCH;
ჰ.11) ბ)ზონალური აერნაოსნობის სპეციფიკაცია (RNAV). სააერნაოსნო სპეციფიკაცია, დაფუძნებული ზონალურ აერნაოსნობაზე, რომელიც არ მოიცავს მოთხოვნებს კონტროლზე, მახასიათებლების შეუსრულებლობაზე, აღნიშნული პრეფიქსით RNAV, მაგალითად RNAV5 RNAV;
ჰ.12) საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებებზე მეთვალყურეობის სამსახური (IAVW). საერთაშორისო მოლაპარაკებები, უშუალოდ ატმოსფეროში ვულკანურ ფერფლზე კონტროლის და საჰაერო ხომალდებზე გაფრთხილებების შესახებ;
ჰ.13) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება;
ჰ.13) ა) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა;
ჰ.13) ბ) სათადარიგო აეროდრომი აფრენისას. სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გამოფრენის აეროდრომის გამოყენება შეუძლებელია;
ჰ.13) გ) მარშრუტზე სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტზე ფრენისას იგი არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;
ჰ.13) დ) სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე ETOPS-ის შესრულებისას – ისეთი სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა მარშრუტზე ETOPS-ის შესრულებისას, ძრავის გამორთვის ან სხვა რაიმე განსაკუთრებული და ავარიული ვითარების დროს;
შენიშვნა: გამოფრენის აეროდრომი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომად.
ჰ.14) საკონსულტაციო ცენტრი ვულკანური ფერფლის შესახებ (VAAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის, საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრებისათვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ვულკანური ფერფლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიმძლავრეებზე, აგრეთვე, ვულკანური ფერფლის პროგნოზირებად გადაადგილებაზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ;
ჰ.15) საკონსულტაციო ცენტრი ტროპიკული ციკლონების შესახებ.(TCAA) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, და OPMET-ის მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ტროპიკული ციკლონების უშუალო ადგილმდებარეობაზე, გადაადგილების პროგნოზირებად მიმართულებაზე და სიჩქარეზე, ცენტრში წნევის სიდიდეზე და მიწისპირა ქარის მაქსიმალურ სიჩქარეზე;
ჰ.16) სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე;
ჰ.17) საფრენოსნო საბუთები – ხელით შევსებული ან დაბეჭდილი საბუთები, მათ შორის, რუკები ან ბლანკები, რომლებიც საფრენოსნო მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;
ჰ.18) საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი – ორგანო, რომელიც საინფორმაციო მომსახურებისა და ავარიული შეტყობინების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი;
ჰ.19) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და ავარიული შეტყობინება ხორციელდება;
ჰ.20) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);
ჰ.21) საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანო – სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანო, რომელიც კონკრეტული საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზეა პასუხისმგებელი;
ჰ.22) საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები;
ჰ.23) საჰაერო ხომალდის მეთაური – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი;
ჰ.24) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმავლობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია;
ჰ.25) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სრულუფლებიანი ორგანო, რომელიც საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებს ან ორგანიზებას უკეთებს ასეთ უზრუნველყოფას ხელშემკვრელი სახელმწიფოს სახელით;
ჰ.26) სტანდარტული იზობარული ზედაპირი – სტანდარტული ზედაპირი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბით, ატმოსფერული პირობების გრაფიკული წარმოდგენისა და გაანალიზებისათვის გამოიყენება;
ჰ.27) ტროპიკული ციკლონი – სინოპტიკური მასშტაბის არაფრონტალური ციკლონის აღსანიშნავი საერთო ტერმინები, რომელიც წარმოიქმნება ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ არეში, სადაც მიწისპირა ქარების ციკლონური ცირკულაციაა განვითარებული;
ჰ.28) უმეტესი ხილვადობა – ხილვადობის სიდიდე, ტერმინ “ხილვადობის“ განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც ჰორიზონტის ხაზის ან აეროდრომის ფართობის სულ ცოტა ნახევრის ტოლია;
ჰ.29) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის მქონე ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2ჰპა) და სხვა ასეთი ზედაპირებიდან წნევის დადგენილი ინტერვალებით არის დაცილებული;
შენიშვნა 1: ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით არის დაგრადუირებული:
ჰ.29) ა) QNH-ზე დაყენებისას, აბსოლუტურ სიმაღლეს გვიჩვენებს;
ჰ.29) ბ) QFE-ზე დაყენებისას, ფარდობით სიმაღლეს გვიჩვენებს QFE-ის საყრდენი წერტილის თავზე;
ჰ.29) გ) 1013,2 ჰპა-ზე დაყენებისას, ის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.
შენიშვნა 2: შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინი “ფარდობითი სიმაღლე“ და “აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.
ჰ.30) ფრენის სამუშაო გეგმა – ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების, საექსპლუატაციო შეზღუდვების, დასახელებულ მარშრუტზე და შესაბამის აეროდრომებზე ამინდის მოსალოდნელი პირობების გათვალისწინებით, ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად;
ჰ.31) ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბელი – ღრუბელი, რომლის ქვედა საზღვარი 1500 მ-ზე (4500 ფტ) ან უდიდეს მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლაა (სექტორში), იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო მეტია;
ჰ.32) შემაღლება – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილამდე ან დედამიწის ზედაპირის დონემდე ან მასთან დაკავშირებულ ობიექტამდე;
ჰ.33) ფარდობითი სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი მითითებული საწყისი დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად) დონემდე;
ჰ.34) ციფრული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში – კომპიუტერზე დამუშავებული მეტეოროლოგიური მონაცემები რუკაზე თანაბრად განლაგებულ წერტილთა ჯგუფისათვის, რომლებიც განკუთვნილია ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასაცემად კოდური ფორმით და ვარგისია ავტომატიზებულ სისტემებში გამოსაყენებლად;
ჰ.35) ხარისხის ზოგადი ხელმძღვანელობა – მართვის ზოგადი ფუნქციების ის ასპექტები, რაც ხარისხის დარგისადმი მიდგომას, მიზნებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, აგრეთვე, მას, ხარისხის სისტემის (ისო 9000:8000) ფარგლებში, ახორციელებს ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ხარისხის დაგეგმვა, მართვა, უზრუნველყოფა და გაუმჯობესება;
ჰ.36) ხარისხის მართვა – ოპერატიული ხასიათის მეთოდები და მოქმედების სახეობები, რომლებიც გამოიყენება ხარისხის მოთხოვნების (ისო 9000:2000) უზრუნველსაყოფად;
ჰ.37) ხარისხის სისტემა – ორგანიზაციული სტრუქტურების, მეთოდების, პროცესების და რესურსების ერთობლიობა, რომლებიც ხარისხის ზოგადი მართვის (ისო 8402) განსახორციელებლად არის საჭირო;
ჰ.38) ხარისხის უზრუნველყოფა – ხარისხის სისტემის ფარგლებში დაგეგმილი და სისტემატურად განხორციელებული საქმიანობის სახეობები, აგრეთვე, იმის მტკიცებულება, რომ ობიექტი ხარისხისადმი წაყენებულ მოთხოვნებს შეესაბამება;
ჰ.39) ხილვადობა – ხილვადობა, საავიაციო მიზნებისათვის არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი;
ჰ.39) ა) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული მისაღები სიდიდის შავი ობიექტის ამოცნობა;
ჰ.39) ბ) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელი სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა;
შენიშვნა: ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით; ამასთან ჰ.39)ა)ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით(MOR), ჰ.39)ბ) კი ფონის განათებულობაზეა დამოკიდებული.
ჰ.40) ხილვადობა ადზ-ზე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულ ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები;
ჰ.41) VOLMET – მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის;
ჰ.41) ა) VOLMET-ის მონაცემების გადამცემი ხაზი D-VOLMET- აეროდრომზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური ცნობების (METAR) სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობების (SPECI), აეროდრომზე პროგნოზების (TAF), ინფორმაცია SIGMET-ის, AIRMET-ის, საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინებების მიწოდება მონაცემების გადამცემი ხაზით;
ჰ.41) ბ) სარადიომაუწყებლო გადაცემა VOLMET – შესაბამის შემთხვევებში მიმდინარე ცნობების METAR, SPECI, პროგნოზების TAF-ი, ინფორმაცია SIGMET-ის მიწოდება უწყვეტი, განმეორებადი რადიოგადაცემის საშუალებით.
მუხლი 2🔗. შემოკლებები
ამ წესში გამოყენებულ შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ასპ
ადგილობრივი სამეთვალყურეო პუნქტი
ადზ
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
ასხ სსპ
ადგილობრივი საჰაერო ხაზების სამეთვალყურეო პუნქტი
სმს
საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური
სმც
საავიაციო მეტეოროლოგიური ცენტრი
ასხ
ადგილობრივი საჰაერო ხაზი
ასწ
აეროდრომის საკონტროლო წერტილი
დსპ
დაფრენის სამეთვალყურეო პუნქტი
დსსპ
დაფრენის სისტემის სამეთვალყურეო პუნქტი
დძპ
დაკვირვების ძირითადი პუნქტი
ვფწ
ვიზუალური ფრენის წესები
ზპმს
ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა
ზპმც
ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი
იკაო
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მსპ
მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი
მმსპ
მიმოსვლის სამეთვალყურეო პუნქტი
მკგ
მჭექი კავშირგაბმულობა
მმო
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია
მმს
მეტად მაღალი სიხშირე (მეტრიანი ტალღები)
მრლ
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი
მს
მაღალი სიხშირე
მტ
მოკლე ტალღები
მხმ
მეტეოროლოგიური ხილვადობის მანძილი
რსც
რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი
სა
სამოქალაქო ავიაცია
სიც
საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი
სკდ
საერთაშორისო კოორდინირებული დრო
სმმ
საჰაერო მოძრაობის მართვა /მომსახურება
სმმბ
საავიაციო მეტეოროლოგიური მონაცემების ბანკი
სმო
საჰაერო მოძრაობის ორგანო
სსკ
სააეროდრომო-სამეთვალყურეო კოშკურა
სსძ
სამხედრო- საჰაერო ძალები
სტსპ
სტარტის სამეთვალყურეო პუნქტი
სსსს
საავიაციო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები
სჭბ
საზღვაო ჭაბურღილების ბაქანი
სხ
საჰაერო ხომალდი
უმრშ
უახლოესი მიმყვანი რადიოშუქურა
უმტ
ულტრამოკლე ტალღები
ღქსს
ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე
ძდპ
ძირითადი დაკვირვების პუნქტი
წსპ
წრის სამეთვალყურეო პუნქტი
ჰმს
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური
ხმგ
ხილვადობის მანძილის განმსაზღვრელი
სფწ
სახელწყოების მეშვეობით ფრენის წესები
AFTN
ფიქსირებული საავიაციო ელექტროკავშირის ქსელი
AIRMET
მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე (რაიონში) ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომელსაც შეუძლია ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა
AIREP
შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან იკაო-ს ფორმით
ATIS
აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური
METAR
ავიაციისათვის ამინდის შესახებ რეგულარული შეტყობინება (კოდური
ფორმა)
QFE
წნევა აეროდრომის დონეზე ჰპა-ში
QNH
წნევა დაყვანილი ზღვის საშუალო დონეზე სტანდარტული
ატმოსფეროსათვის ჰპა-ში
SPECI
ავიაციისათვის ამინდის შესახებ საგანგებო შეტყობინება (კოდური
ფორმით)
TAF
ამინდის პროგნოზი აეროდრომზე
VOLMET
მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
TREND
მიმართულება, ტენდენცია (პირობითი აღნიშვნა 2-საათიანი პროგნოზისა
დაფრენისათვის, როდესაც მოსალოდნელია მეტეოპირობების
მნიშვნელოვანი ცვლილება)
AMD
AMEND
შესწორება
APCH
APPROACH
მიდგომა/მისადგომი
ASC
ASCENT
სიმაღლის აღება
ASSW
ASSOSIATED WITH
დაკავშირებული.. თან
AT
AT
-ზე
BC
PATCHES
ტალღები, ნაფლეთები
BCFG
FOG PATCHES
ნისლის ტალღები, ნისლი
BECMG
BECOMING
ცვლილება
BKN
BROKEN
მნიშვნელოვანი
BL
BLOWING
მიწისპირა ქარბუქი
BLW
BELOW
დაბლა
BR
MIST
ჯანღი
BTN
BETWEEN
შორის
C
CENTRAL
ცენტრალური
CAT
CLEAR AIR
TURBULENCE
ტურბულენტობა მოწმენდილ ცაზე
CAVOK
CEILING ანD
VISIBILITY OKEY
არ არის ამინდის განსაკუთრებული მოვლენები,
დაბალი ღრუბელი
CB
CB
გროვა-საწვიმარი ღრუბელი
CLD
CLOUD
ღრუბელი
CNL
CანCELLED
გაუქმება
D
DECREASING
შემცირება
DEG
DEGREE
გრადუსი
DES
DESCENT
დაშვება
DR
LOW
DRIFTING SNOW
თოვლის ქარახვეტი
DS
DUST STORM
მტვრის გრიგალი
DU
WIDE SPREAD
მტვერი (გარემომცველი)
DZ
DRIZZLE
ჟინჟღლი
E
EAST
აღმოსავლეთი
EMBD
EMBEDDED
შენიღბული
ETA
ESTIMATED TIME
OF ARRIVAL
დაფრენის გამოთვლილი დრო
FBL
FEEBLE
სუსტი
FC
FORECAST
9-საათიანი პროგნოზი (სათაური -ში
FC
FUNNEL CLOUD
ძაბრისმაგვარი ღრუბელი
FEW
FEW
მცირე ღრუბლიანობა
FCST
FORECAST
პროგნოზი
FG
FOG
ნისლი
FIR
FLIGHT
INFORMATION
REGION
საფრენოსნო ინფორმაციის რეგიონი
FLUC
FLUCTUATION
ფლუქტუაცია, რყევა
FM
FROM
-დან
FRQ
FREQUENT
ხშირი
FT
FORECAST
18/24 საათიანი პროგნოზი
FT
FOOT
ფუტი (30სმ)
FU
SMOKE
ბოლი
FZ
FREEZI№G
გადაციებული
G
MAXIMUM GUST
მქსიმალური დაქროლვა
GR
HAIL
სეტყვა
GS
SMALL HAIL ანD/OR
SNOW
ყინულის/თოვლის ხორხოშელი
HVY+
HEAVY
ძლიერი
HZ
HAZE
ბური
IC
IN CLOUD
ღრუბლებში
IC
DIAMOND DUST
ყინულის ნემსები, ალმასის მტვერი
ICE
ICING
შემოყინვა
IN
INCH
დუიმი
ISOL
ISOLATED
ცალკეული
KM
KILOMETRE
კილომეტრი
KMH
KILOMETRE PER
HOUR
კილომეტრი საათში
KT
KNOT
კვანძი (0,5 მ/წმ)
L
LEFT
მარცხენა
Lან
LანD
დედამიწა, ხმელეთი
LIG
LანDING
დაფრენა
LOC
LOCAL
LOCALLY
ადგილობრივი
LSQ
LINE SQUAL
ფრონტალური ქარტეხილი
LYR
LAYER
ფენა
M
METRE
მეტრი
M
MI№US
მინუსი
M
MILE
მილი
MAX
MAXIMUM
მაქსიმუმი
MI
SHALLOW
თხელი, მიწისპირა
MM
BELOW
ნაკლები
MOD
MODERATE
ზომიერი
MOV
MOVE, MOVING
გადაადგილება
MPS
METRE PER
SECOND
მეტრი წამში
MTW
MOUNTAIN WAVE
მთის ტალღები
N
NORTH
ჩრდილოეთი
NC
NO CHანGE
სიმძლავრე არ იცვლება (-ში)
NIL
NIL
არ არის
NOSIG
NO SIGNIFICანT
CHანGE
მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე
NSC
NO SIGNIFICანT
CLOUD
უმნიშვნელო ღრუბლიანობა
NSW
NO SIGNIFICანT
WEATHER
ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გარეშე
O
OUTLOOK
სავარაუდო
OBS
OBSERVED
დაიკვირვება
OBSC
OBSCURED
დაფარული
OCNL
OCCASIONAL
დროგამოშვებით, შემთხვევითი
OTLK
OUTLOOK
სავარაუდო პროგნოზი (სათაურში)
OVC
OVERCAST
მთლიანი
P
ABOVE, PREVAL
მეტი
PR
PART
ნაწილი
PE
ICE PELLETS
ყინულის წვიმა
PO
WELL DEVELOPED
DUST/SანDWHIRLS
მტვრის/ქვიშის კორიანტელი
PROB
PROBABILITY
ალბათობა
PSN
POSITION
მდგომარეობა
Q
QNH
-ჰპა-ში
QFE
QFE
წნევა აეროდრომის დონეზე ჰპა-ში
QNH
QNC
წნევა აეროდრომზე, დაყვანილი ზღვის
საშუალო დონეზე სტანდარტული
ატმოსფეროსათვის ჰპა-ში
R
RIGHT
მარჯვენა
R
RUNWAY
ადზ
RA
RAIN
წვიმა
RE
RECENT
ვადის წინ
RVR
RUNWAY VISUAL
RანGE
ხილვადობის მანძილი ადზ-ზე
RWY
RUNWAY
ადზ
S
SOUTH
სამხრეთი
SA
SანD
სილა
SA
METEOROLOGICAL
REPORT
მეტეოშეტყობინება (სათაური)
SCT
SCATTERED
გაფანტული
SEV
SEVERE
ძლიერი, ქარის წანაცვლებისათვის მეტად
ძლიერი
SG
SNOW GRAIN
თოვლის ხორხოშელა
SH
SHOWER
თქეში
SKC
SKY CLEAR
მოწმენდილი, უღრუბლო
SM
STATUTE MILE
მილი
SN
SNOW
თოვლი
SPECI
SPECIAL
სპეციალური
SQ
SQUALL
ქარტეხილი
SS
SანD STORM
მტვრის/ქვიშის გრიგალი
SURF
SURFACE
ზედაპირი
TC
TROPICAL CYCLONE
ტროპიკული ციკლონი
TCU
TOWERING
CUMULUS
კოშკისმაგვარი გროვა ღრუბელი
TDZ
TOUCH DOWN ZONE
დაფრენის არე
TEMPO
TEMPO
დროგამოშვებით
TEND
TEND
ტენდენცია, მიდრეკილება
TKOFF
TAFE OFF
აფრენა
TL
TILL
-მდე
TS
TSUNDERSTORM
ჭექა-ქუხილი
TURB
TURBULENCE
ტურბულენტობა
U
UPWARD
მომატება, გაზრდა
UTC
U№IVERSAL TIME
CIVIL
საერთაშორისო კოორდინირებული დრო
V
VARIATION
ცვლილება
VA
VOLCანIC ASH
ვულკანური ფერფლი
VC
IN VICINITY
ახლოს
VER
VERTICAL
ვერტიკალური
VIS
VISIBILITY
ხილვადობა
VOLMET
VOLMET
ვოლმეტ-ი
VRB
VARIABLE
არამდგრადი
VV
VERTICAL
VISIBILITY
ვერტიკალური ხილვადობა
W
WEST
დასავლეთი
WKN
WEAKENING
შესუსტება
WRNG
WARNING
გაფრთხილება
WS
WIND SHEAR
ქარის წანაცვლება
WXNIL
WEATHER NILL
ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გარეშე
Z
ZONE
არე
Z
ZULU
ზონა
WDSPR
WIDESPREAD
ფართო რაიონი
WSPD
WIND SPEED
ქარის სიჩქარე
თავი II
სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. საერთაშორისო და ადგილობრივი აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მიზანია ფრენების უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური განხორციელებისათვის ხელშეწყობა. იგი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად მიიღწევა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საძებნ-სამაშველო, აეროპორტების ადმინისტრაციისა და აგრეთვე, იმ ორგანოებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცის მიწოდებით, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.
2. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ასახულია საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში.
3. სააგენტო განსაზღვრავს იმ მეტეოროლოგიური მომსახურების სახეებს, რომლებსაც ის გასწევს საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასეთი მომსახურების სახეები განისაზღვრება აღნიშნული წესით, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების გათვალისწინებით და ასევე ვრცელდება საერთაშორისო წყლებსა და იმ რაიონებზე, რომლებიც მდებარეობენ შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს მიღმა.
4.საერთაშორისო აერნაოსნობის მომსახურე მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციისადმი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ წაყენებული მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს სააგენტო.
შენიშვნა 1: საავიაციო მეტეოროლოგიის დარგში მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და მისი მომზადების მოთხოვნები მოცემულია მმო-ს №49 გამოცემაში (“ტექნიკური წესები,“ პირველი ტომი, “საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა,“ “ვ4“ თავი “კადრების განათლება და მომზადება“) და მმო-ს გამოცემა №258-ში.
მუხლი 4🔗. მეტეოროლოგიური ინფორმაციით მომარაგება, მისი ხარისხის უზრუნველყოფა და გამოყენება
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ორგანო – შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახური (შემდგომში – მეტეოროლოგიური სამსახური), რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სააერნაოსნო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენას.
2. საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის რეალიზაციისათვის სააგენტო უზრუნველყოფს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ შეიმუშაოს და დანერგოს ხარისხის სისტემა, რომელიც მოიცავს წესებს, პროცედურებს და რესურსებს, რაც აუცილებელია მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის მართვის უზრუნველსაყოფად.
3. ხარისხის სისტემა, რომელიც დაინერგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების 9000 სერიას და სერტიფიცირებული უნდა იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
4. ხარისხის მართვის სისტემის მიერ მომხმარებელი გარანტირებული უნდა იყოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ინფორმაციის მოქმედების არეს, ფორმატსა და შინაარსს, გამოშვების სიხშირესა და მოქმედების არეს, აგრეთვე გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტეს. აღნიშნული საკითხები დაწვრილებითაა განხილული წესის მე-3, 4, 6, 7, 8, 9, 16 და მე-17 თავებში.
5. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლითაც მარაგდებიან მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ჩამოთვლილი მომხმარებლები, ითვალისწინებს ადამიანური ფაქტორის ასპექტებს; ინფორმაციის წარდგენის ფორმა, როგორც შემდგომშია ნაჩვენები, მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას მისი ინტერპრეტირებისათვის.
შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა, რომელიც ეხება ადამიანის ფაქტორის საინსტრუქციო მასალას მოცემულია DOC 9683-ში.
მუხლი 5🔗. შეტყობინება, რომელიც საჭიროა ექსპლუატანტებისაგან
1. ექსპლუატანტი, რომელსაც ესაჭიროება მეტეოროლოგიური მომსახურება ან არსებულ მომსახურებაში ცვლილების შეტანა, წინასწარ ატყობინებს მეტეოროლოგიურ სამსახურს. წინასწარი შეტყობინების ვადები დგინდება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
2. მეტეოროლოგიური სამსახური, იმ ექსპლუატანტისაგან, რომელსაც ესაჭიროება მომსახურება, შეტყობინებას იღებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც:
ა) იგეგმება ახალი მარშრუტის გახსნა ან ახალი სახეობის ფრენების შესრულება;
ბ) რეგულარული რეისების შესრულების გრაფიკში შედის ხანგრძლივი ცვლილებები; და
გ) იგეგმება სხვა ცვლილებები, რომლებიც მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენაზე ზეგავლენას ახდენს.
შეტყობინება უნდა შეცავდეს ყველა დეტალს, რომელიც აუცილებელია მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ შესაბამისი ცვლილებების დასაგეგმად.
3. მეტეოროლოგიური სამსახური შეტყობინებას იღებს ექსპლუატანტისაგან ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისაგან:
ა) ფრენის განრიგის შესახებ:
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული ფრენები იგეგმება; და
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც რეისი იგვიანებს, სრულდება დათქმულ დროზე ადრე ან უქმდება.
თავი III
ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა და მეტეოროლოგიური ორგანოები
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XII თავში.
მუხლი 6🔗. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის მიზანი
ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა უზრუნველყოფს სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს და სხვა მომხმარებლებს სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის გლობალური პროგნოზებით, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, აგრეთვე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით, ციფრული სახით.
მუხლი 7🔗. ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრები
სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრის ორგანიზებაზე ზონალური პროგნოზების სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს, რათა ცენტრმა:
ა) მოამზადოს გლობალური პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით სიმაღლეებზე:
ა.ა) სიმაღლეებზე ქარის;
ა.ბ) ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის;
ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;
ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;
ა.ე)მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;
ა.ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების;
ა.ზ) შემოყინულობის;
ა.თ) ტურბულენტობის.
ბ) მოამზადოს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) გლობალური პროგნოზები ციფრული ფორმით.
გ) ა.ა) და ა.ბ) ქვეპუნქტებით აღნიშნული პროგნოზები ციფრული ფორმით დაუგზავნოს სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოებს და სხვა მომხმარებელს.
დ) მიიღოს ინფორმაცია რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის შესახებ თავისი მმო-ს შესაბამისი რეგიონალური სპეციალიზებული მეტეოროლოგიური ცენტრიდან (RSMC), რომელიც პასუხისმგებელია მათი გადაადგილების ტრაექტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, მათი SIGWX-ში დროულად ასახვის მიზნით.
ე) დაამყაროს კონტაქტები VAAC-თან, ვულკანური მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებში ვულკანური ამოფრქვევების ჩართვის მიზნით.
მუხლი 8🔗. სააგენტოსა და მეტეოროლოგიური სამსახურის ფუნქციები
1. მეტეოროლოგიური სამსახური ფრენების განხსახორციელებლად, დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ადგენს და იღებს პროგნოზებს ან სხვა შესაბამის ინფორმაციას იმ ფრენების განსახორციელებლად, რომელებსაც იგი უზრუნველყოფს; პროგნოზების შედგენაზე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის მარშრუტებზე და აეროდრომებზე პროგნოზული მასალების არსებობასა და გამოყენებაზე;
ბ) ადგენს და/ან იღებს ადგილობრივი მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზებს;
გ) აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე აეროდრომის რაიონში, რომლისთვისაც პროგნოზს ადგენს;
დ) ატარებს ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას და მეტეოროლოგიურ საფრენოსნო საბუთებს წარუდგენს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და/ან ფრენების უსაფრთხო შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს;
ე) საავიაციო მომხმარებლებს ამარაგებს სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
ვ) უჩვენებს არსებულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას;
ზ) ცვლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციას სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებთან; და
თ) მასთან დაკავშირებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს (დაინტერესებულ მეტეოროლოგიურ ორგანოს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მართვის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმების საფუძველზე) ამარაგებს მიღებული ინფორმაციით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე.
2. აეროდრომისათვის, რომელსაც არ გააჩნია მეტეოროლოგიური ორგანო, სააგენტო:
ა) სერტიფიცირების გზით უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების მიხედვით ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;
ბ) განსაზღვრავს შესაბამისი აეროდრომების ასეთი ინფორმაციით მომარაგების წესებს.
3. აეროდრომები, რომელთათვისაც აუცილებელია დაფრენის პროგნოზის მიწოდება, განისაზღვრება რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 9🔗. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები
1. სახელმწიფო, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში ან სამეთვალყურეო რაიონში, რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე ქმნის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან უთანხმდება სხვა ქვეყანას ამის შესახებ.
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო:
ა) თვალყურს ადევნებს იმ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრენების უსაფრთხოებაზე იმ რაიონის ფარგლებში, რომელზედაც ის პასუხისმგებელია;
ბ) ამზადებს ინფორმაცია SIGMET-ს და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომელზედაც იგი პასუხისმგებელია;
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უზრუნველყოფს ინფორმაცია SIGMET-ით, და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
დ) ავრცელებს ინფორმაცია SIGMET-ს;
ე) აუცილებლობის შემთხვევაში:
ე.ა) ამზადებს ინფორმაცია AIRMET-ს და სხვა ინფორმაციას რაიონებისათვის, რომლზედაც იგი პასუხისმგებელია;
ე.ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს უზრუნველყოფს ინფორმაცია AIRMET-ით და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
ე.გ) ავრცელებს ინფორმაცია AIRMET-ს;
ვ) აწვდის მასთან დაკავშირებულ სიც/რსც-ს, (მეტეოროლოგიურ სამსახურსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოებს შორის შეთანხმებით), აგრეთვე VAAC-ს (რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე) მიღებულ ინფორმაციას ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ ამოფრქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლებზე, რომელზეც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET-ი.
ზ) უზრუნველყოფს ინფორმაციით მასთან დაკავშირებულ სიც/რსც-ს. (სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოებს შორის შეთანხმებით;
თ) უზრუნველყოფს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებს მიღებული ინფორმაციით ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიულად გატყორცნის შესახებ იმ რაიონში, რომლშიც ის ახორციელებს დაკვირვებას ან მეზობელ რაიონებში. ეს ინფორმაცია შეიცავს მონაცემებს რადიოაქტიური ნივთიერების ადგილმდებარეობის, ავარიის თარიღის, დროის და პროგნოზირებადი ტრაექტორიის შესახებ.
მუხლი 10🔗. საკონსულტაციო ცენტრები ვულკანური ფერფლის შესახებ (VAAC).
1. სახელმწიფო, რომელიც რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს საერთაშორისო ავიატრასებზე ვულკანური მოქმედების თვალთვალის ფარგლებში შექმნას VAAC, უზრუნველყოფს, რომ აღნიშნულმა ცენტრმა, ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის, შეტყობინების მიღებისას მისი პასუხისმგებლობის რაიონში:
ა) თვალი ადევნოს გეოსტაციონარულ და პოლარულ ორბიტებზე მდებარე თანამგზავრის შესაბამის მონაცემებს, ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის ღრუბლების და სიმძლავრის დადგენის მიზნით შესაბამის რაიონში;
ბ) აამოქმედოს რიცხობრივი მოდელი ვულკანური ფერფლის გადაადგილება/გაფანტვის ტრაექტორიის განსაზღვისათვის, რათა პროგნოზირებულ იქნეს ნებისმიერი ფერფლის “ღრუბლის“ გადაადგილება, რომელიც აღმოჩენილ იქნა ან რომელთანაც მიმართებაში იქნა მიღებული ინფორმაცია;
გ) გამოსცეს ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრის და სავარაუდო გადაადგილების საკონსულტაციო ინფორმაცია:
გ.ა) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის;
გ.ბ) სხვა VAAC-სათვის, რომელთა პასუხისმგებლობის რაიონები შეიძლება მოექცეს ამ მოვლენის მოქმედების ქვეშ;
გ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, მონაცემების მსოფლიო ბანკისათვის OPMET, NOTAM-ის საერთაშორისო ორგანოებისათვის;
გ.დ) ავიაკომპანიებისათვის, რომლებიც, AFTN-ის მისამართის საშუალებით, ითხოვენ საკონსულტაციო ინფორმაციას სპეცილურად ამ მიზნისათვის.
2. საკონსულტაციო ცენტრები ვულკანური ფერფლის შესახებ დაკვირვებას აწარმოებენ დღე-ღამის განმავლობაში.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორიები
სახელმწიფო, რომლის ცალკეული ვულკანოლოგიური ობსერვატორია ახორციელებს აქტიურ ვულკანებზე დაკვირვებას, უზრუნველყოფს რომ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით მითითებულმა ობსერვატორიამ, ამოფრქვევის წინმსწრები ვულკანური მოქმედების, ამოფრქვევის და/ან ვულკანური ფერფლის ატმოსფეროში ამოტყორცნის შემჩნევისას, ოპერატიულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გადასცეს ეს ინფორმაცია შესაბამის რსც, მმო და VAAC-ს.
მუხლი 12🔗. საკონსულტაციო ცენტრები ტროპიკული ციკლონების შესახებ
სახელმწიფო, რომელიც, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პასუხისმგებლობას იღებს შექმნას TCAC, უზრუნველყოფს, რომ აღნიშნულმა ცენტრმა:
ა) საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონში თვალი ადევნოს ტროპიკული ციკლონის განვითარებას გეოსტაციონარულ და პოლარულ ორბიტებზე მდებარე თანამგზავრების, რადიოლოკაციური მონაცემების და სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციის გამოყენებით;
ბ) გამოსცეს ციკლონის ცენტრის მდებარეობის, მისი მიმართულების და გადაადგილების სიჩქარის, ცენტრში წნევის და მიწისპირა მაქსიმალური ქარის საკონსულტაციო ინფორმაცია ღია ტექსტით:
ბ.ა) მისი პასუხისმგებლობის რაიონში მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის;
ბ.ბ) სხვა TCAC-სათვის, რომელთა პასუხისმგებლობის რაიონები შეიძლება მისი მოქმედების ქვეშ მოექცეს;
ბ.გ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის, მონაცემების მსოფლიო ბანკისათვის OPMET, NOTAM-ის საერთაშორისო ორგანოებისათვის.
თავი IV
მეტეოროლოგიური დაკვირვებები და შეტყობინებები
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIII თავში.
მუხლი 13🔗. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები და დაკვირვებები
1. სააგენტო, საჭიროების მიხედვით, სერტიფიცირების გზით, აეროდრომებზე უფლებამოსილებას ანიჭებს საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებს. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური შეიძლება ცალკე სადგურს წარმოადგენდეს ან სინოპტიკურ სადგურთან ერთად იყოს განლაგებული.
შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები შეიძლება მოიცავდეს ხელსაწყოებს, რომლებიც აეროდრომის ფარგლებს გარეთაა განლაგებული, სადაც ეს ითვლება გამართლებულად სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ აღნიშნული სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესასრულებლად.
2. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები რეგულარულ დაკვირვებებს აწარმოებენ დროის ფიქსირებულ შუალედებში. იმ შემთხვევებში, როდესაც მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, მიმდინარე ამინდის, ღრუბლების და/ან ჰაერის ტემპერატურის გარკვეულ ცვლილებებს აქვს ადგილი, აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები შეივსება სპეციალური დაკვირვებებით.
3. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაცემების მიღება, რომლებიც გაზომვების ჩატარების რაიონისათვის არის საჭირო.
4. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების ხშირ ინსპექტირებას, დაკვირვების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და ხელსაწყოების და ინდიკატორების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. აგრეთვე, შემოწმებულ უნდა იქნეს ხელსაწყოების სწორად განლაგება და აუცილებელი რაოდენობა.
5. აეროდრომზე, რომლებსაც გააჩნია ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად შემოსვლებისა და დაფრენისათვის II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლების, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია, ავტომატიზებული გამზომ-საკონტროლო ხელსაწყოები დაიდგმება, აგრეთვე დისტანციური ინდიკატორები მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის, ნამის წერტილისა და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. ეს მოწყობილობები იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას და გავრცელებას აწარმოებენ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. ამ კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას მხედველობაში მიიღება ადამიანური ფაქტორის ასპექტები და გათვალისწინებულია რეზერვირების პროცედურა.
6. აეროდრომზე რომლებსაც გააჩნია ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად შემოსვლებისა და დაფრენისათვის I კატეგორიის მიხედვით, დასაფრენად შემოსვლების, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია, უნდა დაიდგას ავტომატიზებული საკონტროლო-გამზომი აღჭურვილობა, აგრეთვე დისტანციური ინდიკატორები მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. ეს მოწყობილობები იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას და გავრცელებას აწარმოებენ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. ამ კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას მხედველობაში მიიღება ადამიანური ფაქტორის ასპექტები და გათვალისწინებულია რეზერვირების პროცედურა.
7. იმ შემთხვევებში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებისათვის/ასახვისათვის გამოიყენება კომპლექსური ავტომატური ან ნახევრადავტომატური სისტემა, მან უნდა უზრუნველყოს ისეთ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვების მონაცემების არაავტომატიზებული შეყვანის შესაძლებლობა, რომლებზეც დაკვირვებები ავტომატური საშუალებებით შეუძლებელია.
8. დაკვირვებები არის იმ შეტყობინებების შედგენის საფუძველი, რომლებიც ვრცელდება შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე და მის ფარგლებს გარეთ.
9. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ზოგიერთი ელემენტის დაკვირვებისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, შეტყობინების მიმღები მასში მითითებული ნებისმიერი ელემენტის მნიშვნელობას განიხილავს როგორც დაკვირვების დროს არსებულ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულს.
მუხლი 14🔗. მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმება
მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის შეთანხმება, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს კომპლექსური ავტომატური სისტემის ინფორმაციის ამსახველი მონიტორებით უზრუნველყოფას;
ბ) აღნიშნული მონიტორების/ხელსაწყოების დაკალიბრებას და ტექნიკურ მომსახურებას;
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ აღნიშნული მონიტორების/ხელსაწყოების გამოყენებას;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ვიზუალური დაკვირვებების მონაცემების მიწოდებას;
ე) აფრენისა და დაფრენის დროს საჰაერო ხომალდებიდან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოწოდებას;
ვ) სახმელეთო რადიოლოკატორის საშუალებით მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებას.
შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს შორის კოორდინირების ინსტრუქციული მასალა მოცემულია “საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოში“ (DOC 9377).
მუხლი 15🔗. რეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები
1. აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები ყოველდღიურად, დღეღამურ რეჟიმში წარმოებს, თუ მეტეოროლოგიურ სამსახურს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება. ასეთი დაკვირვებები ერთი საათის ინტერვალით ტარდება, ხოლო, თუ ეს გათვალისწინებულია სააერნაოსნო შეთანხმებით, ნახევარი საათის ინტერვალით. სხვა საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე დაკვირვებები ტარდება მეტეოროლოგიური სამსახურის შესაბამისი მითითებებისა და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები აყენებენ.
2. რეგულარული დაკვირვებების შედეგებზე გამოიცემა შემდეგი სახის შეტყობინებები:
ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, რომლებიც ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და
ბ) შეტყობინებები METAR-ის, რომლებიც ვრცელდება შეტყობინების აეროდრომის ფარგლებს გარეთ (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის).
შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და D-ATIS აღებულია ადგილობრივი მეტეოროლოგიური შეტყობინებიდან).
3. აეროდრომებზე, რომლებიც არ მუშაობენ დღეღამური რეჟიმით, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, შეტყობინება METAR გამოიცემა ფრენების განახლებამდე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 16🔗. სპეციალური დაკვირვებები და სპეციალური შეტყობინებები
1. სპეციალური დაკვირვებების ჩატარების კრიტერიუმების ჩამონათვალი დგება სააგენტოს მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსთან, ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე.
2. ამინდზე სპეციალური დაკვირვების შედეგები გამოიცემა შემდეგი სახით:
ა) ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების სახით, მხოლოდ შეტყობინების შედგენის აეროდრომზე გასავრცელებლად (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და
ბ) შეტყობინებების SPECI-ის სახით, შეტყობინების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ გასავრცელებლად (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება METAR გამოიცემა ნახევარსაათიანი ინტერვალით.
შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და D-ATIS აღებულია ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებიდან).
3. აეროდრომისათვის, რომელიც ყოველდღიურად დღე ღამის განმავლობაში არ მუშაობს, როგორც გათვალისწინებულია მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიცემა შეტყობინება SPECI, METAR-ის განახლების შემდეგ.
მუხლი 17🔗. შეტყობინებების შინაარსი
1. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინებებში METAR და SPECI, ელემენტები მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;
ბ) ადგილმდებარეობის ინდექსი;
გ) დაკვირვების დრო;
დ) ავტომატიზებული ან, აუცილებლობის შემთხვევაში დაკარგული შეტყობინების მაჩვენებელი;
ე) მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე;
ვ) ხილვადობა;
ზ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე, აუცილებლობის შემთხვევაში;
თ) მიმდინარე ამინდი
ი) ღრუბლების რაოდენობა, ღრუბლების სახეობა (მხოლოდ გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლების) და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ან ვერტიკალური ხილვადობა, თუ ის იზომება;
კ) ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილის ტემპერატურა;
ლ) QNH და, აუცილებლობის შემთხვევაში QFE (QFE-ს რთავენ მხოლოდ ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში).
შენიშვნა: ადგილმდებარეობის ინდექსები, რომელთა შესახებ საუბარია ბ) ქვეპუნქტში, მოყვანილია დოკუმენტში DOC 7910 “ადგილმდებარეობის მაჩვენებლები (ინდექსები)“.
2. არააუცილებელი ელემენტები შეტყობინება METAR და SPECI-ში ჩაერთვება დამატებითი ინფორმაციის სახით რეგიონალური სააერნაოსნო ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 18🔗. მიწისპირა ქარი
1. იზომება მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება და საშუალო სიჩქარე, აგრეთვე ქარის მიმართულების და სიჩქარის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ხოლო მონაცემები გადაიცემა გეოგრაფიულ გრადუსებით და მეტრწამებით ან კვანძებით შესაბამისად.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შესადგენად, განკუთვნილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივი პირობებისათვის, ხოლო მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის კი - დაფრენის მთელი ზონისათვის.
მუხლი 19🔗. ხილვადობა
1. ხილვადობა, რომლის განმარტება მოცემულია პირველ თავში, დაიკვირვება ან იზომება, ხოლო მისი მონაცემები გადაიცემა მეტრებით ან კილომეტრებით.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, დაკვირვებები ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივ, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტობინებები გამოიყენება მოსაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის-ადზ-ის დაფრენის არისათვის.
3. METAR და SPECI -ის შესადგენად, დაკვირვება ხილვადობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მთელი აეროდრომისათვის.
მუხლი 20🔗. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე
1. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასება, რომლის განმარტებაც მოცემულია პირველ თავში, ხორციელდება ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია დასაფრენად შესვლისა და II და III კატეგორიებისათვის ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად.
2. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასება, რომლის განმარტებაც მოცემულია პირველ თავში, ხორციელდება ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია დაბალი ხილვადობის პერიოდში, მათ შორის:
ა) ადზ-ზე, რომელიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის და განკუთვნილია პირველი კატეგორიისათვის ხელსაწყოების საშუალებით დაფრენისათვის;
ბ) ადზ-ზე, რომლებიც გამოიყენება ასაფრენად და აქვთ დასაფრენი ნათურები და/ან მაღალი ინტენსივობის ღერძულა ნათურები.
3. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასების შედეგები, რომლებიც სრულდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა მეტრებით, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხილვადობა ან ადზ-ზე ხილვადობის მანძილი 1500 მეტრზე ნაკლებია.
4. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მონაცემები იზომება:
ა) დასაფრენად ზუსტად შესვლის საშუალებებით აღუჭურვილი ან I კატეგორიის ინსტრუმენტული შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არისათვის;
ბ) დასაფრენად II კატეგორიის ინსტრუმენტული შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არესა და შუაგულისათვის;
გ) დასაფრენად III კატეგორიის ინსტუმენტალური შესვლისათვის აღჭურვილი ადზ-ის დაფრენის (შეხების) არეს, შუაგულისა და ადზ-ის შორეული კიდისათვის.
5. აეროდრომის რაიონის საჰაერო მოძრაობისა და აეროდრომის სააერნაოსნო ინფორმაციით უზრუნველმყოფ ორგანოს დაუყოვნებლივ ეცნობება ადზ-ის ხილვადობის მანძილის საზომი ავტომატური აღჭურვილობის საექსპლუატაციო საიმედობის ცვლილებები.
მუხლი 21🔗. მიმდინარე ამინდი
1.აეროდრომზე და/ან მის შემოგარენში ტარდება დაკვირვებები მიმდინარე ამინდზე და აუცილებლობის შემთხვევაში გადაიცემა მასზე მონაცემები.
2. METAR და SPECI შეტყობინებებისათვის განკუთვნილი ინფორმაცია მიმდინარე ამინდის შესახებ უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომის პირობებს, ხოლო მიმდინარე ამინდის ზოგიერთი დათქმული მოვლენის მიმართ – მისი შემოგარენის პირობებს (აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 8-16 კილომეტრის ფარგლებში).
მუხლი 22🔗. ღრუბლიანობა
1. წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა იმ ღრუბლების რაოდენობის, სახეობის და ქვედა საზღვრის სიმაღლის მონაცემები, რომლებიც ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობის აღსაწერადაა აუცილებებლი. იმ შემთხვევებში, როდესაც ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია, ღრუბლების რაოდენობას, სახეობას და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დაკვირვების ნაცვლად წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლისა და ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები გადაიცემა მეტრებით (ან ფუტებით).
2. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებისათვის, უნდა ჩატარდეს დასაფრენად შემოსვლის ზონისათვის.
3. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებებისათვის METAR და SPECI, უნდა ჩატარდეს აეროდრომისა და მისი შემოგარენისათვის.
მუხლი 23🔗. ჰაერის და ნამის წერტილის ტემპერატურა
1. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურა იზომება და გადაიცემა ცელსიუსის გრადუსით.
2. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურაზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული, სპეციალური შეტყობინებისათვის და შეტყობინებისათვის METAR და SPECI, უნდა შეესაბამებოდეს ადზ-ის მთელ კომპლექსს.
მუხლი 24🔗. ატმოსფერული წნევა
ატმოსფერული წნევა იზომება, ხოლო სიდიდეები QNH და QFE გამოითვლება და გადაიცემა ჰექტოპასკალებით.
მუხლი 25🔗. დამატებითი ინფორმაცია
აეროდრომზე დაკვირვების შედეგების შეტყობინებებში ჩართული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, განსაკუთრებით დაფრენისა და სიმაღლის აღების არეებში. სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მეტეოროლოგიური ელემენტების ადგილმდებარეობის ცნობებს.
მუხლი 26🔗. დაკვირვების ავტომატური სისტემებიდან მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა
დაკვირვების ავტომატური სისტემებიდან მიღებული შეტყობინებები METAR და SPECI გამოიყენება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც აეროდრომი არ მუშაობს. ეს შეტყობინებები METAR და SPECI უნდა აღინიშნოს სიტყვით “AUTO“.
მუხლი 27🔗. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
ვულკანური მოქმედების გამოვლენის ფაქტები, რომლებიც წინ უსწრებენ ამოფრქვევას, აგრეთვე ვულკანურ ამოფრქვევებზე და ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამოჩენის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს. შეტყობინება დგება ცნობის სახით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას, ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით:
ა) შეტყობინების ტიპი: ვულკანური მოქმედების ცნობა (VOLC ან IC ACTIVITY REPORT);
ბ) სადგურის ნიშანი, ადგილმდებარეობის ინდექსი ან სადგურის დასახელება;
გ) თარიღი/ შეტყობინების დრო;
დ) ვულკანის ადგილმდებარეობა და მისი სახელწოდება, თუ ცნობილია;
ე) მოვლენის მოკლე აღწერა, რომელშიც ჩართულია, შესაბამის შემთხვევებში, ვულკანური მოქმედების სიმძლავრის დონე, ამოფრქვევის ფაქტი, თარიღი და დრო, აგრეთვე – ვულკანური ფერფლის არსებობა მოცემულ რაიონში, ინფორმაცია ვულკანური ღრუბლის მოძრაობის და მისი სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა: აღნიშნულ კონტექსტში ვულკანური მოქმედება, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას ნიშნავს განსაკუთრებულ და/ან გააქტიურებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას მოასწავებდეს.
თავი V
დაკვირვებები და შეტყობინებები საჰაერო ხომალდებიდან
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIV თავში.
მუხლი 28🔗. ზოგადი დებულება
ყველა სახელმწიფო თავის დებულებების შესაბამისად უზრუნველყოფს დაკვირვებას საჰაერო ხომალდებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მოცემულ სახელმწიფოში და ასრულებენ ფრენებს საერთაშორისო ავიატრასებზე, აგრეთვე უზრუნველყოფენ ამ დაკვირვებების რეგისტრაციას და გადაცემას.
მუხლი 29🔗. საჰაერო ხომალდებიდან დაკვირვების ტიპები
საჰაერო ხომალდებიდან წარმოებს შემდეგი დაკვირვებები:
1. რეგულარული დაკვირვებები სიმაღლის აღებისა და მარშრუტზე ფრენის დროს;
2. სპეციალური და სხვა არარეგულარული დაკვირვებები ფრენის ნებისმიერ ეტაპზე.
მუხლი 30🔗. რეგულარული დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან, დანიშნულება
1. მონაცემების გადამცემი ხაზის „ჰაერი-დედამიწა“ გამოყენებისას და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვებებისას (ADS), ავტომატიზებული რეგულარული დაკვირვებები უნდა ჩატარდეს მარშრუტზე ფრენის დროის ყოველ 15 წუთში და სიმაღლის აღების ეტაპზე პირველი 10 წუთის განმავლობაში ყოველ 0,5 წუთში.
2. საჰაერო მოძრაობის მაღალი დატვირთვის მარშრუტებზე ერთი საჰაერო ხომალდი, ფრენის ყოველ ეშელონზე, ინიშნება რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა შეტყობინების გადაცემა სიმაღლის აღებისას, თითოეულ აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარური დაკვირვების ჩასატარებლად.
4. საჰაერო ხომალდიდან მარშრუტზე ფრენის ეტაპზე სამეტყველო კავშირის გამოყენებისას რეგულარული დაკვირვებები ტარდება იმ პუნქტებში და იმ ინტერვალით:
ა) სადაც, საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების მიხედვით, საჭიროა საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის გადაცემა;
ბ) რომლებიც ერთმანეთს დაცილებულია 1 საათის საფრენოსნო დროის ყველაზე უფრო შესაბამისი ინტერვალებით.
5. ღია ზღვაში განლაგებულ ბაქანზე ვერტმფრენის ფრენისას, რეგულარული დაკვირვებები ვერტმფრენებიდან უნდა წარმოებდეს იმ პუნქტებსა და დროის პერიოდში, რომელიც გათვალისწინებულია მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
6. საჰაერო მოძრაობის მაღალი სიმკვრივის მარშრუტებზე (მაგალითად ორგანიზებულ ტრეკებზე) საჰაერო ხომალდებიდან ერთ-ერთი, ფრენის ეტაპის ყოველ ეშელონზე, ინიშნება დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვებების ჩასატარებლად ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. აღნიშნული დანიშვნის წესები რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით განისაზღვრება.
7. როდესაც სიმაღლის აღების ეტაპზე შეტყობინების გადაცემაა საჭირო, აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 31🔗. რეგულარული დაკვირვებები საჰაერო ხომალდიდან - გამონაკლისი
საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი სამეტყველო კავშირის გამოყენებისას თავისუფლდება 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგულარული დაკვირვებებისაგან, იმ შემთხვევებში, როდესაც:
ა) საჰაერო ხომალდი არ არის მოწყობილი RNAV აღჭურვილობით ან
ბ) ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს და ნაკლებს; ან
გ) საჰაერო ხომალდი დაფრენის პუნქტიდან საფრენი დროის 1 საათზე ნაკლებ მანძილზეა;
დ) ფრენა სრულდება 1500 მეტრზე (5000 ფუტზე) დაბლა.
მუხლი 32🔗. სპეციალური დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან
სპეციალური დაკვირვებები ტარდება ყველა საჰაერო ხომალდიდან იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება შემდეგი პირობები:
ა) ძლიერი ტურბულენტობა; ან
ბ) ძლიერი შემოყინვა; ან
გ) ძლიერი მთის ტალღა; ან
დ) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი უსეტყვოდ ან ქარტეხილის ხაზით;
ე) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი სეტყვით ან ქარტეხილის ხაზით;
ვ) ძლიერი მტვრიანი ან ძლიერი ქვიშიანი ქარიშხალი; ან
ზ) ვულკანური ფერფლის ღრუბელი; ან
თ) ვულკანური მოქმედებები, რომლებიც წინ უსწრებს ამოფრქვევას ან ვულკანური ამოფრქვევა.
შენიშვნა: მოცემულ ტექსტში ვულკანური მოქმედებები, რომლებიც წინ უსწრებს ამოფრქვევას ნიშნავს უჩვეულო და/ან გაძლიერებულ ვულკანურ მოქმედებას, რომლებიც წინ უსწრებენ ამოფრქვევას.
აგრეთვე ბგერასთან მიახლოებული და ზებგერითი სიჩქარეებისას:
ი) ზომიერი ტურბულენტობა; ან
კ) სეტყვა; ან
ლ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები.
მუხლი 33🔗. სხვა არარეგულარული დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან
იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ისეთ მეტეოროლოგიურ პირობებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის 32-ე მუხლში (მაგალითად ქარის წანაცვლება) და რომლებმაც, საჰაერო ხომალდის მეთაურის აზრით, შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენის უსაფრთხოებაზე, იგი ამის შესახებ აცნობებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში.
შენიშვნა: შემოყინვა, ტურბულენტობა და მნიშვნელოვან წილად ქარის წანაცვლება - ეს ის მოვლენებია, რომლებზეც ჯერჯერობით დედამიწიდან შეუძლებელია საიმედო დაკვირვება, და ერთადერთ დასაბუთებად მათი არსებობისა, უმეტეს შემთხვევებში ეს არის დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან.
მუხლი 34🔗. ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების მონაცემების გადაცემა
1. დაკვირვებები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა მონაცემების გადამცემი ხაზით „ჰაერი-დედამიწა“ იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემების გადამცემი ხაზი „ჰაერი-დედამიწა“ არ არის უზრუნველყოფილი ან მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან დაკვირვებების მონაცემები გადაიცემა სამეტყველო კავშირის საშუალებებით.
2. დაკვირვებების მონაცემები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა დაკვირვების განხორციელების მომენტში ფრენის დროს და შესაძლებლობის მიხედვით, მისი ჩატარებისთანავე.
3. დაკვირვებების მონაცემები საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა საჰაერო ხომალდიდან შეტყობინების ფორმით.
მუხლი 35🔗. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების მიერ საჰაერო ხომალდიდან მიღებული მონაცემების შემდგომი გავრცელება
მეტეოროლოგიური სამსახური უთანხმდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს, იმისათვის, რომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებმა მონაცემების მიღებისას:
ა) სამეტყველო კავშირის საშუალებების გამოყენებისას საჰაერო ხომალდიდან რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ საკუთარ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს;
ბ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას რეგულარული შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაიცეს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრში (ზპმც);
გ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას სპეციალური შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადაიცემა საკუთარ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოში და ზპმც-ში.
მუხლი 36🔗. ფრენის შემდეგ ვულკანურ მოქმედებაზე საჰაერო ხომალდიდან დაკვირვების მონაცემების რეგისტრაცია და წარდგენა
საჰაერო ხომალდიდან საგანგებო დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ მოქმედებაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბელზე ვულკანური მოქმედების შესახებ საჰაერო ხომალდიდან გადაცემის შეტყობინების სპეციალური ფორმით რეგისტრირდება. ერთი ეგზემპლარი ჩაერთვება საფრენოსნო დოკუმენტაციაში, რომელიც განკუთვნილია ფრენებისათვის მარშრუტზე, რომლებსაც, სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოების აზრით, ვულკანური ფერფლის ღრუბელი შეიძლება შეეხოს.
თავი VI
პროგნოზები
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XV თავში.
მუხლი 37🔗. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
1. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ამინდის ზოგიერთი ელემენტის პროგნოზისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, მომხმარებელი პროგნოზში მითითებული ამინდის ნებისმიერი ელემენტის კონკრეტულ მნიშვნელობას განიხილავს ისეთ სავარაუდო სიდიდეთ, რომელიც ამ ელემენტმა პროგნოზის მოქმედების ვადაში შეიძლება მიიღოს. ზუსტად ასევე, როცა პროგნოზში მითითებულია რომელიმე მოვლენის ზუსტად წარმოქმნის ან ამინდის ელემენტის ცვლილების დრო, იგი განიხილება, როგორც სავარაუდო დრო.
2. მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ახალი პროგნოზის გამოშვება, მაგალითად აეროდრომის რეგულარული პროგნოზისა, ნიშნავს იმას, რომ ადრე გამოშვებული ტიპობრივი პროგნოზები იმავე პერიოდისათვის (ან მისი ნაწილისათვის) ავტომატურად უქმდება.
მუხლი 38🔗. აეროდრომის პროგნოზები
1. აეროდრომის პროგნოზს ადგენს, კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური.
2. აეროდრომის პროგნოზი გამოიშვება დანიშნულ დროს და შედგება აეროდრომის რაიონში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების მოკლე შეტყობინებებისაგან.
3. აეროდრომის პროგნოზები და მათი კორექტივები გამოიცემა პროგნოზების TAF-ის სახით და მოიცავს ინფორმაციას აღნიშნული თანმიმდევრობით:
ა) პროგნოზის ტიპის იდენტიფიკატორი;
ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;
გ) პროგნოზის თარიღი და გამოშვების დრო ;
დ) არარსებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;
ე) თარიღი და პროგნოზის მოქმედების დრო;
ვ) გაუქმებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;
ზ) მიწისპირა ქარი;
თ) ხილვადობა;
ი) ამინდი;
კ) ღრუბლიანობა; და
ლ) ერთი ან რამდენიმე ამ ელემენტის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგნოზის მოქმედების პერიოდში.
პროგნოზებში TAF დამატებითი ელემენტები ჩაირთვება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
შენიშვნა: TAF-ში მითითებული ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.
4. მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ადგენს პროგნოზებს - TAF, ახორციელებს პროგნოზების მუდმივ კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად შეაქვს მათში შესაბამისი კორექტივები. პროგნოზების ტექსტის სიგრძე და მათში მითითებული ცვლილებების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანება.
5. პროგნოზები TAF, რომელთა განახლება სისტემატურად არ ხდება, უქმდება.
6. აეროდრომის რეგულარული პროგნოზის TAF-ის მოქმედების პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 და არა უმეტეს 30 საათს; ეს პერიოდი უნდა განისაზღვროს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. 12 საათზე ნაკლები პერიოდის რეგულარული პროგნოზები TAF-ი გამოშვებული უნდა იქნეს ყოველ 3 საათში, ხოლო 12-დან 30-საათამდე პერიოდის ყოველ 6 საათში.
მუხლი 39🔗. პროგნოზები დაფრენისათვის
1. პროგნოზებს დაფრენისათვის ადგენს სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური. ასეთი პროგნოზები განკუთვნილია ადგილობრივი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე, საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც აეროდრომიდან 1 საათის საფრენი დროის ფარგლებში იმყოფებიან.
2. პროგნოზები დაფრენისათვის დგება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, პროგნოზი TREND-ის სახით.
3. TREND-ის ტიპის პროგნოზი შედგება მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოკლე აღწერისაგან მოცემულ აეროდრომზე, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ ან ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებას METAR და SPECI.
4. TREND-ის ტიპის პროგნოზების მოქმედების პერიოდი შეადგენს 2 საათს იმ დროიდან, როდესაც შედგენილია შეტყობინება, რომელიც წარმოადგენს ნაწილს დაფრენის პროგნოზისათვის.
მუხლი. 40 პროგნოზები აფრენისათვის
1. პროგნოზებს აფრენისათვის ადგენს მეტეოროლოგიური სამსახური.
2. პროგნოზები აფრენისათვის უნდა განეკუთვნებოდეს დროის გარკვეულ პერიოდს და შეიცავდეს ინფორმაციას მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ადზ-ის კომპლექსის რაიონში, კერძოდ: მიწისპირა ქარის მიმართულების და სიჩქარის და ცვლილების შესახებ ყველა ტემპერატურის, წნევის და ნებისმიერი სხვა ელემენტის შესახებ, რომელთა მიმართ მიღებულია ლოკალური შეთანხმება.
3. პროგნოზები აფრენისათვის ექსპლუატანტს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში აფრენის მოსალოდნელ დრომდე.
4. მეტეოროლოგიურმა ორგანომ, რომელიც ადგენს პროგნოზებს აფრენისათვის, უნდა განახორციელოს მუდმივი კონტროლი მასზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად გამოუშვან მათი კორექტივები.
მუხლი 41🔗. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის სიმკრივე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან მთიან რაიონში ფრენის ეშელონ 150-მდე) საჭიროებს ზონალური პროგნოზების რეგულარულ გამოშვებას და გავრცელებას, ასეთი პროგნოზების გამოშვების სიხშირე, ფორმატი და მოქმედების ფიქსირებული პერიოდი და მათი კორექტივები განისაზღვრება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოძრაობის სიმკვრივე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა იწვევს AIRMET-ის გამოცემის აუცილებლობას, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, ასეთი ფრენების ზონალური პროგნოზები დგება მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმების შესაბამისად. ღია ტექსტით შემოკლებებით სარგებლობისას, პროგნოზი დგება ზონალური GAMET პროგნოზის სახით, ამასთან, იკაო-ს შემოკლებები და რიცხობრივი მნიშვნელობები გამოიყენება. ზონალური პროგნოზი ქვეყნდება დედამიწის ზედაპირიდან ფრენის მე-100 ეშელონამდე (ან 150-ე ეშელონამდე მთიანი მხარისათვის ან, საჭიროებისას, უფრო მეტი სიმაღლისათვისაც) და შეიცავს მარშრუტზე ამინდის მოვლენების იმ მონაცემებს, რაც დაბალ სიმაღლეზე ფრენისათვის ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, აგრეთვე – დაბალ სიმაღლეზე საფრენად საჭირო დამატებით მონაცემებს.
3. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზები, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, გამოიცემა ყოველ 6 საათში, ამასთან, მოქმედების პერიოდი შაედგენს 6 საათს და გადაეცემათ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოებს არაუგვიანეს 1 საათისა მათი მოქმედების პერიოდის დასაწყისიდან.
თავი VII
ინფორმაცია SIGMET და AIRMET, გაფრთხილებები აეროდრომზე და გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XVI თავში
მუხლი 42🔗. ინფორმაცია SIGMET
1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე იმ ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული მოვლენების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე, შეიცავს ამ მოვლენების დროსა და სივრცეში სავარაუდო განვითარების ინფორმაციას.
2. ინფორმაცია SIGMET უქმდება, თუ მოვლენები აღარ დაიკვირვება ან მათი განვითარება მოცემულ რაიონში აღარ არის მოსალოდნელი.
3. შეტყობინება SIGMET-ის მოქმედების პერიოდი არ აღემატება 6 საათს; სასურველია, რომ ის არ აღემატებოდეს 4 საათს.
4. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და შესაბამის სამეთვალყურეო ცენტრს, საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს შორის ხორციელდება მჭიდრო კოორდინაცია შეტყობინება SIGMET-ში და NOTAM-ში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის ჩართვის შეთანხმებულობის შესახებ უზრუნველსაყოფად.
5. შეტყობინება SIGMET გამოიცემა არაუადრეს 4 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. სპეციალური შეტყობინება SIGMET, რომელიც ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბელს ან ტროპიკულ ციკლონებს, გამოიცემა მაშინვე, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაგრამ არაუადრეს 12 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან, ხოლო სასურველია, არა უადრეს 4 საათისა ამ მოვლენის განვითარების მოსალოდნელი დროიდან. შეტყობინება SIGMET ვულკანური ფერფლის ღრუბლისა და ტროპიკული ციკლონის შესახებ ზუსტდება ყოველ 6 საათში ერთხელ მაინც.
მუხლი 43🔗. ინფორმაცია AIRMET
1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს იმ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული პირობების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, 100-ზე დაბალ ფრენის ეშელონზე, რომლებმაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებზე ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე.
2. ინფორმაცია AIRMET უქმდება მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის მათი განვითარება მოცემულ რაიონში.
3. შეტყობინება AIRMET-ის მოქმედების პერიოდი არ აღემატება 6 საათს; სასურველია, რომ ის არ აღემატებოდეს 4 საათს.
მუხლი 44🔗. გაფრთხილებები აეროდრომზე
1. გაფრთხილებები აეროდრომზე გამოიცემა აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ და შეიცავს იმ მეტეოროლოგიური პირობების მოკლე ინფორმაციას, რომლებმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინონ მიწაზე მყოფ საჰაერო ხომალდებზე, მათ შორის-საჰაერო ხომალდებზე დგომის ადგილზე, აგრეთვე - სააეროდრომო დანადგარებზე, საშუალებებზე და სამსახურებზე.
2. გაფრთხილებები აეროდრომზე უქმდება მაშინ, როდესაც პირობები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის, რომ ისინი აეროდრომზე წარმოიქმნება.
მუხლი 45🔗. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
1. აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ორგანო ამზადებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, რომლებიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია მოახდინოს არახელსაყრელი ზემოქმედება საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან წრეზე ფრენისას ანდა ადზ-ის დონიდან 500მ (1600 ფტ) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ ან გაქანებისას – აფრენის წინ. იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობები იწვევენ ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე 500მ (1500 ფუტი) ზღვრულად არ ითვლება.
2. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის უქმდება იმ შემთხვევებში, როდესაც საჰაერო ხომალდებიდან აღინიშნება ქარის წანაცვლების არარსებობა. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების გაუქმების კრიტერიუმები უნდა დადგინდეს თითოეულ აეროდრომზე, მეტეოროლოგიურ სამსახურს, სმმ-ის ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
3. აეროდრომებზე, სადაც ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად გამოიყენება ავტომატიზებული მიწისპირა აღჭურვილობა დისტანციური ზონდირებისათვის ან ქარის წანაცვლების დასადგენად, გამოიცემა ასეთი სისტემების მიერ გენერირებული შეტყობინებები. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ მოიცავს მოკლე განახლებულ ინფორმაციას, დაკვირვებად ქარის წანაცვლებაზე, შემხვედრი/ზურგქარის დამახასიათებელ ცვლილებაზე 7,5 მ.წმ (15 კვანძი) ან მეტით, რომელსაც შეუძლია არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დაფრენის ბოლო ან აფრენის საწყის ეტაპებზე ან ადზ-ზე საჰაერო ხომალდის ბოლო გარბენზე აფრენისას.
თავი VIII
საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XVII თავში.
მუხლი 46🔗.ზოგადი დებულებები
1. ფრენების დასაგეგმად საჭირო საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია მზადდება აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილებისა და ცნობების სახით. საავიაციო მომხმარებლები ამ ინფორმაციას იღებენ მეტეოროლოგიურ სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.
2. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაცია, როგორც წესი, უნდა ემყარებოდეს აეროდრომზე ამინდის ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაკვირვებებს არანაკლები 5 წლის განმავლობაში. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს დაკვირვების პერიოდი.
3. ახალი აეროდრომისათვის და/ან უკვე არსებული აეროდრომის დამატებითი ადზ-სთვის კლიმატოლოგიური მონაცემები უნდა შეიკრიბოს რაც შეიძლება ადრე, ახალი აეროდრომის და/ან ადზ-ის ამოქმედებამდე.
მუხლი 47🔗. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები
აეროდრომზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემების შეკრება და შენახვა, რისი საშუალებითაც შეიძლება:
ა) შედგეს აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები ყველა ძირითადი და სათადარიგო საერთაშორისო აეროდრომისათვის, რომლებიც განლაგებულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე;
ბ) საავიაციო მომხმარებელს წარედგინოს გარკვეული პერიოდის კლიმატოლოგიური ცხრილები, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 48🔗. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ პროცედურებს. იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს შენახვისათვის, დამუშავებისათვის და მოპოვებისათვის საჭირო გამომთვლელი საშუალებები, ეს ცნობები უნდა გამოქვეყნდეს სხვა სახით, საავიაციო მომხმარებლის მოთხოვნით. იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი გამოთვლითი საშუალებები არ არსებობს, ცნობები უნდა მომზადდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოდელის გამოყენებით, გამოქვეყნდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, განახლდეს.
მუხლი 49🔗. მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ასლები
ყოველი მეტეოროლოგიური სამსახური, მოთხოვნისა და შესაძლებლობების მიხედვით, მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია გამოკვლევებისათვის, ტექნიკური გამოძიებისათვის ან საექსპლუატაციო ანალიზისათვის, წარუდგენს სხვა ნებისმიერ სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს, ექსპლუატანტებს და სხვა პირებს, რომლებიც მეტეოროლოგიას საერთაშორისო აერნაოსნობის ინტერესებისათვის იყენებენ.
თავი IX
ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურება
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XVIII თავში.
მუხლი 50🔗. ზოგადი დებულებები
1. ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია:
ა) ექსპლუატანტის მიერ გაფრენისწინა დაგეგმვითი სამუშაოებისათვის;
ბ) ექსპლუატანტის მიერ ფრენის გეგმის შესაცვლელად, ფრენების შესრულების ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის სისტემის გამოყენებით;
გ) ეკიპაჟის წევრების მიერ გაფრენის წინ გამოყენების მიზნით;
დ) ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.
2. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფრენის მოთხოვნებს დროის, სიმაღლის, მარშრუტის მიმართულებიდან და მანძილიდან გამომდინარე, და საკმარისი უნდა იყოს ფრენის უზრუნველსაყოფად დაფრენის აეროდრომამდე და იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მარშრუტის მონაკვეთზე ექსპლუატანტის მიერ დანიშნულ დაფრენისა და სათადარიგო აეროდრომს შორის.
3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდებათ ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს, შეიცავს უკანასკნელ მონაცემებს და მოიცავს შემდეგ ცნობებს, როგორც ეს დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის კონსულტაციის საფუძველზე:
ა) პროგნოზები
ა.ა) სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის;
ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტენიანობის;
ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;
ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლის და ტროპოპაუზის ტემპერატურის;
ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის;
ა.ვ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX);
ბ) შეტყობინებას METAR და თუ არის, შეტყობინებას SPECI (ჩართული პროგნოზებით “TREND“) გაფრენის აეროდრომზე, სათადარიგო აეროდრომზე და მარშრუტზე, დაფრენის აეროდრომზე და დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომზე, როგორც განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით;
გ) პროგნოზებს TAF და მათ კორექტივებს გაფრენისა და დაფრენის აეროდრომებისათვის, აგრეთვე, აფრენის სათადარიგო აეროდრომისათვის, მარშრუტზე და დანიშნულების პუნქტზე;
დ) პროგნოზებს აფრენისთვის;
ე) ინფორმაციას SIGMET და შესაბამის საჰაერო ხომალდებიდან სპეციალურ შეტყობინებებს, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;
ვ) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება შესაბამის მარშრუტს მთლიანობაში;
ზ) რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზონალურ პროგნოზებს GAMET, და/ან დაბალ სიმაღლეებზე ზონალური პროგნოზები რუკების სახით, რომლებიც მომზადებულია ინფორმაცია AIRMET-თან დამატებით გამოსაცემად; და ინფორმაცია AIRMET დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის;
თ) ადგილობრივი აეროდრომისათვის გაფრთხილებების აეროდრომზე;
ი) მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებები;
კ) მეტეოროლოგიური მიწისპირა რადიოლოკატორის მონაცემები;
4. პროგნოზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ფორმირდება ციფრული პროგნოზებით, რომელსაც აწვდის ზმპც. როდესაც ეს პროგნოზები მოიცავს ფრენის ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს, თუ მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის არ არსებობს სხვა შეთანხმება.
5. თუ მითითებულია, რომ პროგნოზი შედგენილია ზმპც-ის მიერ, მასში შემავალ მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში ცვლილებები არ შეიტანება.
6. ზმცპ-ის მიერ შედგენილი ციფრული პროგნოზებიდან მიღებული რუკები, მიეწოდებათ ექსპლუატანტებს მოქმედების ფიქსირებული ზონებისათვის, როგორც ეს ნაჩვენებია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) მე-8 დამატების A8-1, A8-2 და A8-3 ნახატებზე.
7. ინფორმაცია ქარზე და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეების მიხედვით და ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ – SIGWX ფრენის ეშელონ 100-ზე ზემოთ, რომელიც აუცილებებლია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ დაუყოვნებლივ მათი მიღებისა და არა უგვიანეს 3 საათისა გაფრენამდე. სხვა დანარჩენი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ექსპლუატანტისათვის ფრენისწინა დაგეგმვისა და გადაგეგმვისათვის ფრენისას, მიეწოდებათ რაც შეიძლება ადრე.
8. აუცილებლობის შემთხვევაში, მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც ახორციელებს ექსპლუატანტებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების მომსახურებას, კოორდინაციას ამყარებს სხვა ქვეყნის შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოებთან მათთვის აუცილებელი შეტყობინებების და/ან პროგნოზების მისაღებად.
9. ექსპლუატანტებსა და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია იმ ადგილას რომელსაც ექსპლუატანტებთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს მეტეოროლოგიური ორგანო და იმ დროს, რომელიც დგინდება მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. როგორც წესი, უზრუნველყოფილია ის ფრენები, რომლებიც იწყება შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის არ არის მიღწეული სხვა სახის შეთანხმება. მეტეოროლოგიური ორგანოს არმქონე აეროდრომის ინფორმაციით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება სააგენტოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
მუხლი 51🔗. ინსტრუქტაჟი, კონსულტაციები და ინფორმაციის ჩვენება
შენიშვნა: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემების გამოყენების მიმართ მოთხოვნები, ინსტრუქტაჟის, კონსულტაციის ჩასატარებლად და ინფორმაციის საჩვენებლად მოცემულია 53-ე მუხლში.
1. მოთხოვნების მიხედვით, ტარდება ინსტრუქტაჟი და/ან კონსულტაცია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს შორის. ინსტრუქტაჟის და/ან კონსულტაციის მიზანია უახლესი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, დაფრენის, სათადარიგო და სხვა შესაბამის აეროდრომებზე, ამასთან, ისინი ემსახურება საფრენოსნო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის განმარტებასა და დამატებას ან მეტეოროლოგიურ სამსახურსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, საფრენოსნო დოკუმენტაციის მაგივრობას ასრულებენ.
2. ინსტრუქტაჟისა და კონსულტაციის ჩასატარებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია შეიცავს ნებისმიერ ან ყველა ელემენტს, რომლებიც ჩამოთვლილია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
3. თუ მეტეოროლოგიური სამსახური გამოთქვამს აზრს მეტეოროლოგიური პირობების ისეთ განვითარებაზე აეროდრომის რაიონში, რომლებიც არსებითად განსხვავდება საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული აეროდრომის პროგნოზისაგან, აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ყურადღების გამახვილება აღნიშნულ სხვაობაზე. ინსტრუქტაჟის ის ნაწილი, რომელიც სხვადასხვაობას ეხება, იწერება და ექსპლუატანტი ითვალისწინებს ამ ჩანაწერს.
4. ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას, ჩვენებას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, როგორც წესი, ახორცილებს გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური. იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე აეროდრომზე ასეთი მომსახურება არ ხდება, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, მიიღება ყველანაირი ზომა, რათა დაკმაყოფილდეს ეკიპაჟის წევრების მოთხოვნები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად დაუსაბუთებელი დაყოვნების დროს, მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ემსახურება მოცემულ აეროდრომს, ახორციელებს (ან, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზებას უკეთებს) განმეორებითი ინსტრუქტაჟის ჩატარებას, კონსულტაციას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, საჭიროებისდა მიხედვით.
5. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებულია ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და/ან გაუფორმდეს დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს მეტეოროლოგიურ სამსახურში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა ინტრუქტაჟის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ მეტეოროლოგიური სამსახური მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებით.
მუხლი 52🔗. საფრენოსნო დოკუმენტაცია
შენიშვნა: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემების მიმართ მოთხოვნები საფრენოსნო ინფორმაციის მისაწოდებლად მოცემულია 53-ე მუხლში.
1. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ფრენის მთელ მარშრუტს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ჩამოთვლილია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებში, თუმცა, რეგიონულ სააერნაოსნო შეთანხმების ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით, საფრენოსნო დოფუმენტაცია, რომელიც საჭიროა 2-საათიანი ან ნაკლები ხანგძლივობის ფრენებისათვის, უნდა შემოიფარგლოს ექსპლუატანტისათვის აუცილებელი ინფორმაციით, მაგრამ საფრენოსნო დოკუმენტაციაში მინიმუმ ჩართული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მითითებულია 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში.
2. როდესაც ნათელია, რომ საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია არსებითად იქნება განსხვავებული იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მიწოდებულია ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვისას, ამის შესახებ მაშინვე უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს, და შეძლებისდაგვარად უნდა მიეწოდოს მას დაზუსტებული ინფორმაცია, ექსპლუატანტს და მეტეოროლოგიურ სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე.
3. როდესაც აუცილებელი და შესაძლებელია, საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა განახლდეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება კორექტირების აუცილებლობა უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ მეტეოროლოგიურმა ორგანომ, ლოკალური შეთანხმების საფუძველზე, უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაცემად.
4. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო, ინფორმაციას, რომელიც მან გადასცა ეკიპაჟის წევრებს, ინახავს დაბაჭდილი ან ელექტრონული ფაილების სახით მისი გამოშვებიდან 30 დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, მოთხოვნის მიხედვით, წარედგინება გამოკვლევებისათვის ან საავიაციო შემთხვევების ტექნიკური გამოძიებისათვის და ამ მიზნით ინახება მათ დამთავრებამდე.
მუხლი 53🔗. გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები, განკუთვნილი ინსრტუქტაჟის, კონსულტაციის ჩასატარებლად, ფრენების დასაგეგმად და საფრენოსნო დოკუმენტაციის შესადგენად
1. იმ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო იყენებს გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემებს ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის დამოუკიდებელი ინსტრუქტაჟის მიზნით, მეტეოროლოგიური ინფორმაციის საჩვენებლად და მისაწოდებლად, ფრენების დაგეგმვა და საჩვენებელი ინფორმაცია შეესაბამება 50-ე და 52-ე მუხლებს.
2. იმ შემთხვევაში, როცა გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები გამოიყენება ექსპლუატანტებისათვის, ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა დაინტერესებული საავიაციო პერსონალისათვის, შესაბამისი მეტეოროლოგიური ორგანო ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის მართვასა და ხარისხის ზოგად ხელმძღვანელობაზე (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
მუხლი 54🔗. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
1. მეტეოროლოგიური სამსახური აწვდის საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე წარადგენს მათ D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET. მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამომდინარე, წარედგინება, მოთხოვნის მიხედვით, სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლებიც განკუთვნლია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, მე-10 თავის მოთხოვნების შესაბამისად.
3. მეტეოროლოგიური ინფორმაცია D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გადაიცემა რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით, მე-11 თავში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
თავი X
მეტეოროლოგიური ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIX თავში.
მუხლი 55🔗. ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისათვის
1. მეტეოროლოგიური სამსახური სმმ-ის ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე სმმ-ის აწვდის იმ უკანასკნელი მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად.
2. აეროდრომის სამეთვალყურეო კოშკურას ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ემსახურება მეტეოროლოგიური სამსახური.
3. საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს ინფორმაციას აწვდის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო.
4. იმ შემთხევაში, როდესაც ადგილობრივი პირობების გამო მიზანშეწონილია შესაბამისი მეტეოროლოგიური ორგანოს მოვალეობების დაკისრება ორ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოზე, პასუხისმგებლობის სფეროების გაყოფა უნდა მოხდეს მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე.
5. ავარიულ სიტუაციაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიწოდებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
მუხლი 56🔗. ინფორმაცია ძებნა-შველის სამსახურების ორგანოებისათვის
აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანოები, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, აწვდიან ძებნა-შველის სამსახურის ორგანოებს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, იმ ფორმით, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით. ამ მიზნით აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო მუდმივ კავშირშია ძებნა-შველის სამსახურის ორგანოსთან მთელი ძებნა-შველის ოპერაციის განმავლობაში.
მუხლი 57🔗. ინფორმაცია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებისათვის
მეტეოროლოგიური სამსახური, ავიაციის შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს შესაბამის სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ორგანოებისათვის უკანასკნელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებას.
თავი XI
მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათი გამოყენება
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XX თავში.
მუხლი 58🔗. მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან
1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები იმ აეროდრომებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, კერძოდ, აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტები, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტები და საავიაციო ელექტროკავშირის სადგურები, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ აეროდრომს.
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები და ძებნა-შველის სამსახურების ორგანოები საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში.
3. ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ მეტეოროლოგიური ბიუროებისათვის, სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოებისათვის და სხვა მომხმარებლებისათვის ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის აუცილებელი მონაცემების მიწოდება.
4. ელექტროკავშირის საშუალებები მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის და, აუცილებლობის შემთხვევაში, აეროდრომის მეტეოროლოგიურ სადგურებსა და აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტს ან დაფრენის-სამეთვალყურეო პუნქტს შორის უნდა ითვალისწინებდეს მჭექი კავშირგაბმულობის არსებობას, ამასთან ერთად კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 15 წამში.
5. მეტეოროლოგიური ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
მუხლი 59🔗. ფიქსირებული საავიაციო კავშირის საშუალებების გამოყენება და საჯარო ინტერნეტის გამოყენება
მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და რომლებიც გადაიცემა საავიაციო ფიქსირებული კავშირის საშუალებებით და საჯარო ინტერნეტით, ადგენს მეტეოროლოგიური სამსახური ან საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური.
შენიშვნა: მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და სანქცირებულია გადაიცეს საავიაციო ფიქსირებული კავშირის საშუალებებით, აგრეთვე შესაბამისი მითითებები რიგითობის და რიგითობის ინდექსების შესახებ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართში (ტომი II მე-4 თავი).
მუხლი 60🔗. საავიაციო მოძრავი კავშირის საშუალებების გამოყენება
მეტეოროლოგიური ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი, რომლებიც გადაიცემა საჰაერო ხომალდის ბორტზე და ბორტიდან, უნდა შეესაბამებოდეს მოცემული წესის დებულებებს.
მუხლი 61🔗. საავიაციო მოძრავი კავშირის საშუალებების გამოყენება. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის გამოყენება
ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის მონაცემები ციფრულ ფორმატში უნდა ვრცელდებოდეს მონაცემების გადაცემის ორმაგ კოდებში საშუალებების გამოყენებით. მონაცემების გასავრცელებელი მეთოდები და არხები უნდა განისაზღვროს რეგიონული სააერნაოსნო ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 62🔗. საავიაციო მონაცემების გადაცემის ხაზის სისტემის გამოყენება. D-VOLMET შეტყობინების შინაარსი
შეტყობინება D-VOLMET შეიცავს მიმდინარე ცნობებს METAR და SPECI, აგრეთვე „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებს, პროგნოზებს TAF, ინფორმაციას SIGMET, სპეციალურ შეტყობინებას საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც არ არის ჩართული SIGMET-ში და არსებობის შემთხვევაში AIRMET-ს.
მუხლი 63🔗. რადიოსამაუწყობლო საშუალებებით მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა. VOLMET-ის შეტყობინების შინაარსი
1. უწყვეტი რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება ძალიან მაღალი სიხშირის არხებით, ხდება მიმდინარე ცნობების METAR და SPECI , „ტრენდის“ ტიპის პროგნოზების ჩართვით ტრანსლაცია.
2. რეგულარული რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება მაღალი სიხშირის (მს) არხებით, ხდება მიმდინარე ცნობების METAR და SPECI , („ტრენდის“ ტიპის პროგნოზების ჩართვით და როდესაც ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზების TAF და ინფორმაციას SIGMET-ის ტრანსლაცია.
კარი II
ტექნიკური მოთხოვნები
თავი XII
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემას და მეტეოროლოგიურ ორგანოებს ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა
მუხლი 64🔗. ფორმატი და კოდები
ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა იყენებს ერთგვაროვან ფორმატებს და კოდებს პროგნოზების და მათი კორექტივების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 65🔗. ინფორმაცია სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის შესახებ
1. სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, გროვა-საწვიმარი ღრუბლების რაიონების, შემოყინულობის და მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის ზპმს-ის მიერ დღე-ღამეში 4-ჯერ მომზადებული პროგნოზები, მოქმედებენ 6,9,12,15,18,21,24,27,30,33 და 36 საათის განმავლობაში (00.00, 00.06, 12.00 და 18.00 UTC ) სინოპტიკური მონაცემების შეგროვების შემდეგ, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია ეს პროგნოზები, და მზადდება გადასაცემად ზემოთ აღნიშნული რიგის მიხედვით, არაუგვიანეს 6 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროის შემდეგ.
2. ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზები უნდა შეიცავდეს:
ა) ქარის და ტემპერატურის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა);
ბ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;
გ) ტენიანობის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა);
დ) ქარის და ტემპერატურის მონაცემებს აუცილებლობის შემთხვევაში და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100ჰპა) და 600 (70ჰპა).
ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციას და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;
ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 60 (800ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა),
ზ) მონაცემებს მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 240(400ჰპა), 270(350ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა);
თ) მონაცემებს ღრუბელში ფენებისათვის ფრენის ეშელონებისათვის ტურბულენტობის შესახებ 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა);
ი) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ ფრენის ეშელონებისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა); და 530 (100 ჰპა).
3. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ ორმაგ კოდურ ფორმაში. კოდური ფორმის GRIB-ის გამოყენებით დაწესებული მმო-ს მიერ.
შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია №306 მმო-ს გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, მე-2 ნაწილი „ორმაგი კოდები“.
4. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ 1,250 განედის და გრძედის ჰორიზონტალური ნებადართული შესაძლებლობებით.
მუხლი 66🔗. ინფორმაცია ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX)
1. ზპმს-ის მიერ მომზადებული პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე SIGWX გამოიცემა დღეში 4-ჯერ მოქმედების დადგენილი პერიოდებისათვის 00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC00.00, 06.00, 12.00 და 18.00 UTC. ყოველი პროგნოზის გადაცემა სრულდება, როგორც კი ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში 9 საათით ადრე მოქმედების დადგენილ პერიოდამდე.
2. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე გამოიცემა ორმაგ კოდურ ფორმაში BURF კოდების გამოყენებით დაწესებული მმო-ს მიერ.
შენიშვნა: კოდური ფორმა BURF მოცემულია №306 მმო-ს გამოცემაში “სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, მე-2 ნაწილი “ორმაგი კოდები“.
3. პროგნოზები ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებზე (SIGWX) შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია, რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს(34კვანძი) ან მეტს);
ბ) ძლიერი ქარტეხილის ხაზი;
გ) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა (ღრუბლებში ან მოწმენდილ ცაზე);
დ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინულობა;
ე) ქვიშიანი ქარიშხალი/ მტვრიანი ქარიშხალი;
ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები ჭექა-ქუხილთან ერთად;
ზ) ტროპოპაუზის სიმაღლე ფრენის ეშელონის ერთეულებში;
თ) ჭავლური დინებები;
ი) ინფორმაცია ვულკანის ამოფრქვევის ადგილთან დაკავშირებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ვულკანური ფერფლის ღრუბელი;
კ) ინფორმაცია ატმოსფეროში შემთხვევით გატყორცნილი რადიოაქტიური ნივთიერებების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი ინფორმაცია ვრცელდება ფრენის შემდეგი ეშელონებისთვის:
ა) ფრენის 250 და 630 ეშელონებს შორის და
ბ) ფრენის 100 და 250 ეშელონებს შორის შეზღუდული გეოგრაფიული რაიონებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით. თუ ადგილის რელიეფის საშუალო შემაღლებას შეუძლია მნიშვნელოვანი ტოპოგრაფიული ზემოქმედების მოხდენა ფრენის ეშელონ 100-ის გამოყენებაზე, ბაზისის რუკის მაგივრად გათვალისწინებული უნდა იყოს უფრო მაღალი ეშელონი ზპმს-სთან შესაბამისი რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით.
მუხლი 67🔗. ზპმს-ის პროგნოზების კორექტივების კრიტერიუმები
მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების ზპმს-ის პროგნოზების კორექტირებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) პროგნოზები SWH;
ბ) ტურბულენტობა იშვიათი, ხშირი და მასკირებული გროვა-საწვიმარი ღრუბლიანობა;
გ) კვლავ მოსალოდნელი მოვლენა ან მოვლენის არარსებობა;
დ) პროგნოზები SWM;
ე) საჰაერო ხომალდების შემოყინვა, ტურბულენტობა, გროვა-საწვიმარი ღრუბლიანობა და ქვიშის და მტვრის ქარიშხალი:
ე.ა) კვლავ მოსალოდნელი მოვლენა ან მოვლენის არარსებობა;
ვ) ვულკანის ამოფრქვევა ან რადიოაქტიური ნივთიერების ატმოსფეროში ავარიულად გაშვება, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ ფრენების შესასრულებლად;
ზ) ვულკანური მოქმედების და რადიაციის სიმბოლოების დატანა ან მოშლა.
მუხლი 68🔗. ზპმს-ის მონაცემების გამოყენება
1. მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოსტიკური შესაძლებლობები და/ან მათ მიერ ზპმც-ის მონაცემების გამოყენების ხარისხი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.
2. საფრენოსნო დოკუმენტაციის ერთგვაროვნების და სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად ზპმს-ის ფარგლებში მიღებული GRIB და BUFR მონაცემები დეკოდირდება ზპმც-ის სტანდარტულ რუკებში აღნიშნული „წესის“ შესაბამისი მუხლებით, ხოლო ზპმს-ის პროგნოზების შინაარსი და შემდგენის აღნიშვნა არ იცვლება.
მუხლი 69🔗. ზპმც-ის ინფორმირება მნიშვნელოვან სხვადასხვაობაზე
1. მეტეოროლოგიური ორგანოები, რომლებიც იყენებენ ზპმც მონაცემებს კოდური ფორმით BUFR, დაუყოვნებლივ აცნობებენ შესაბამის ზპმც-ს იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ს მასალაზე დაყრდნობით დამზადებულ SIGWX პროგნოზებში გამოვლინდება ან გადაიცემა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობები, რომლებიც ეხება:
ა) შემოყინულობას, ტურბულენტობას, დაფარულ, ხშირ, მასკირებულ გროვა-საწვიმარ-ღრუბლებს, მტვრის ან ქვიშის ქარიშხალს;
ბ) ვულკანის ამოფრქვევას ან რადიოაქტიური ნივთიერების ატმოსფეროში ავარიულად გაშვებას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფრენების შესრულებაზე.
2. ზპმც, მიიღებს რა შეტყობინებას, უგზავნის შემდგენს დადასტურებას მის მიღებაზე მოკლე შენიშვნით, რომელიც უშუალოდ ეხება შეტყობინებას და ნებისმიერ ქმედებას, იყენებს ანალოგიურ კავშირის საშუალებას, რასაც შემდგენი.
მუხლი 70🔗. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრები (VAAC)
საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანურ ფერფლზე, იკაო-ს მიერ დამტკიცებული ღია ტექსტით, ციფრული მნიშვნელობებით და შემოკლებებით გამოცემული, რომელიც არ საჭიროებს განმარტებებს, შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A2-1 ცხრილის ნიმუშს. იკაო-ს შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება მაქსიმალურად შეკვეცილი ტექსტი ინგლისურ ენაზე.
მუხლი 71🔗. ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრები
1. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონების შესახებ გამოიცემა ტროპიკული ციკლონების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს (34 კვანძი) ან მეტს, საკონსულტაციო შეტყობინების მოქმედების პერიოდში.
2. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონების შესახებ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A2-2 ცხრილის ნიმუშს.
თავი XIII
ტექნიკური მოთხოვნები მეტეოროლოგიურ დაკვირვებაზე და ცნობებზე
მუხლი 72🔗. ზოგადი დებულებები, რომლებიც ეხება მეტეროლოგიურ დაკვირვებას
1. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების მიღება, რომლებიც დამახასიათებელია იმ რაიონისათვის, სადაც საჭიროა გაზომვების ჩატარება.
2. მეტეოროლოგიური ხელსაწყოები საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე უნდა განლაგდეს, ექსპლუატირებულ და მომსახურებურებულ იქნეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოთხოვნების, პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად.
3. დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად უნდა განთავსდნენ აეროდრომზე იმ გათვლით, რომ მათ მიერ მიწოდებული მონაცემები დამახასიათებელი უნდა იყოს იმ რაიონისათვის, სადაც აუცილებელია ჩატარდეს დაკვირვება.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური აღჭურვილობა შედის დაკვირვების კომპლექსური ნახევრადავტომატური სისტემის შემადგენლობაში, მონაცემები რომელთა გამოსახულება გადაეცემა სმმ-ის ადგილობრივ ორგანოებს, უნდა შეადგენდეს იმ მონაცემთა შემადგენელ ნაწილს, რომელიც გააჩნია ადგილობრივი მეტეოროლოგიურ სამსახურს და უნდა აისახებოდეს მასთან პარალერულად. ყოველ მეტეოროლოგიურ ელემენტს ასახვისას თან უნდა უნდა სდევდეს იმ პუნქტის აღნიშვნა, რომლისთვისაც ეს ელემენტი დამახასიათებელია.
მუხლი 73🔗. მეტეოროლოგიური ცნობების ფორმატი
1. ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური ცნობები გამოიცემა ღია ტექსტით, შემოკლებებით იმ ნიმუშის შესაბამისად, რომელიც ნაჩვენებია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“ დამატება 3-ის ცხრილ A3-1-ში.
2. ცნობები METAR და SPECI გამოიცემა ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის („საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) დამატება 3-ის A3-2 ცხრილში ნაჩვენები ნიმუშით, და ვრცელდება კოდურ ფორმებში METAR და SPECI გაწერილი მმო-ს მიერ.
სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I,1 ნაწილი A “ციფრულ-ანბანური კოდები“
მუხლი 74🔗. CAVOK-ის გამოყენება
ხილვადობაზე, ხილვადობის მანძილზე ადზ-ზე, მიმდინარე ამინდზე და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე ინფორმაცია ყველა მეტეოროლოგიურ ცნობაში იცვლება ტერმინით - „CAVOK“, როდესაც დაკვირვების დროს ერთდროულად ადგილი აქვს შემდეგ პირობებს:
ა) ხილვადობა 10 კმ-ია და მეტი;
ბ) 1500მ (5000ფტ) ნაკლები სიმაღლის ღრუბლების სრული არარსებობა და გროვა-საწვიმარი ღრუბლების არარსებობა;
გ) ავიაციისთვის მნიშვნელოვანი ამინდის მოვლენების არარსებობა, რომლებიც ჩამოთვლილია 81-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში.
მუხლი 75🔗. ადგილობრივი სპეციალური ცნობების და ცნობების – SPECI გამოცემის კრიტერიუმები
1. ადგილობრივი სპეციალური ცნობების გამოცემისათვის კრიტერიუმები შეიცავს შემდეგს:
ა) სიდიდეებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან იმ ექსპლუატანტების საექსპლუატაციო მინიმუმებს, რომლებიც სარგებლობენ მოცემული აეროდრომით;
ბ) სიდიდეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სმმ-ის ორგანოებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების სხვა ადგილობრივ მოთხოვნებს;
გ) ჰაერის ტემპერატურის მომატებას 20C-ით და მეტით ბოლო შეტყობინებაში მითითებულთან შედარებით ან ალტერნატიულ ზღვრულ მნიშვნელობას, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ სმმ-ის შესაბამის ორგანოსთან და დაინტერესებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებთან;
დ) დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების წარმოქმნას, რომლებიც აღნიშნულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 დანართის (“საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა“) დამატება 3-ის A3–1 ცხრილში;
ე) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენს კრიტერიუმებს შეტყობინებების SPECI შედგენისათვის.
2. შეტყობინება SPECI გამოიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული ცვლილებები პასუხობენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვალა 600 -ით ან მეტით იმ მიმართულებასთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 5მ/წმ(10 კვანძი) ან მეტს;
ბ) მიწისპირა ქარის სიჩქარე შეიცვალა 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით იმ სიჩქარესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში;
გ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრის (დაქროლვა) სიდიდე გაიზარდა 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით იმ სიდიდესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 7.5მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს;
დ) ქარის ცვლილებები აჭარბებს საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები უნდა დადგინდეს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც;
დ.ა) გამოიწვევს მოქმედი ადზ-ის შეცვლას;
დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებამ ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.
ე) ხილვადობა უმჯობესდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:
ე.ა) 800, 1500 ან 3000 მეტრი;
ე.ბ) 5000მ-იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით.
შენიშვნა: ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ხილვადობა შეესაბამება მნიშვნელობას (მნიშვნელობებს), გადმოცემულს 79-ე მუხლის მე-3 მე-4 პუნქტით; შეტყობინებებში SPECI ხილვადობადობა შეესაბამება მნიშვნელობას (მნიშვნელობებს), გადმოცემულს 79-ე მუხლის მე-5 პუნქტით;
ვ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უმჯობესდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს, ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები: 150, 350,600 ან 800 მ;
ზ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:
ზ.ა) ყინულოვანი ნალექები;
ზ.ბ) ყინულოვანი ნისლი;
ზ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
ზ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ზ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;
ზ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ.ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);
ზ.თ) ქარტეხილი;
ზ.ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი.
თ) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:
თ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
თ.ბ) 450მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესით;
ი) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:
ი.ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან
ი.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;
კ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
3. იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდის ერთი ელემენტის გაუარესებისას ერთდროულად დაიკვირვება მეორეს გაუმჯობესება, მაშინ გამოიშვება ერთიანი სპეციალური შეტყობინება SPECI, რომელიც ითვლება შეტყობინებად ამინდის გაუარესების შესახებ.
მუხლი 76🔗. მეტეოროლოგიური შეტყობინებების გავრცელება METAR და SPECI
1. შეტყობინება METAR და SPECI ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს OPMET და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან მონაცემთა დაგზავნის თანამგზავრული სისტემის საექსპლუატაციოდ ფიქსირებული საავიაციო სამსახურის ფარგლებში.
2. შეტყობინება METAR და SPECI ვრცელდება აეროდრომის ფარგლებს გარეთ სხვა აეროდრომებზე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
3. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ. შეტყობინება SPECI, ერთი ელემენტის გაუარესების და ერთდროულად მეორის გაუმჯობესების შესახებ, ვრცელდება დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ.
4. შეტყობინება SPECI ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ვრცელდება მხოლოდ გაუმჯობესების 10 წუთის შენარჩუნების შემთხვევაში. ასეთი შეტყობინების აუცილებლობის შემთხვევაში, მის გავრცელებამდე შეტანილი უნდა იქნეს კორექტივები იმისათვის, რომ აისახოს ამინდის პირობები, რომლებიც ჭარბობდნენ 10-წუთიანი პერიოდის დასასრულს.
მუხლი 77🔗. მეტეოროლოგიური შეტყობინებების გავრცელება, ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებები
1. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები გადაეცემათ სმმ-ის ადგილობრივ ორგანოებს, ექსპლუატანტებს და აეროდრომზე სხვა მომხმარებლებს.
2. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები გადაეცემათ ადგილობრივ სმმ-ის ორგანოებს განსაზღვრული პირობების წარმოქმნისთანავე.
3. ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები, აგრეთვე, გადაეცემათ ექსპლუატანტებს და აეროდრომის სხვა მომხმარებლებს.
მუხლი 78🔗. დაკვირვებები მეტეოროლოგიურ ელემენტებზე და მონაცემების გადაცემა შეტყობინებებში – მიწისპირა ქარი
1. დაკვირვება მიწისპირზე ქარზე უნდა განხორციელდეს 10-11 მ სიმაღლეზე (30ფტ-3ფტ) მიწის ზედაპირიდან.
2. მიწისპირა ქარზე დაკვირვების სიზუსტე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. მიწისპირა ქარის ხელსაწყოები, ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს შედარებით ზუსტი მონაცემები ადზ-ის გასწვრივ, მაგალითად, მოფრენის ზონაში. იმ აეროდრომებზე, სადაც ტოპოგრაფიული და გაბატონებული ამინდის პირობები იწვევს მიწისპირა ქარის მნიშვნელოვან სხვაობას ადზ-ის სხვადასხვა უბანზე, უნდა განლაგდეს დამატებითი ხელსაწყოები.
3. მიწისპირა ქარის მონიტორები, დაკავშირებული შესაბამის ხელსაწყოსთან, განლაგდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორების ანალოგიურად. მეტეოროლოგიურ და სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე ხელსაწყოსთან.
4. ქარზე დაკვირვების გასაშუალოების პერიოდი შეადგენს:
ა) 2 წუთს – ადგილობრივ და სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე იმ მონიტორებზე, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის ორგანოებში;
ბ)10 წუთს – შეტყობინება METAR-ში და SPECI, თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას, გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები და ამ შემთხვევაში მითითებული დროის 10-წუთიანი ინტერვალი მცირდება. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30 გრადუსით ან მეტით ქარის 5მ/წმ (10 კვანძი) სიჩქარისას.
5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-ში და SPECI მონაცემები ქარის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ გადაიცემა სიდიდით, დამრგვალებული 10 გრადუსამდე და 1მ/წმ (1კვ). ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებელ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება ამ სკალის უახლოეს წილადამდე.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში
ა) მიეთითება ქარის სიჩქარის განმსაზღვრელი საზომი ერთეული;
ბ) ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა ბოლო 10 წუთის განმავლობაში, თუ საერთო ცვლილება შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მიეთითება შემდეგნაირად:
ბ.ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ (3 კვანძი) ან მეტი, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;
ბ.ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ-ზე (3 კვანძი) ნაკლებს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც არამდგრადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;
გ) ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა), რომელიც დაიკვირვება ბოლო 10 წუთის განმავლობაში, გადაიცემა მაშინ, როცა ქარის მაქსიმალური სიჩქარე აჭარბებს საშუალო სიჩქარეს:
გ.ა) 2.5მ/წმ-ით (5კვ) და მეტით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, როცა გამოიყენება ხმაურის შესამცირებელი პროცედურები PანS-ATM (Doc 4444) პ. 7.2.6-ის შესაბამისად; ან
გ.ბ) 5მ/წმ-ით (10კვ) და მეტით სხვა დანარჩენ შემთხვევებში
დ) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარეა 0,5 მ/წმ (1 კვ), ის გადაიცემა როგორც უქარო;
ე) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე გადაიცემა 50 მ/წმ (100კვ) ან მეტი, ის მიეთითება, როგორც 49მ/წმ (99 კვ);
ვ) იმ შემთხვევებში, როდესაც ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულების ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, მიეთითება მხოლოდ ქარის საშუალო სიჩქარის და მიმართულების ის გადახრა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ არასტაბილური პერიოდის შემდეგ.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) თუ ქარზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, მიეთითება დაკვირვების ადგილის ადგილმდებარეობა, რომელთათვის ეს სიდიდეები მისაღებია;
ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და დაკვირვებები მიწისპირა ქარზე წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებზე, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ქარის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.
8. შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) მიეთითება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა ქარის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობა.
მუხლი 79🔗. ხილვადობა
1. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობა უნდა გაიზომოს ადზ-დან დაახლოებით 2.5 მეტრ (7,5 ფუტ) სიმაღლეზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, ხილვადობაზე დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. ხილვადობის ხელსაწყოები ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს შედარებით ზუსტი მონაცემები ადზ-ის გასწვრივ და მოფრენის ზონაში.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები და რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის ხელსაწყოსთან, განლაგდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორების ანალოგიურად. მეტეოროლოგიურ და სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე ხელსაწყოსთან.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე არსებული მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) 1 წუთს ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისა და იმ მონიტორებისათვის, რომლებზეც აისახება ხილვადობის მონაცემები სმმ-ის ორაგნოებში; და
ბ) 10 წუთს შეტყობინება METAR-ისა და SPECI-სათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, ადგილი აქვს ხილვადობის შესამჩნევ არასტაბილურობას; ამ შემთხვევაში საშუალო მნიშვნელობის მისაღებად გამოიყენება მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც დაფიქსირდა ამ არასტაბილურობის პერიოდის შემდეგ.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ხილვადობა გადაიცემა 50მ სიზუსტით, თუ ხილვადობა 800 მეტრზე ნაკლებია. როდესაც ხილვადობა 800 მეტრი ან მეტია, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლები, ის გადაიცემა 100 მეტრის სიზუსტით; ხილვადობისას 5კმ და მეტი, მაგრამ ნაკლები 10 კმ-ისა, ის გადაიცემა 1კმ სიზუსტით; ხილვადობისას 10კმ და მეტი, ის გადაიცემა, როგორც 10კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები იძლევა CAVOK-ის გამოყენების საშუალებას. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.
5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ადზ-ის გასწვრის ხილვადობის სიდიდე მიეთითება მის საზომ ერთეულთან ერთად.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, როდესაც ხილვადობის გასაზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები:
ა) თუ ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, როგორც ეს მითითებულია მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, თავიდან მიეთითება შეხების ზონის მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, რამდენადაც ეს აუცილებელია – მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის. ამასთან, უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია მისაღები;
ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ხილვადობის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები;
7. შეტყობინებებში METAR და SPECI უნდა მიეთითოს უმეტესი ხილვადობა, როგორც ეს განსაზღვრულია პირველ მუხლში, თუკი ხილვადობა სხვადასხვა მიმართულებებით სხვადასხვაა და
ა) თუ მინიმალური ხილვადობა განსხვავდება უმეტესი ხილვადობისაგან და შეადგენს:
ა.ა) 1500 მეტრზე ნაკლებს ან
ა.ბ) უმეტესი ხილვადობის 50% და 5000 მეტრზე ნაკლებს, შეტყობინებებში, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეთითოს დარეგისტრირებული მინიმალური ხილვადობა და მისი ზოგადი მიმართულება აეროპორტის საკონტროლო წერტილთან მიმართებაში კომპასის რვა მიმართულებიდან ერთ-ერთის მითითებით. თუ მინიმალური ხილვადობა ფიქსირდება რამდენიმე მიმართულებით, მაშინ მითითებულ უნდა იქნეს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება.
ბ) თუ ხილვადობა სწრაფად იცვლება და უმეტესი ხილვადობის განსაზღვრა შეუძლებელია, უნდა მიეთითოს მხოლოდ ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა მიმართულების მითითების გარეშე.
მუხლი 80🔗. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე (RVR)
1. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-დან დაახლოებით 2,5მეტრ (7,5 ფუტ) სიმაღლეზე.
2. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-ის ღერძიდან, გვერდითი დაშორებით, არაუმეტეს 120 მეტრისა. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს დაფრენის ზონისათვის, ის უნდა განლაგდეს დაახლოებით 300 მეტრში ადზ-ის ზღურბლიდან. იმისათვის, რომ დაკვირვების ადგილი მისაღები იყოს ადზ-ის შუა წერტილებისა და ბოლოსათვის, ისინი უნდა განლაგდნენ ადზ-ის ზღურბლიდან 1000-1500 მეტრზე და 300 მეტრზე ადზ-ის მეორე ბოლოდან. ზუსტი ადგილმდებარეობა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადგილები დაკვირვებისათვის, უნდა განისაზღვროს ისეთი საავიაციო, მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ადზ-ის სიგრძე, აგრეთვე, ჭაობების არსებობა, სადაც მოსალოდნელია ნისლი.
3. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესაფასებლად, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის II და III კატეგორიებით, გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაფუძნებული ტრანსმისომეტრებზე და პირდაპირი გაფანტვის საზომებზე.
4. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესაფასებლად, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის I კატეგორიით, გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაფუძნებული ტრანსმისომეტრებზე და პირდაპირი გაფანტვის საზომებზე.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზ-ზე განისაზღვრება ინსტრუმენტული სისტემებით, ერთი მონიტორი (თუ აუცილებელია, რამდენიმე) განთავსდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები – სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.
6. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მათი მონაცემები უნდა განახლდეს ყოველ 60 წამში ერთხელ მაინც, იმისათვის, რომ მიწოდებულ იქნეს მიმდინარე მისაღები მნიშვნელობები. გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) 1-წუთიან პერიოდის ადგილობრივ და სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე იმ მონიტორებზე, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის ორგანოებში;
ბ) 10-წუთიან პერიოდის შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში, თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას, გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ცვლილება.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ხილვადობის მანძილი ადზ-ზე გადაიცემა 25მ სიზუსტით, თუ ხილვადობა 400 მეტრზე ნაკლებია, როდესაც ხილვადობა 400 დან 800 მ-მდეა – 50 მ სიზუსტით და როდესაც ხილვადობის მანძილი ადზ-ზე 800 მეტრზე მეტია – 100მ სიზუსტით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებელ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ ამ სკალის უახლოეს წილადამდე.
8. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ქვედა ზღვრად ითვლება 50 მეტრი, ხოლო ზედა ზღვრად – 2000 მ. როდესაც ხილვადობა მეტია ან ნაკლებია აღნიშნულ ზღვრულ მნიშვნელობებზე, ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება მხოლოდ ის, რომ ხილვადობის მანძილი ადზ-ზე ნაკლებია 50მ-ზე ან მეტია 2000 მეტრზე.
9. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზე-ზე მეტია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ზედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება “ABV“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება “P“-ს მეშვეობით შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, რომელსაც მოსდევს ის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით;
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობის მანძილი ადზე-ზე ნაკლებია გამოყენებადი სისტემის გაზომილ ქვედა ზღვრულ მნიშვნელობაზე, ის მიეთითება შემოკლება “BLW“-ის მეშვეობით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შემოკლება “M“-ს მეშვეობით შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, რომელსაც მოსდევს ის მინიმალური მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება აღნიშნული სისტემით.
10. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) მიეთითება მისი საზომი ერთეული
ბ) თუ ადზე-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის ერთი მონაკვეთიდან ანუ მხოლოდ დაფრენის ზონისათვის, დაკვირვების მონაცემები გადაიცემა დაკვირვების ადგილის მიუთითებლად;
გ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, თავიდან მიეთითება შეხების ზონისათვის მისაღები მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ, მისაღები მნიშვნელობები ადზ-ის შუა წერტილისა და ბოლოსათვის, ამასთან უნდა მიეთითოს ის ადგილები, რომელთათვის აღნიშნული მნიშვნელობებია დამახასიათებელი;
დ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ადზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვება წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებიდან, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ხილვადობის სიდიდე და მიეთითება ის ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.
11. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისთვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ჩართული უნდა იქნეს ინფორმაცია ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ცლილებების შესახებ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში დაიკვირვება მკაფიო ტენდენცია ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის ცვლილებისა იმგვარად, რომ პირველი 5 წუთის განმავლობაში საშუალო მნიშვნელობა განსხვავდება 100 მ-ით და მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან მეორე 5 წუთის განმავლობაში, მაშინ ასეთი ცვლილება უნდა მიეთითოს. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე დაიკვირვება ხილვადობის მანძილის ცვლილებების ტენდენცია ზრდისკენ ან დაკლებისკენ, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება “U“ და “D“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივი რყევები არ ადასტურებენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციის არსებობას, შეტყობინებებში გამოყენებულ უნდა იქნეს შემოკლება “N“. როდესაც არ არის ინფორმაცია ტენდენციის არსებობის შესახებ, მაშინ არც ერთი ზემოხსენებული შემოკლება შეტყობინებაში ჩართულ არ უნდა იქნეს;
ბ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობა 1 წუთში, 10-წუთიანი პერიოდის მონაკვეთში, საშუალო მნიშვნელობისაგან განსხვავდება 50 მ-ზე მეტით ან 20%-ზე მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან, იმისდა მიხედვით, თუ რომელი სიდიდეა მეტი, მაშინ საშუალო მნიშვნელობის მაგივრად, 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა მიეთითოს საშუალო მინიმალური და საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა 1 წუთის განმავლობაში. თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, აღინიშნება შესამჩნევი არასტაბილურობა ხილვადობის მანძილის მნიშვნელობისა, ადზ-ზე ცვლილების განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია არასტაბილური პერიოდის შემდეგ.
შენიშვნა: შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება მკვეთრი და მდგრადი ცვლილება ადზე ხილვადობის მანძილისა, რომლის დროსაც იგი აღწევს ან აჭარბებს 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს სპეციალური შეტყობინება SPECI-ს გამოცემისათვის.
მუხლი 81🔗. მიმდინარე ამინდი
1. იმ შემთხვევებში, როდესაც მიმდინარე ამინდის მოვლენებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-4 პუნქტში) დაკვირვებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით.
2. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში მიეთითება მიმდინარე ამინდის მოვლენის ტიპი, დახასიათება და მისი ინტენსივობის შეფასება.
3. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება მიმდინარე ამინდის მოვლენის ტიპი, დახასიათება, მისი ინტენსივობა და სიახლოვე აეროდრომთან.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენები და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები (დახასიათება, ინტენსივობა, სიახლოვე აეროდრომთან):
ა) ნალექები
ჟინჟღლი DZ
წვიმა RA
თოვლი SN
თოვლის ხორხოშელა SG
ყინულის წვიმა PL
ყინულის ნემსები IC გადაიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ხილვადობის გაუარესება 5000 მეტრი და ნაკლებად
სეტყვა GR გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს ნმცირე სეტყვა/ან ყინულის ხორხოშელა GS გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს ნალექების გაურკვეველი
ტიპი UP გადაიცემა მხოლოდ არაიდენტიფიცირებული ნალექების შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემები
ბ) დაბინდების სახეობები (ჰიდრომეტეორები)
ნისლი FG გადაიცემა, როდესაც ხილვადობა ნაკლებია 1000 მეტრზე, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც თან ახლავს შემოკლებები MI, BC, PR ან VC
ჯანღი BR გადაიცემა არანაკლებ 1000 მეტრისა და არა უმეტეს 5000 მეტრი ხილვადობის დროს
გ) დაბინდების სახეობები (ლიტომეტეორები)
ქვიშა SA ქვემოაღნიშნული შემოკლებები გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბინდება ძირითადად დაკავშირებულია ლიტომეტეორების არსებობასთან და ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს, გარდა “SA“, როდესაც გამოიყენება “DR“ და ვულკანური ფერფლი
მტვერი (გარემომცველი) DU
ბური HZ
ბოლი FU
ვულკანური ფერფლი VA
დ) სხვა მოვლენები
მტვრის/ქვიშის
კორიანტელი PO
ქარტეხილი SQ
ძაბრისმაგვარი ღრუბელი
(ტორნადო ან ქარბორბალა)FC
მტვრიანი ქარიშხალი DS
ქვიშიანი ქარიშხალი SS
5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენების დახასიათება და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები:
ჭექა-ქუხილი TS გამოიყენება ჭექა-ქუხილის გადასაცემად სხვა მოვლენებთან ერთად:
წვიმასთან “TSRA“, თოვლთან “TSSN“, ყინულის წვიმასთან “TSPL“, სეტყვასთან “TSGR“, ყინულის და/ან თოვლის მარცვლებთან “TSGS“ ან ამ ელემენტების ერთობლიობასთან, მაგ. “TSRASN“.იმ შემთხვევაში, თუ 10 წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს დაკვირვების ვადას, წინ უსწრებს ქუხილი, მაგრამ ნალექი აეროდრომზე არ დაიკვირვება, შემოკლება “TS“ გამოიყენება დამატებითი აღნიშვნების გარეშე.
თქეში (თავსხმა) SH გამოიყენება თავსხმა წვიმის “SHRA“ , თოვლის “SHSN“, ყინულის
წვიმის “SHPL“, სეტყვის “SHGR“, ყინულის და/ან თოვლის მარცვლების “SHGS“, და/ან ამ ელემენტების ერთობლიობის გადასაცემად მაგ. “SHRASN“. შეტყობინება METAR-ში თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება “VC SH“ შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე.
გადაციებული ნალექები FZ გადაციებული წყლის წვეთები და ნალექები: გამოიყენება მხოლოდ შემოკლებებთან FG, DZ და RA მიწისპირა ქარბუქი BL გამოიყენება DU, SA ან SN (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე
მიწისპირა ქარახვეტი DR გამოიყენება DU, SA ან SN (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად,
რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი)
ნაკლებ სიმაღლეზე
დაბალი MI 2 მეტრზე დაბლა მიწისპირიდან
კვლები BC ნისლის კვლები, ნაფლეთები, რომლებიც ფარავენ აეროდრომის
ცალკეულ ადგილებს
ნაწილობრივი PR აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო
დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ არის.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა SPECI-ში მიმდინარე ამინდის მოვლენების შესაბამისი ინტენსივობა ან საჭიროების შემთხვევაში, სიახლოვე აეროდრომთან მითითებულია შემდეგნაირად:
ინტენსივობა/სიახლოვეადგილობრივი შეტყობინებები METAR
სუსტი FBL “–“
ზომიერიMOD (ნიშნის გარეშე)
ძლიერი HVY “+“
გამოიყენება მხოლოდ DZ, GR, GS, PL,SG
და SN-თან (ან აღნიშნული ამინდის
მოვლენების ერთობლიობასთან;ამ შემთხვევაში
მიეთითება მხოლოდ ზომიერი და ძლიერი
ხარისხის ინტენსივობა)
შემოგარენი არ გამოიყენება VC
დაახლოებით 8-დან–16 კმ-მდე აეროდრომის
საკონტროლო წერტილიდან; გამოიყენება
მხოლოდ შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში შემდეგ
მოვლენებთან: DS, SS, FG, FC,SH, PO, BLDU, BLSN,
აგრეთვე TS და VA-სთან, თუკი ისინი არ გადაიცემა
მიმდინარე ამინდის მოვლენის ფორმატში.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) გამოყენებულ უნდა იქნეს, აუცილებლობის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ მაქსიმუმ სამი შემოკლებული აღნიშვნა მიმდინარე ამინდის მოვლენების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, შესაბამის შემთხვევებში ინტენსივობისა და მახასიათებლების ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვის მითითებით, იმისათვის, რომ მოხდეს სრული აღწერა მიმდინარე ამინდისა აეროდრომზე და მის შემოგარენშიც, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების წარმოებაზე;
ბ)პირველ ყოვლისა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ინტენსივობა ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვე, რის შემდეგ მიეთითება ამინდის მოვლენის მახასიათებლები და ტიპი შესაბამისად;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება ორი სხვადასხვა ტიპის მოვლენა, ეს მოვლენები უნდა გადაიცეს ორი ცალკეული ჯგუფით, რომლებშიც ინტენსივობის ან აეროდრომთან სიახლოვის ინდექსი ეხება იმ მოვლენას, რომლის წინაც მიეთითება მოცემული ინდექსი. მაგრამ ნალექების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ადგილი აქვს დაკვირვების დროს, გადაცემული უნდა იქნეს ერთი ჯგუფით, ამასთან, პირველად მიეთითება ნალექების ტიპი, რომელიც ჭარბობს, მას კი წინ უსწრებს მხოლოდ ინტენსივობის ინდექსი, რომელიც აღნიშნავს ნალექების ჯამურ ინტენსივობას.
მუხლი 82🔗. ღრუბლიანობა
1. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოები ღრუბლიანობის რაოდენობასა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დასაკვირვებლად, რომელთა მონაცემებიც გამოიყენება ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისეთნაირად, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე ზუსტი მონაცემები ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ დასაფრენად ინსტრუმენტული შემოსვლის სისტემის საშუალო მარკერის ზონისათვის ან აეროდრომებზე, რომლებზეც საშუალო მარკერი არ გამოიყენება 900-1200 (3000-4000ფტ)მეტრ მანძილზე ადზ-ის დასაფრენი ზღურბლიდან და ადზ-ის დასაწყისიდან დასაფრენად შესვლის მხრიდან.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ, განთავსდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები - სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და მმ-ს ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.
3. ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე, როგორც წესი მითითებულ უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლების მიმართ. ასაფრენად ზუსტი შემოსავლისათვის აღჭურვილი ადზ-ის გამოყენებისას, რომლის ზღურბლის შემაღლება 15 მეტრით, (50 ფუტი) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, მუშავდება ლოკალური შეთანხმება იმისათვის, რომ მომფრენი სხ-ებისათვის ღრუბელთა სიმაღლე მიეთითოს ადზ-ის ზღურბლის შემაღლების მიმართ. ღია ზღვაში განლაგებული ნაგებობებიდან წამოდგენილ შეტყობინებებში ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე გადაიცემა ზღვის საშუალო დონესთან მიმართებით.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მიეთითება 30 მეტრი სიდიდის სიზუსტით (100 ფუტი) 3000 მეტრამდე, ხოლო 3000 მეტრის ზემოთ 300 მეტრი (1000 ფუტი ) სიდიდის სიზუსტით. ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.
5. აეროდრომებზე, რომლებზეც გამოიყენება დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემები, დაბალი ხილვადობის პირობებში ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ მონაცემები გადაიცემა 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 3000 მეტრამდე (10000 ფტ), ხოლო ვერტიკალური ხილვადობის პირობებში - 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 600 მეტრამდე (2000 ფტ). ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) ღრუბლების რაოდენობა მითითებულ უნდა იქნეს შემოკლებით “FEW“ (1-2 ოქტანტი), „SCT“ (3-4 ოქტანტი), “BKN“ (5-6 ოქტანტი) ან “OVC“ (8 ოქტანტი);
ბ) გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები მითითებულ უნდა იქნეს შემოკლებებით “CB“ და “TCU“;
გ) ვერტიკალური ხილვადობა მითითებულ უნდა იქნეს 30 მეტრის (100 ფუტი) სიდიდის სიზუსტით 600 მეტრამდე (2000 ფუტი);
დ) თუ ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ღრუბლები არ არის და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლება “CAVOK’ ამინდის პირობების აღწერისათვის მიუღებელია, მაშინ მიეთითებულ უნდა იქნეს შემოკლება “NSC’;
ე) იმ შემთვევებში როდესაც დაიკვირვება ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან ღრუბლები ცალკეული მასივების სახით, ღრუბელთა რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებულია შემდეგი თანმიმდევრობით: 1)ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, მიეთითება შესაბამისად FEW, SCT,BKN,ან OVC; 2) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, მიეთითება შესაბამისად SCT, BKN,ან OVC; 3)შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს, მიეთითება, როგორც, BKN ან OVC და 4) გროვა-საწვიმარი (CB) და/ან კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები (TCU), როდესაც ისინი დაიკვირვებიან, მაგრამ ასახული არ არიან ინფორმაციაში, რომელიც გათვალისწინებულია ზემოთ მოყვანილ 1)-3)ქვეპუნქტებში.
ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბელთა ცალკეული ფენა (მასივი) შედგება გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლებისაგან საერთო ქვედა საზღვრით, შეტყობინებაში ღრუბლის ფორმა მიეთითება მხოლოდ როგორც გროვა-საწვიმარი;
ზ) როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ერთგვაროვანია ან დაფლეთილი ან მკვეთრად იცვლება, მიეთითება ღრუბლის ქვედა საზღვრის მინიმალური სიმაღლე.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) მიეთითება საზომი ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მინაცემების წარსადგენად;
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ადზ და ღრუბლების ქვედა საზღვარზე დაკვირვებები წარმოებს ხელსაწყოების მეშვეობით, შეტყობინებებში მიეთითება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ, რომელსაც ეკუთვნის ეს მონაცემები.
მუხლი 83🔗. ჰაერის ტემპერატურა და ნამის წერტილის ტემპერატურა
1. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის ტემპერატურის საზომად გამოიყენება ავტომატური სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები -სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.
2. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის უახლოესი მთელი მნიშვნელობის სიზუსტით, ამასთან დაკავშირვებული მნიშვნელობა 0.50C-ის ჩათვლით მრგვალდება მატების მხარეს ცელსიუსის გრადუსის მთელ მნიშვნელობამდე.
3. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება ტემპერატურა 00C ცელსიუსს ქვემოთ.
მუხლი 84🔗. ატმოსფერული წნევა
1. იმ შემთხვევებში, როდესაც ატმოსფერული წნევის საზომად გამოყენებულია ავტომატური ხელსაწყოები, QNH-ს და აუცილებლობის შემთხვევაში QFE-ს მონიტორები, რომლებიც დაკავშირებულია ბარომეტრებთან, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები -სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. თუ QFE-ს გამოსახულება ეკუთვნის რამდენიმე ადზ-ის, მონიტორები მკაფიოდ მოინიშნება იმ ადზ-ის მითითებით, რომელსაც ეკუთვნის ამ QFE-ს გამოსახულება.
2. QFE-ს გამოთვლის დროს საწყის დონედ მიღებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლება. ადზ-ზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასფრენად არაზუსტი შემოსვლისათვის, რომელთა ზღურბლები მდებარეობენ 2მ-ით, (7ფტ) ან მეტით აეროდრომის შემაღლებაზე, აგრეთვე ადზ-ები, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, QFE-ს სიდიდეების დროს, გამოთვლილი უნდა იქნეს შესაბამისი ზღურბლის შემაღლების მიმართ.
3. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მონაცემები QNH-ს შესახებ გამოითვლება ჰექტოპასკალის მეათედ ნაწილებში და გადაიცემა ჰექტოპასკალებში, დამრგვალებული უახლოესი ჰექტოპასკალის მცირე რიცხვამდე და მითითებულია ოთხი ციფრით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი დაბალი მნიშვნელობის ჰექტოპასკალამდე.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს შესახებ;
ბ) ინფორმაცია QFE-ს შესახებ გადაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის ან აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის ორგანოებს და ექსპლუატანტებს შორის ლოკალური შეთანხმებით რეგულარულ საფუძველზე;
გ) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს და QFE-ს მნიშვნელობებისათვის გამოყენებული საზომი ერთეულების შესახებ;
დ) თუ QFE-ს მნიშვნელობა აუცილებელია რამდენიმე ადზ-ისათვის, ჩართულ უნდა იქნეს მოთხოვნილი QFE-ს მნიშვნელობა და მითითებულ იქნეს ადზ-ები, რომლებსაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობა.
5. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა მხოლოდ QNH-ს მნიშვნელობა.
მუხლი 85🔗. დამატებითი ინფორმაცია
1. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ჩართული უნდა იქნეს დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენიბის შესახებ, რომელიც დაიკვირვებოდა აეროდრომზე უკანასკნელი რეგულარული შეტყობინების გამოცემის მომენტიდან, მაგრამ არა, დაკვირვების მომენტში. ამ შეტყობინებში შესაძლებელია გადაიცეს ინფორმაცია ახლახან დაკვირვებული ამინდის მოვლენების შესახებ, მაქსიმუმ სამი ჯგუფის გამოყენებით.
გროვა საწვიმარი ღრუბლებისა და ჭექა-ქუხილის, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობის ქარის წანაცვლების, სეტყვის, ძლიერი ქარტეხილის ხაზის, ზომიერი ან ძლიერი შემოყინვის, გადაციებული ნალექების, ძლიერი მთის ტალღების, ქვიშიანი ქარიშხლის, საერთო ქარბუქისა და ძაბრისმაგვარი ღრუბლების შესახებ ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A3-1 და A3-2 ცხრილების ნიმუშის შესაბამისად. იქ, სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს მოცემული მოვლენის ვერტიკალური გავრცელების, აგრეთვე გადაადგილების მიმართულების და სიჩქარის შესახებ.
2. ცნობები ადზ-ის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაიცემა მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ, სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე გადაიცემა შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში.
შენიშვნა: ადზ-ის მდგომარეობა განსაზღვრულია მმო-ს №306 გამოცემაში “სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I.1 ნაწილი A “ანბანურ-ციფრული კოდები“ კოდური ცხრილები 0366, 0519, 0919, და 1079.
3. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, როდესაც ეს გამართლებულია ადგილობრივი პირობებით, გადაიცემა ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ.
თავი XIV
ტექნიკური მოთხოვნები საჰაერო ხომალდის ბორტზე დაკვირვებისა და შეტყობინებების შესახებ
მუხლი 86🔗. რეგულარული შეტყობინება ბორტიდან, მონაცემთა გადამცემი ხაზის – „ჰაერი-მიწის“ მეშვეობით
1. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების სისტემის (ADS) ან “SSR mode S“ -ის გამოყენებისას მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწის“ მეშვეობით, რეგულარული შეტყობინებები ბორტიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი;
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი.
ა) მონაცემთა ბლოკი1
გრძედი
განედი
დონე
დრო
ბ) მონაცემთა ბლოკი 2
ქარის მიმართულება
ქარის სიჩქარე
ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი
ჰაერის ტემპერატურა
ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში)
ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში).
2. როდესაც გამოიყენება გადამცემი ხაზი “ჰაერი-მიწა“, მანამ, სანამ “ADS“ და “SSR Mode S“ არ გამოიყენება, ბორტიდან რეგულარული შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი
ა) ნაწილი 1 (ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ)
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი
ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი
დრო
ეშელონი ან ფრენის აბსოლუტური სიმაღლე
შემდეგი ადგილმდებარეობა და გადაფრენის დრო
შემდეგი ძირითადი წერტილი
ბ) ნაწილი 2 (ოპერატიული ინფორმაცია)
გამოთვლილი მოფრენის დრო
გადაფრენის მაქსიმალური დრო
გ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია)
ჰაერის ტემპერატურა
ქარის მიმართულება
ქარის სიჩქარე
ტურბულენტობა
საჰარო ხომალდის შემოყინულობა
ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში)
მუხლი 87🔗. სპეციალური შეტყობინება ბორტიდან, მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწის“ მეშვეობით
მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას, რეგულარული შეტყობინებები ბორტიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი
ა) მონაცემთა ბლოკი 1
გრძედი
განედი
დონე
დრო
ბ) მონაცემთა ბლოკი 2
ქარის მიმართულება
ქარის სიჩქარე
ქარზე მონაცემთა ხარისხის მაჩვენებელი
ჰაერის ტემპერატურა
ტურბულენტობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში)
ტენიანობა (მონაცემთა არსებობის შემთხვევაში)
გ) მონაცემთა ბლოკი 3
პირობები, რომელთა შემთხვევაში აულილებელია გადაიცეს სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A4-1 ცხრილის ნიმუშის მიხედვით)
მუხლი 88🔗. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან გადაცემული სამეტყველო კავშირის გამოყენებით
სამეტყველო კავშირის გამოყენებისას სხ-ის ბორტიდან გადაცემული სპეციალური შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
შეტყობინების ტიპის მაჩვენებელი
ა) ნაწილი 1
საჰაერო ხომალდის ამომცნობი ინდექსი
ადგილმდებარეობა ან გრძედი და განედი
დრო
ეშელონი ან ფრენის აბსოლუტური სიმაღლე
ბ) ნაწილი 3 (მეტეოროლოგიური ინფორმაცია)
პირობები, რომელთა შემთხვევაში აუცილებელია გადაიცეს სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან (ერთ-ერთი პირობა ამოირჩევა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A4-1 ცხრილის ნიმუშის მიხედვით.
მუხლი 89🔗. შეტყობინებების გადაცემის კრიტერიუმები
მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას ინფორმაცია ქარის მიმართულების, სიჩქარის, ხარისხის მაჩვენებლის, ჰაერის ტემპერატურის, ტურბულენტობის და ტენიანობის შესახებ, რომელიც ჩართულია სხ-ის ბორტიდან შეტყობინებებში, გადაიცემა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
1. ქარის მიმართულება გადაიცემა ნამდვილ გრადუსებში, დამრგვალებული უახლოესი მთელის მნიშვნელობამდე.
2. ქარის სიჩქარე გადაიცემა მეტრ/წამებში ან კვანძებში, დამრგვალებული უახლოეს მ/წმ-მდე ან კვანძამდე. ქარის სიჩქარის საზომი ერთეული მიეთითება.
3. ქარის მონაცემთა შესახებ ხარისხის მაჩვენებელი გადაიცემა როგორც 0. როდესაც ფრენის კუთხე შეადგენს 5 გრადუსზე ნაკლებს და როგორც 1, როდესაც ფრენის კუთხე შეადგეს 5 გრადუსს ან მეტს.
4. ჰაერის ტემპერატურა გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედის სიზუსტით.
5. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ჭავლის ჩაქრობის სიჩქარის კუბური ფესვის ერთეულში (EDR):
ა) რეგულარული შეტყობინება სხ-ის ბორტიდან
- ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა მარშრუტზე ფრენისას და ეხება 15-წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. დაიკვირვება ტურბულენტობის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები და აგრეთვე მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო შემდეგი წუთის სიზუსტით. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის კუბური ფესვის ერთეულში. მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო გადაიცემა როგორც ეს ნაჩვენებია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A4-2ცხრილის ნიმუშის მიხედვით. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა სიმაღლის აკრეფის ეტაპზე ფრენის პირველ 10 წუთიან პერიოდში და ეხება 30-წამიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას.
ბ) ტურბულენტობა ითვლება:
ბ.ა) ძლიერად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,7-ს;
ბ.ბ) ზომიერად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,4-ს და ნაკლებია ან ტოლია 0,7-ს;
ბ.გ) სუსტად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,1-ს და ნაკლებია ან ტოლია 0,4-ის;
ბ.დ) ნულოვანად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან ნაკლებია ან უდრის 0,1-ს.
გ) სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,4-ს. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან ეხება ერთ წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის კუბური ფესვის ერთეულში. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან გადაიცემა ყოველ 1 წუთში, მანამადე, სანამ მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან არ გახდება 0,4- ზე ნაკლები.
6. ინფორმაცია ჰაერის ტენიანობის შესახებ გადაიცემა შეფარდებითი ტენიანობის სახით და მრგვალდება უახლოეს მთელ პროცენტამდე.
მუხლი 90🔗. სხ-იდან მიღებული შეტყობინებების გაცვლა
1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, სამეტყველო კავშირის მეშვეობით მიღებულ სპეციალურ შეტყობინებას ბორტიდან დაუყოვნებლივ აგზავნის ზმპც-ში.
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ბორტიდან მიღებულ შეტყობინებას ვულკანური მოქმედების შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა ამოფრქვევას, ვულკანური ამოფრქვევის ან ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის VAAC-ს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ღებულობს სპეციალურ შეტყობინებას ბორტიდან, თუმცა სინოპტიკოსის აზრით, მოვლენა, რომლის მიზეზითაც გადმოიცა ეს შეტყობინება, არ იქნება მდგრადი და არ ითხოვს SIGMET-ის გამოცემას, მოცემული სპეციალური შეტყობინება ბორტიდან ეგზავნებათ SIGMET-ის დაგზავნის შესაბამისი წესით მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ზმპც-ებს და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
4. ზმპც-ის მიერ მიღებული შეტყობინებები სხ-ის ბორტიდან შემდგომ ვრცელდება საწყისი მეტეოროლოგიური მონაცემების სახით.
5. ბორტიდან მიღებული შეტყობინებების გაცვლა წარმოებს იმ ფორმატით, რომელშიც ისინია მიღებული.
შენიშვნა: სხ-ის ბორტიდან სპეციალური შეტყობინებების ნიმუში, რომლებიც გადაეცემათ კავშირის ხაზით “მაღლა“ ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) მე-6 დამატების A6-1 ცხრილით.
მუხლი 91🔗. მნიშვნელოვანი დებულებები ქარის წანაცვლების და ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ გადაცემულ შეტყობინებებზე.
1. სხ-ის ბორტიდან შეტყობინებებში ქარის წანაცვლების შესახებ, სიმაღლის აკრეფისა და დასაფრენად შესვლის ეტაპზე, უნდა მიეთითოს სხ-ის ტიპი.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივ ამინდში ან პროგნოზში მითითებულია ქარის წანაცვლების პირობების შესახებ სიმაღლის აკრეფისა და დასაფრენად შესვლის ეტაპზე, მაგრამ ფაქტობრივად მას ადგილი არ აქვს, სხ-ის მეთაურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის შესაბამის ორგანოს უმოკლეს ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხ-ის მეთაურმა იცის, რომ ამის შესახებ სმმ ინფორმირებულია სხვა სხ-ის მიერ.
3. აეროდრომზე სხ-ის დაფრენის შემდეგ ვულკანური მოქმედების შესახებ შევსებული შეტყობინების ფორმა დაუყოვნებლივ გადეცემათ ექსპლუატანტებს ან სფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს. თუ აეროდრომზე არ არის მეტეოროლოგიური ორგანო ან ის წარმოადგენს ძნელად მისაღწევს მომფრენი საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისათვის, იქცევიან შევსებული ფორმის მიხედვით, როგორც ეს გათვალისწინებულია სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და ექსპლუატანტებს შორის ლოკალური შეთახმებით.
4. მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ ვულკანური მოქმედების შესახებ მიღებული შეტყობინების შევსებული ფორმა დაუყოვნებლივ გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე, რომელშიც დაფიქსირდა ვულკანური მოქმედება.
თავი XV
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება პროგნოზებს
მუხლი 92🔗. TAF-ის ფორმატი
პროგნოზები TAF-ი გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-1 ცხრილის ნიმუშის მიხედვით, ვრცელდება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გაწერილი კოდური ფორმით TAF-ი.
შენიშვნა: კოდური ფორმა TAF-ი მოცემულია მმო-ს 306-ე გამოცემაში “სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, პირველი ტომი, ნაწილი A “ანბანურ-ციფრული კოდები’.
მუხლი 93🔗. მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ ინფორმაციის ჩართვა პროგნოზებში „TAF“
1. მიწისპირა ქარის პროგნოზებში ძირითადად მიეთითება ქარის უმეტესი მიმართულება. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის საშუალება, ზუსტად განისაზღვროს მიწისპირა ქარის უმეტესი მიმართულება მის მოსალოდნელ ცვალებადობასთან დაკავშირებით, მაგალითად სუსტი ქარის პირობებში (1,5 მ/წმ-ზე 3 კვანძი ნაკლები) ან ჭექა-ქუხილის დროს, პროგნოზირებული ქარის სიჩქარე მიეთითება როგორც არამდგრადი მიმართულება შემოკლება “VRB“-ს საშუალებით. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე 0,5 მ/წმ-ზე(1 კვანძი) ნაკლებია, მაშინ პროგნოზში მიეთითება “უქარო“. თუ პროგნოზირებული მაქსიმალური ქარის სიჩქარე (დაქროლვა) აჭარბებს პროგნოზირებულ ქარის საშუალო სიჩქარეს 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, პროგნოზში მიეთითება ქარის მაქსიმალურ სიჩქარე. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე შეადგენს 100 კვანძს ან მეტს, ის მიეთითება, როგორც 49 მ/წმ-ზე(99კვანძზე) მეტი.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზის შესაბამისად ხილვადობა შეადგენს 800 მეტრზე ნაკლებს, ის მიეთითება 50 მეტრი სიდიდის სიზუსტით; თუ ხილვადობა შეადგენს 800 მეტრს ან მეტს, მაგრამ 5 კილომეტრზე ნაკლებს – მიეთითება 100 მეტრი სიდიდის სიზუსტით; ხილვადობისას 5 კილომეტრზე მეტს, მაგრამ 10 კილომეტრზე ნაკლებს–1 კილომეტრის სიდიდის სიზუსტით; ხილვადობისას 10 კილომეტრი ან მეტი მიეთითება, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროგნოზირდება CAVOK-ის პირობები. პროგნოზირდება “უმეტესი“ ხილვადობა. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ხილვადობის ცვალებადობა სხვადასხვა მიმართულებებით და “უმეტესი“ ხილვადობის პროგნოზირება შეუძლებელია, მიეთითება მინიმალური პროგნოზირებული ხილვადობა.
3. პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენა ან ამ მოვლენების ერთობლიობა, აგრეთვე მათი მახასიათებლები, საჭიროების შემთხვევაში ინტენსივობა:
ა) ყინულოვანი ნალექები;
ბ) ყინულოვანი ნისლი;
გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;
ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);
თ) ქარტეხილი;
ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი;
კ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია 81-ე მუხლის მე-6 პუნქტში, მეტეოროლოგიურ სამსახურს, სმმ-ის ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება NSW-ს მეშვეობით.
4. პროგნოზში ღრუბლების რაოდენობა უნდა მიეთითოს შემოკლებების FEW, SCT, BKN ან OVC-ს შესაბამისი გამოყენებით. თუ პროგნოზში მითითებულია ღრუბლიანობის არარსებობა და შემოკლება CAVOK არ არის მისაღები, მიეთითება შემოკლება SKC. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცა დარჩება ან გახდება დახურული და ღრუბლიანობის პროგნოზირება შეუძლებებლია, აგრეთვე არსებობს აეროდრომზე ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემები, პროგნოზში მიეთითება ვერტიკალური ხილვადობა VV-ს სახით, რომელსაც მოსდევს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობა. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირებულია ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან მასივები, ღრუბლიანობის ქვედა საზღვრის სიმაღლე და რაოდენობა მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც FEW, SCT, BKN ან OVC;
ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც SCT, BKN ან OVC;
გ) შემდეგი შედარებით მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც BKN ან OVC; და
დ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები, როდესაც ისინი პროგნოზირდება.
ინფორმაცია ღრუბლიანობის შესახებ შეზღუდულია ავიაციისათვის მნიშვნელოვანი მონაცემებით; პროგნოზირდება ავიაციისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობა და როდესაც შემოკლება CAVOK არ არის მისაღები, მიეთითება შემოკლება NSC.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზში ჩართულია პროგნოზირებული ტემპერატურა, მიეთითება TAF-ის მოქმედების პერიოდში მოსალოდნელი მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა, აგრეთვე მათი მიღწევის შესაბამისი დრო.
6. პროგნოზებში TAF-ი ცვლილებების ჯგუფის ჩასართავად ან მასში კორექტივების შეტანის კრიტერიუმები, დაფუძნებულია ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის პროგნოზირებად საწყისებზე ან დასასრულზე ან ინტენსივობის ცვლილებებზე:
ა) გადაციებული ნალექები;
ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (მათ შორის თქეში)
გ) ელჭექი (ნალექებთან ერთად)
დ) მტვრის ქარიშხალი
ე) ქვიშის ქარიშხალი
შენიშვნა: რეკომენდაციები ცვლილებების და დროის ჯგუფების გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-2 ცხრილში.
7. აეროდრომის პროგნოზში ცვლილების ჯგუფის ჩართვის ან კორექტივების შეტანის დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით ქარის საშუალო სიჩქარისას D5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტი ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;
ბ) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;
გ) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) გაიზრდება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით საშუალო სიჩქარისას 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტი ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;
დ) პროგნოზის მიხედვით ქარის ცვლილებები საექსპლუატაციო თვალსაზრისით გადააჭარბებს საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს მიერ სმმ-ის ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:
დ.ა) მოითხოვს გამოყენებული ადზ-ის შეცვლას;
დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;
ე) პროგნოზის მიხედვით ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:
ე.ა) 800, 1500 ან 3000მ;
ე.ბ) 5000 იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით
ვ) პროგნოზებით გათვალისწინებულია ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან ინტენსივობის ცვლილება:
ვ.ა) ყინულოვანი ნალექები;
ვ.ბ) ყინულოვანი ნისლი;
ვ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
ვ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ვ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;
ვ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ვ.ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);
ვ.თ) ქარტეხილი;
ვ.ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი
ზ) პროგნოზების შესაბამისად BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე გაიზრდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKNან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:
ზ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
ზ.ბ) 450მ (1500 ფუტი)– იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესით;
თ)450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა შეიცვლება:
თ.ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან
თ.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;
ი) პროგნოზით მოსალოდნელია გროვა-საწვიმარი ღრუბლების განვითარება და/ან გაფანტვა;
კ) პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);
ლ) ნებისმიერი სხვა კრიტერიუმები, რომლებიც ემყარება მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებს და შეთანხმებულია აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის.
შენიშვნა:, მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებზე დაფუძნებული, სხვა კრიტერიუმები, განხილულ უნდა იქნეს სპეციალური შეტყობინება SPECI-ს გამოცემისათვის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმების ანალოგიურად.
8. იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ცვლილების მითითება, რომლებიც ჩამოთვლილია 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში, იმ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტში, გამოიყენება ცვლილებების ინდექსები “BECMG’ და “TEMPO“, რომელთა შემდეგ მოდის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილება. პერიოდის დაწყება და დამთავრება მიეთითება სკდ-ის (UTC) მთელ საათებში. ცვლილების ინდექსის შემდეგ ჩართულია მხოლოდ ის ელემენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ცვლილებაც არის მოსალოდნელი, მაგრამ ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მითითებულია ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არა არის.
9. ცვლილების ინდექსი BECMG (შემოკლება becoming-სგან) და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება იმ ცვლილებების აღწერისათვის, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით და გაურკვეველ მომენტში მოცემული პერიოდის განმავლობაში. დროის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აჭარბებდეს 4 საათს.
10. ცვლილების ინდექსი TEMPO (შემოკლებa temporary-სგან) და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების დროში ხშირი ან არახშირი ცვლილებების დროს, რომლებიც მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გრძელდება 1 საათზე ნაკლები, მთლიანობაში კი – პროგნოზის პერიოდის ნახევარზე ნაკლები დროისა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ დროში ცვლილებების ხანგრძლივობა იქნება 1 საათი ან მეტი, მაშინ ამ მუხლის მე-9 პუქტის შესაბამისად გამოყენება ცვლილებების ჯგუფი BECMG ან დაიყოფა დროის შესაბამის პერიოდებად.
11. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიცემა პროგნოზირებული ელემენტების ალტერნატიული მნიშვნელობების ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება “PROB“ ალბათობის ათეულ პროცენტებში და დროის პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ალტერნატიული მნიშვლელობები. ინფორმაცია ალბათობაზე ჩართულია პროგნოზირებული ელემენტის შემდეგ, რასაც მოსდევს ელემენტის ალტერნატიული მნიშვნელობა. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიცემა მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებების პროგნოზის ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება “PROB“, რის შემდეგ მოდის ალბათობა ათეულ პროცენტებში, რომელიც ჩართულია ცვლილების ინდექსის “TEMPO“-ს წინ შესაბამისი დროის ჯგუფით. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 30%-ზე ნაკლები ითვლება უმნიშვნელოდ და იგი არ მიეთითება. ავიაციის შემთხვევაში ალტერნატიული მნიშვნელობის ალბათობა 50% და მეტი არ შეიძლება ჩაითვალოს ალბათობად და მის მაგიერ, აუცილებლობის შემთხვევაში, მიეთითება ცვლილების ინდექსი “BECMG“ და “TEMPO“-ს გამოყენებით ან მოქმედების პერიოდის დაყოფით შემოკლება “FM“-ის ჩართვით. ალბათობის ჯგუფი არ გამოიყენება განმსაზღვრელი ელემენტის სახით ცვლილების ინდექსისათვის “BECMG“ ან დროის ინდექსისათვის “FM“.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და მეტნაკლებად მთლიანი ცვლილება ამინდის ერთი ან პრევალირებული ჯგუფისა მეორეთი, მოქმედების პერიოდი იყოფა დამოუკიდებელ პერიოდებად, შემოკლება “FM“-ის გამოყენებით, რის შემდეგ მოდის დროის ოთხციფრიანი ჯგუფი მთელ საათებსა და წუთებში (სკდ), რომელიც მიუთითებს მოსალოდნელი ცვლილების ვადას. შემოკლება “FM“-ის შემდეგ გამოყოფილი პერიოდი წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს და ამ შემოკლების შემდეგ მითითებული პირობები ცვლიან ყველა პროგნოზირებულ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებენ ამ შემოკლებას.
13. ცვლილებების და ალბათობის ჯგუფის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და, როგორც წესი, ისინი არ უნდა აჭარბებდნენ ხუთს.
მუხლი 94🔗. პროგნოზები TAF-ის გავრცელება
პროგნოზები “TAF“ და მათი კორექტივები იგზავნება OPMET-ის მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა და ცენტრებში, რომლებიც დანიშნულნი არიან რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით საავიაციო ფიქსირებული სამსახურის ჩარჩოში მონაცემთა დაგზავნის თანამგზავრული სისტემის ექსპლუატაციისათვის, რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 95🔗. „TREND“-ის ტიპის პროგნოზის კრიტერიუმები
1. „TREND“-ის ტიპის პროგნოზები გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A3-1და A3-2 ცხრილების ნიმუშების მიხედვით. „TREND“-ის ტიპის პროგნოზებში გამოიყენება ის ერთეულები და შკალები ანალოგიური რაც იმ შეტყობინებაში, რომელსაც ის თან ერთვის.
2. “TREND“-ის ტიპის პროგნოზში მიეთითება მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთი ან რამდენიმე შემდეგი ელემენტისა: მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ამინდისა და ღრუბლების. ჩართულია მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შეიცვლება. მაგრამ ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მითითებულია ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხილვადობის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, აგრეთვე, მიეთითება მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ხილვადობის შემცირება. თუ არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ მიეთითება ტერმინით “NOSIG“.
3. „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება მიწისპირა ქარის ცვლილება, რომლებსაც თან ახლავს:
ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულების ცვლილება 60 გრადუსით ან მეტით, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს;
ბ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით(10 კვანძი) ან მეტით;
გ) ქარის ცვლილებები, რომლებიც აჭარბებენ საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს მიერ სმმ-ის ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც:
გ.ა) მოითხოვენ მოქმედი ადზ-ის (კურსის) შეცვლას;
გ.ბ) მოწმობენ იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებებმა ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენენ ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:
150,350,600,800,1500 ან 3000მ, მაშინ დაფრენისათვის პროგნოზის ტრენდულ ნაწილში მიეთითება ასეთი ცვლილება.
იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით, პროგნოზში დამატებით მიეთითება ცვლილება მაშინ, როდესაც ხილვადობა აღწევს ან აჭარბებს 5000მ-ს.
შენიშვნა: „TREND“-ის ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებს ხილვადობა შეესაბამება ადზ-ის გასწვრივ პროგნოზირებულ ხილვადობას; .“TREND“-ის ტიპის პროგნოზში რომელიც თან ერთვის METAR და SPECI-ს, ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.
5. „TREND“-ის ტიპის პროგნოზში მიეთითება მოსალოდნელი დაწყება, დამთავრება ან ინტენსივობის ცვლილება ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი) შემდეგი ამინდის მოვლენისა ან მათი ერთობლიობის:
ა) ყინულოვანი ნალექები;
ბ) ყინულოვანი ნისლი;
გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;
ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);
თ) ქარტეხილი;
ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა);
კ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია 81-ე მუხლის მე-4 პუნქტში, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შთანხმების საფუძველზე ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება „NSW“-ს გამოყენებით.
6. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან როდესაც მოსალოდნელია BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150,300, და 450 მ (100, 200, 500, 1000, და 1500 ფუტი), „TREND“-ის ტიპის პროგნოზში ასეთი ცვლილება მიეთითება. Aამ შემთხვევაში, როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მეტრზე (1500 ფუტი) ნაკლებია, აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ იგი კიდევ შემცირდება ან მოიმატებს, „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება ღრუბლების რაოდენობის ცვლილება მატების მხარეს „SKC“, “FEW“ ან SCT–დან “BKN“ ან „OVC“-მდე ან ცვლილება შემცირების მხარეს “BKN’ ან “OVC“-დან „SKC“, „FEW“ ან SCT-მდე. თუ პროგნოზირდება ღრუბლების არყოფნა 1500 მეტრზე ან სექტორში უმაღლეს მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა, იმის და მიხედვით, თუ რომელია მეტი, ხოლო შემოკლება “CAVOK“ და ‘SKC’ ამინდის პირობების აღწერისათვის არ გამოდგებიან, მაშინ გამოიყენება შემოკლება “NSC“.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული; ან დაიბინდება და აეროდრომზე არის ვერტიკალურ ხილვადობაზე დაკვირვების მონაცემები და როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას; ან როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას; ან როდესაც პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60,150 ან 300მ (100,200 500 ან 1000 ფუტი), „TREND“-ის ტიპის პროგნოზში დაფრენისათვის მიეთითება ასეთი ცვლილება.
8. აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მინიმუმების გათვალისწინებით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, გამოიყენება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის დადებული შეთანხმებით მიღებული კრიტერიუმები.
9. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ელემენტების ცვლილება, შეტყობინების ტრენდული ნაწილი იწყება ერთი ან რომელიმე ცვლილების ინდექსით: „BECMG“ ან „TEMPO“.
10. ცვლილებების ინდექსი “BECMG’ გამოიყენება პროგნოზირებული ცვლილებების აღწერისათვის, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევენ ან გადააჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ან ვადა, როდესაც მოსალოდნელია ცვლილება, მიეთითება შესაბამისად შემოკლებების გამოყენებით “FM“, “TL“ ან “AT“, შემდგომ კი მოდის დროის ჯგუფი საათებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება და მთლიანად დასრულდება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის მოქმედების განმავლობაში, ცვლილების დაწყება და დამთავრება მიეთითება შესაბამისად “FM“ და “TL“ შემოკლებების გამოყენებით, შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება “TREND’-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დასრულდება ამ პერიოდის დამთავრებამდე, შემოკლება “FM’ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “FM’ შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში გარკვეულ დროს, მაშინ გამოიყენება შემოკლება “TL“ დროის შესაბამისი ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს ან როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდში, ხოლო ცვლილების დრო უცნობია, მაშინ შემოკლებები “FM“, “TL“ ან “AT“ შესაბამისი დროის ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი “BECMG“.
11. ცვლილებების ინდექსი “TEMPO“ გამოიყენება პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების დროში ცვლილებების აღწერისათვის, რომლებიც აღწევენ ან აჭარბებენ დადგენილ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევვაში შენარჩუნებული იქნებიან 1 საათის განმავლობაში, მთლიანობაში კი – პერიოდის ნახევარზე ნაკლები, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება ცვლილება. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება დროებითი ცვლილებები, მიეთითება შემოკლებების და წუთებში “FM“ და/ან “TL“ გამოყენებით,რომელთა შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებში და წუთებში. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება, რომ მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებები დაიწყება და მთლიანად დასრულდება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში, მაშინ მიეთითება დაწყება და დასრულება დროითი ცვლილებების პერიოდის შემოკლებების გამოყენებით “FM“ და “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფებით. იმ შემთხვევებში, როდესაც, პროგნოზირდება, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დამთავრდება ამ პერიოდის დასრულებამდე, შემოკლება ‘FM“ დროის შესაბამისი ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება შემოკლება “TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის ბოლოს, შემოკლება “TL’ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება “FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით. თუ მოსალოდნელია, რომ დროითი ცვლილებების პერიოდი დაიწყება “TREND“-ის ტიპის პროგნოზის დასაწყისში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, ორივე შემოკლება “FM’ და “TL“ შესაბამისი დროითი ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი “TEMPO“.
12. ნიშანი “PROB“ “TREND“-ის ტიპის პროგნოზში არ გამოიყენება.
მუხლი 96🔗. პროგნოზები აფრენისათვის
1. პროგნოზის ფორმატი უნდა განისაზღვროს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, ერთეულები და შკალა, რომლებიც გამოიყენება აფრენისათვის პროგნოზებში, უნდა იყოს ამ აეროდრომისათვის გამოცემული შეტყობინებების კომპონენტების ანალოგიური.
2. აფრენის პროგნოზის კორექტივების გამოცემის კრიტერიუმები მიწისპირა ქარის სიჩქარესა და მიმართეულებაზე, ტემპერატურაზე, წნევაზე და სხვა ნებისმიერ ელემენტზე შეთანხმებულს ადგილობრივ დონეზე, უნდა განისაზღვროს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომისათვის დადგენილ სპეციალური შეტყობინებების გამოცემის კრიტერიუმებს ამ წესის 75-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 97🔗. დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ზონალური პროგნოზები GAMET
1. ზონალური პროგნოზების GAMET-ის მომზადებისას ისინი შეიცავს ორ ნაწილს: 1 ნაწილი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მარშრუტზე იმ ამინდის მოვლენების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას, რომელიც გამოიყენება ინფორმაცია AIRMET-ის გამოსაცემად, და მე-2 ნაწილი, რომელიც შეიცავს დამატებით აუცილებელ ინფორმაციას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისას. ზონალური პროგნოზების, ფორმატში GAMET-ი შინაარსი, ელემენტების თანმიმდევრობა შეესაბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-3 ცხრილის მიხედვით. მეორე ნაწილში დამატებითი ელემენტები უნდა ჩაერთოს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე. ელემენტები, რომლებიც უკვე ჩართულია შეტყობინება SIGMET-ში, აღარ ჩაერთვება ზონალურ პროგნოზ GAMET-ში.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ზონლურ პროგნოზ GAMET-ში ჩართული ამინდის მოვლენა, რომელიც წარმოადგენდა საშიშროებას დაბალ სიმაღლეზე ფრენებისას და პროგნოზირებული მოვლენა არ წარმოიშვა ან აღარ პროგნოზირდება, გამოიცემა GAMET-ის AMD ცვლილება, რომელშიც იცვლება, მხოლოდ შესაბამისი მეტეოროლოგიური ელემენტი.
შენიშვნა: ინფორმაცია AIRMET-ის გამოცემის მოთხოვნები მოცემულია ამ წესის XVI თავში.
3. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის რუკების სახით ქარის და ტემპერატურის პროგნოზის გამოიცემა პუნქტებისათვის, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული არიან არა უმეტეს 500 კმ-ის (300 მილი), და შემდეგი აბსოლუტური სიმაღლეებისათვის: 600, 1500 და 3000 მეტრი (2000, 5000, და 10000 ფუტი) და 4500 მეტრი (15000 ფუტი) მთიანი რაიონებისათვის.
4. ზონალური პროგნოზების მომზადებისას დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის რუკების სახით მოვლენების SIGWX პროგნოზის შესახებ გამოიცემა SIGWX პროგნოზის სახით დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ეშელონისათვის ეშელონ 100-მდე (ან ფრენის ეშელონ 150-მდე მთიან რაიონებში ან უფრო მაღლი ეშელონებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში). SIGWX პროგნოზებში დაბალ სიმაღლეებზე ჩართულია შემდეგი პუნქტები:
ა) მოვლენა, რომელიც მოითხოვს ინფორმაცია SIGWX-ს გამოცემას XVI თავის მიხედვით, რომელიც სავარაუდოდ მოახდენს გავლენას დაბალ სიმაღლეზე ფრენებზე;
ბ) ზონალური პროგნოზების ელემენტები დაბალ სიმაღლეზე ფრენებისათვის, რომლებიც მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-3 ცხრილში, გარდა ამ ელემენტებისა;
ბ.ა) სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის და;
ბ.ბ) QNH-ის პროგნოზირებულ მნიშვნელობას.
თავი XVI
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ინფორმაცია SIGMET-ს და AIRMET-ს, გაფრთხილება აეროდრომებისათვის და გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ
მუხლი 98🔗. შეტყობინება SIGMET
1. შეტყობინება SIGMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა შეესბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1 ცხრილში.
2. შეტყობინება, რომელიც შეიცავს ინფორმაცია SIGMET-ს.
3. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშში ასახავს ინფორმაცია SIGMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცლკეულ SIGMET-ს. თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში
4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშის შესაბამისად შეტყობინება SIGMET-ში ჩართულია მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა, შემდეგი შემოკლებებით: კრეისერულ ეშელონებზე ( აბსოლუტური სიმაღლისაგან დამოუკიდებლად):
ა) ჭექა-ქუხილი :
ა.ა) დაფარული – OBSC TS
ა.ბ) შენიღბული – EMBD TS
ა.გ.) ხშირი ჭექა-ქუხილი – FRQ TS
ა.დ) ქარტეხილის ხაზი – SQL TS
ა.ე) დაფარული სეტყვასთან ერთად – OBSC TSGR
ა.ვ) შენიღბული სეტყვასთან ერთად – EMBD TSGR
ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად – FRQ TSGR
ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვასთან ერთად – SQL TSGR
ბ) ტროპიკული ციკლონი
ბ.ა) ტროპიკული ციკლონი:
მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარით TC (+ ციკლონის დასახელება)
34 კვანძი და მეტი 10 წუთის განმავლობაში
გ) ტურბულენტობა
გ.ა) ძლიერი ტურბულენტობა – SEV TURB
დ) შემოყინულობა
დ.ა) ძლიერი შემოყინულობა – SEV ICE
დ.ბ) ძლიერი შემოყინულობა გადაციებული წვიმის შედეგად – SEV ICE (FZRA)
ე) მთის ტალღა
ე.ა) ძლიერი მთის ტალღა – SEV MTW
ვ) მტვრიანი ქარიშხალი
ვ.ა) ძლიერი მტვრიანი ქარიშხალი – HVY DS
ზ) ქვიშის ქარიშხალი
ზ.ა) ძლიერი ქვიშის ქარიშხალი – HVY SS
თ) ვულკანური ფერფლი
თ.ა) ვულკანური ფერფლი – VA
(+ ვულკანის სახელწოდება, თუ ის ცნობილია)
ი) რადიოაქტიური ღრუბელი
ი.ა) რადიოაქტიური ღრუბელი – RDOACT CLD
5. ინფორმაცია SIGMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიცემა შეტყობინება SIGMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ინფორმაცია SIGMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.
6. შეტყობინება SIGMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოს, ზმპც და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად. შეტყობინება SIGMET, რომელიც ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბლებს, მიემართება VAAC-ის ცენტრებში.
7. შეტყობინება SIGMET გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებს OPMET და საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც პასუხს აგებენ თანამგზავრების სისტემის მონაცემთა დაგზავნაზე AFS ჩარჩოებში, რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად.
მუხლი 99🔗. შეტყობინება AIRMET
1.შეტყობინება AIRMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა შეესაბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილში.
2. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1ცხრილის ნიმუშში, ასახავს ინფორმაცია AIRMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01-დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცლკეულ SIGMET-ს. თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში.
3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, აუცილებლობის შემთხვევაში, იყოფა ქვერაიონებად.
4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის A6-1ცხრილის ნიმუშის შესაბამისად, შეტყობინება AIRMET-ში ჩართულია მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა, შემდეგი შემოკლებებით: კრეისერულ ეშელონებზე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა (ან ფრენის ეშელონ 150-ზე დაბლა მთიან რაიონებში):
ა) მიწისპირა ქარის სიჩქარე
ა.ა) მიწისპირა ქარის საშუალო საჩქარე SFC WSPD ( +ქარის სიჩქარე და ვრცელ სივრცეზე 60 კმ/სთ (30 კვ ) საზომი ერთეულები)
ბ) ხილვადობა მიწისპირას
ხილვადობა ვრცელ სივრცეზე 5000 მ-ზე ნაკლები, ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას – SFC VIS + BR,DS,DU,DZ,FC,FG,FU,GR,GS,HZ,IC PL,PO,RA,SA,SG,S№,SQ,SS ან VA)
გ) ჭექა-ქუხილი
გ.ა) ცალკეული სეტყვის გარეშე –ISOL TS
გ.ბ) იშვიათი სეტყვის გარეშე – OC№L TS
გ.გ) ცალკეული სეტყვასთან – ISOL TSGR
გ.დ) იშვიათი სეტყვასთან ერთად – OCNL TSGR
გ.ე) ქარტეხილის ხაზი
დ) მთების დაკეტვა
დ.ა) მთები დაკეტილია – MT OBSC
ე) ღრუბლიანობა
დაფლეთილი ან მთლიანი ღრუბლიანობა ვრცელ სივრცეზე ქვედა საზღვრის
სიმაღლით 300 მ ან ნაკლები მიწის დონეზე:
ე.ა) დაფლეთილი – BKNCLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები
ე.ბ) მთლიანი – OVC CLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები
ე.გ)გროვა-საწვიმარი ღრუბლები
ე.გ.ა) ცალკეული – ISOL CB
ე.გ.ბ) იშვიათი – OC№L CB
ე.გ.გ) ხშირი – FRQ CB
ე.დ) კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები
ე.დ.ა) ცალკეული – ISOL TCU
ე.დ.ბ) იშვიათი – OC№L TCU
ე.დ.გ) ხშირი – FRQ TCU
ვ) შემოყინულობა
ვ.ა) ზომიერი შემოყინულობა (გარდა, კონვექტიურ ღრუბლებში წარმოქმნილი შემოყინულობისა – MOD ICE
ზ) ტურბულენტობა
ზ.ა) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა კონვექტიურ ღრუბლებში წარმოქმნილი ტურბულენტობისა – MOD TURB
თ) მთის ტალღა
თ.ა) ზომიერი მთის ტალღა - MOD MTW
5. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიცემა შეტყობინება AIRMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.
6. შეტყობინება AIRMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოებს, ზმპც-ს და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად. გარდა ამისა, შეტყობინება AIRMET გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებს OPMET და საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც პასუხს აგებენ თამგზავრების სისტემის მონაცემთა დაგზავნაზე AFS ჩარჩოებში.
მუხლი 100🔗. გაფრთხილებები აეროდრომზე
1. გაფრთხილებები აეროდრომზე გამოიცემა მომხმარებლის ან საეროდრომო სამსახურების მოთხოვნით, იმ მეტეოროლოგიურ ორგანოების მიერ, რომლებსაც ევალება მოცემული აეროდრომის მომსახურება ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად და ეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს ლოკალური შეთანხმების საფუძველზე.
2. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშში ასახავს აეროდრომზე გაფრთხილებების რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) მოცემულ აეროდრომზე.
3. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-2 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად აეროდრომზე გაფრთხილება უნდა გამოიცეს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე მოვლენის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი წარმოშობისას:
ა) ტროპიკული ციკლონი (როდესაც მოსალოდნელია რომ მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს აეროდრომზე 17 მ/წმ-ს (34კვანძი) ან მეტს);
ბ) ჭექა-ქუხილი;
გ) სეტყვა;
დ) თოვლი(არსებული ან მოსალოდნელი თოვლის ნადების ჩათვლით);
ე) გადაციებული ნალექები;
ვ) თრთვილი;
ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
თ)მტვრიანი ქარიშხალი;
ი) გადატანილი მტვერი ან ქვიშა;
კ) ძლიერი მიწისპირა ქარი ან დაქროლვა;
ლ) ყინვა;
მ) ვულკანური ფერფლი;
ნ) ცუნამი;
ო) სხვა მოვლენები, რომლებიც შეთანხმებულია ადგილობრივ დონეზე.
4. ტექსტის გამოყენება, გარდა შემოკლებებისა, რომლებიც მოყვანილია ნიმუშში, მინიმუმამდეა დაყვანილი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა შედგეს ღია ტექსტით და შემოკლებებით. იკაოს მიერ დამტკიცებული შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ტექსტი ინგლისურ ენაზე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა რაოდენობრივი კრიტერიუმები აეროდრომზე გაფრთხილების გასაცემად, მაგალითად, მოსალოდნელი მაქსიმალური ქარი ან მოსული თოვლის მოსალოდნელი საერთო რაოდენობა, ეს კრიტერიუმები დგინდება მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის შეთანხმებებისა და იმ მხარეების მიერ, რომლებიც სარგებლობენ ამ გაფრთხილებებით.
მუხლი 101🔗. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ
1. ცნობები ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ მიიღება შემდეგი სახით:
ა) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვისათვის, მაგალითად დოპლერის რადიოლოკატორი;
ბ) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად, მაგალითად, საზომი სისტემები ქარის წანაცვლების ან წნევის გასაზომად, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ აკონტროლოს კონკრეტული დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკი ან დასაფრენ-ასაფრენი ბილიკი და შესაბამისი აფრენის ან დაშვების ტრაექტორია.
გ) დაკვირვებები საფრენი ხომალდების ბორტიდან სიმაღლის მატებისას ან დასაფრენად მზადებისას, რომლებიც სრულდება მე-4 თავის შესაბამისად;
დ) სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მაგალითად, მიღებული შესაბამისი გამზომების საშუალებით, რომლებიც არსებობს აეროდრომის მახლობლად ან უახლოეს ამაღლებულ მონაკვეთზე ანძებზე ან კოშკურებზე.
შენიშვნა: ქარის წანაცვლების პირობები, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენასთან:
დ.ა) ჭექა-ქუხილი, მიკროდაქროლვა, ძაბრისებური ღრუბელი (ტორნადო ან წყლის სმერჩი) ან ფრონტალური დაქროლვა;
დ.ბ) ფრონტალური ზედაპირები;
დ.გ) ძლიერი მიწისპირა ქარი, გართულებული ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობებით;
დ.დ) ზღვის ბრიზის ფრონტები;
დ.ე) მთის ტალღები;
დ.ვ) ტემპერატურული ინვერსიები დაბალ სიმაღლეებზე.
2. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ, გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშის შესაბამისად და ეგზავნებათ დაინტერესებულ პირებს ლოკალური შეთანხმების საფუძველზე.
3. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია, ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშში ასახავს აეროდრომზე ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01 –დან (UTC) მოცემულ აეროდრომზე.
4. ტექსტის გამოყენება, გარდა შემოკლებებისა, რომელიც მოყვანილია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-3 ცხრილის ნიმუშში, მინიმუმამდეა დაყვანილი. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა შედგეს ღია ტექსტით და შემოკლებებით. იკაოს მიერ დამტკიცებული შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ტექსტი ინგლისურ ენაზე.
5. იმ შემთხვევებში, თუ ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების შედგენისას გამოიყენება საფრენი ხომალდის ბორტიდან ადრე მიწოდებული შეტყობინება, აღნიშნული შეტყობინება, საფრენი ხომალდის ტიპის ჩათვლით, შეიტანება გაფრთხილებაში ცვლილების გარეშე.
6. შეტყობინებების მიღების შემდეგ ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ როგორც მომფრენი, ისე გამფრენი ბორტებიდან, გამოიცემა ორი გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ: ერთი მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ხოლო მეორე გამფრენებისათვის.
7. ვინაიდან, ქარის წანაცვლების ინტენსივობის შესახებ შეტყობინების გადასაცემი მოთხოვნები დამუშავების პროცესშია, ამიტომ გამოიყენება შემდეგი საკვალიფიკაციო ტერმინები: “ზომიერი“, “ძლიერი“ და “ძალიან ძლიერი“
8. შეტყობონება ქარის წანაცვლების შესახებ ან ქარის წანაცვლების აღმოჩენის შესახებ, ვრცელდება დისტანციური გაზომვის სახმელეთო ავტომატიზებული დანადგარებით, დაინტერესებულ მხარეებთან ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე.
თავი XVII
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება საავიაციო კლიმატოლოგიურ ინფორმაციას
მუხლი 102🔗. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაციის დამუშავება
მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემები, რომლებიც ეხება ძირითად და სათადარიგო აეროდრომებს, უნდა შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნეს სააეროდრომო კლიმატოლოგიური ინფორმაციისათვის შესაფერისი ფორმით.
მუხლი 103🔗. საავიაციო კლიმატოლოგიური ინფორმაციის გაცვლა
სრულუფლებიანმა მეტეროლოგიურმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე. ექსპლუატანტებმა და საავიაციო მომხმარებლებმა, რომლებიც საჭიროებენ მსგავს ინფორმაციას, უნდა მიმართონ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მომზადებაზე.
მუხლი 104🔗. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილები
სააეროდრომო კლიმატოლოგიურ ცხრილში, საჭიროების მიხედვით უნდა მიეთითოს:
ა) საშუალო სიდიდეები და გადახრები, მათ შორის, მეტეოროლოგიური ელემენტების (მაგ., ტემპერატურა) მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები;
ბ) მიმდინარე ამინდის წარმოშობის სიხშირე, რომლებიც გავლენას ახდენს ფრენის შესრულებაზე აეროდრომის ტერიტორიაზე (მაგ., ქვიშის ქარიშხალი);
გ) ერთი ელემენტის წარმოშობის სიხშირე ან ორი და მეტი ელემენტის ერთობლიობა, რომელთაც გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა (მაგ. შეზღუდული ხილვადობისა და დაბალი ღრუბლიანობის ერთობლიობა).
მუხლი 105🔗. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები
სააეროდრომო კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეიცავდეს:
ა) ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის და/ან მნიშვნელოვანი, (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ბ) ხილვადობის მნიშვნელობების განმეორადობას დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;
გ) მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;
დ) ქარის მიმართულებისა და სიჩქარის განმეორადობებს დადგენილი დიაპაზონის ფარგლებში;
ე) მიწისპირა ფენაში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობების განმეორადობას 50C -ის დიაპაზონში დროის განსაზღვრულ მომენტებში;
ვ) საშუალო მნიშვნელობებს და მათგან გადახრებს მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია საექსპლუატაციო დაგეგმვისათვის, მათ შორის, ასაფრენი მახასიათებლების გამოსათვლელად.
შენიშვნა: კლიმატოლოგიური ცნობების მოდელები მოცემული „ა“ - „ე“ ქვეპუნქტებში მოცემულია მმო-ს ტექნიკურ რეგლამენტ №49-ში, მე-2 ტომის პუნქტ C3.2.
თავი XVIII
ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ექსპლუატანტების და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს
მუხლი 106🔗. მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფის საშუალებები და მისი ფორმატი
1. მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე, ექსპლუატანტებს და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიმე ქვემოთ მოყვანილი საშუალებით:
ა) ხელნაწერი ან დაბეჭდილი მასალები, მათ შორის, დადგენილი რუკები და ფორმები;
ბ) მონაცემები რეგულარულ ბადის წერტილებში ციფრული ფორმით;
გ) ინსტრუქტაჟი;
დ) კონსულტაცია;
ე) ინფორმაციის ჩვენება; ან
ვ) „ა“ - „ე“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილის მაგივრად: ფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით მეთოდით, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალაში რჩება ექსპლუატანტებისა და ეკიპაჟის წევრების დაშვება კონსულტაციისთვის მეტეოროლოგიურ ორგანოსთან 109-ე მუხლის შესაბამისად.
2. ექსპლუატანტთან კონსულტაციის საფუძველზე აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო განსაზღვრავს:
ა) წარმოსადგენი ინფორმაცისს ტიპს და ფორმატს;
ბ) ამ ინფორმაციით მომარაგების ხერხებს და საშუალებებს.
მუხლი 107🔗. ფრენისწინა დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის ფორმატი
1. ზმპც-იდან მიღებულ ინფორმაციას ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მზადდება კოდური ფორმით GRIB.
შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია მმო-ს გამოცემა №306 „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი 1.2, „ორმაგი კოდები“.
2. ზმპც-იდან მიღებულ ინფორმაციას ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომელიც განკუთვნილია წინასაფრენოსნო დაგეგმარების და ფრენისას გადაგეგმარებისათვის, მზადდება კოდური ფორმით GRIB.
შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია მმო-ს გამოცემა №306 „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი 1.2, „ორმაგი კოდები“.
3.მეტეოროლოგიურ ინფორმაციაში, რომელიც საჭიროა ფრენისწინა დაგეგმვისათვის ვერტმფრენებით ფრენების შესრულებისათვის ღია ზღვაში განლაგებულ ობიექტებზე, ჩართული უნდა იქნეს მონაცემები ფენების მიხედვით ზღვის დონიდან 100 ეშელონამდე. განსაკუთრებით უნდა მიეთითოს მოსალოდნელი ხილვადობა წყლისპირა ჰაერის ფენაში, ღრუბლების რაოდენობა და ფორმა (თუ ასეთი მონაცემები არსებობს) ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრები 100 ეშელონზე დაბლა, ზღვის მდგომარეობა, ზღვის ტემპერატურა, საშუალო წნევა ზღვის დონეზე, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ტურბულენტობა, შემოყინულობა, როგორც ეს გათვალისწინებულია სააერნაოსნო შეთანხმებით.
მუხლი 108🔗. ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია, საფრენოსნო დოკუმენტაცია
1. საჩვენებელი მასალა, ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისა და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ფრენების წარმოებასთან.
2. საფრენოსნო დოკუმენტაცია, რომელიც ეხება სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის პროგნოზს და მოვლენებს SIGWX, წარმოდგენილი უნდა იქნეს რუკების სახით. დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის ალტერნატივის სახით გამოიყენება ზონალური პროგნოზები GAMET.
3. საფრენოსნო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოყენებული რუკების ნიმუშები და ფორმები მოცემულია ამ წესის დანართ 1-ში. ეს ნიმუშები შემუშავებულია მმო-ს მიერ შესაბამისი ექსპლუატანტების მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია იკაო-ს მიერ.
4. შეტყობინებები METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები“ TREND“) TAF, GAMET, SIGMET, AIRMET და საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ უნდა წარედგინოთ შესაბამისი ნიმუშების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ამ წესის XII-XVI თავებში და დანართი 1-ში. ასეთი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მიღებული სხვა მეტეოროლოგიური ორგანოებისაგან, უნდა ჩაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციაში ცვლილებების გარეშე.
შენიშვნა: ინფორმაცია METAR/ SPECI და TAF-ის წარდგენის ფორმები მოცემულია ამ წესის დანართ 1-ში.
5. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შემავალი ფორმები და რუკები დაბეჭდილი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. სადაც ეს მიზანშეწონილია გამოიყენება მიღებული შემოკლებები, მიეთითება თითოეული ელემენტის საზომი ერთეულები, თან ეს ერთეულები შეესაბამება აღნიშნულ წესში გათვალისწინებულ ერთეულებს.
6. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, არის გასაგები და ადვილად კითხვადი და ხასიათდება შემდეგი ფიზიკური მახასიათებლებით:
ა) მოხერხებულობისათვის, რუკების ყველაზე დიდი ზომა შეადგენს 42X30 სმ (A3-ის სტანდარტული ზომა) და უმცირესი ზომა 21X30 სმ (A4-ის სტანდარტული ზომა). ზომის შერჩევა დამოკიდებულია მარშრუტის მანძილზე და ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხზე, რომლის მითითებაც აუცილებელია რუკებზე, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმებით;
ბ) ძირითადი გეოგრაფიული ორიენტირების შემოხაზულობა, მაგალითად, სანაპირო ხაზების, მსხვილი მდინარეების და ტბების, გამოისახება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი მარტივი ამოცნობა;
გ) რუკებზე, რომლებიც მზადდება ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების (ეგმ) მეშვეობით, მეტეოროლოგიური მონაცემები პრევალირებს საწყის კარტოგრაფიულ ინფორმაციაზე;
დ) ძირითადი აეროდრომები მითითებულია წერტილის სახით და აღნიშნულია ქალაქის დასახელების პირველი ასო, რომელსაც ეკუთვნის მოცემული აეროდრომი;
ე) კოორდინატების გეოგრაფიული ბადე დაიტანება მერიდიანებით და პარალელებით, გამოხატული წყვეტილი ხაზებით განედის და გრძედის ყოველ 10 გრადუსში; წერტილები განლაგებულია 1 გრადუსის ინტერვალით;
ვ) განედის და გრძედის მნიშვნელობა მითითებულია რუკების მთლიანი ფართობის სხვადასხვა წერტილში;
ზ) რუკებზე საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განმარტებითი წარწერები კეთდება გარკვევით და მარტივად; მათზე ნათლადაა მითითებული მსოფლიო ზონალური ცენტრების ან სხვა ცენტრების დასახელება, რუკების ტიპი, თარიღი და მოქმედების პერიოდი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საზომი ერთეულები.
7. საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული მეტეოროლოგიური დოკუმენტაცია წარმოდგენილია შემდეგი სახით:
ა) ქარის მიმართულება აღნიშნულია ფრთიანი ისრებით ან დაშტრიხული ალმებით ქარის სიჩქარის საჩვენებლად საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;
ბ) ტემპერატურა მიმითითებულია ციფრებით საკმაოდ მჭიდრო ბადეზე:
გ) მონაცემები ქარის და ტემპერატურის შესახებ, მიღებული მზპც-იდან, დატანილია საკმაოდ მჭიდრო განედ-გრძედულ ბადეზე; და
დ) ქარის ისრები პრევალირებს ტემპერატურაზე და ეს ორივე აღნიშვნა გამოირჩევა რუკების ფონზე.
8. ფრენის ეშელონ 250-სა და ფრენის ეშელონ 630-ს შორის ფრენებისათვის რუკების მინიმალურ კომპლექტში ჩართული უნდა იქნეს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რუკები (ფრენის ეშელონი 250 - ფრენის ეშელონი 630) და ქარის და ტემპერატურის პროგნოსტიკური რუკა 250ჰპა ფრენის ეშელონისათვის. ფაქტობრივი რუკები ფრენისწინა დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის თანხმდება მეტეოროლოგიურ სამსახურსა და დაინტერესებულ მომხმარებელს შორის.
9. წარმოდგენილი რუკები დგება ზმპც-ის ციფრული პროგნოზებით, როდესაც ასეთი პროგნოზები მოიცავს ფრენის სავარაუდო ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს.
10. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შეფარდებითი სიმაღლე მიეთითება შემდეგი სახით:
ა) ყველა მონაცემი მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, შეფარდებით სიმაღლეზე ქარის სიმაღლეებზე, ტურბულენტობაზე ან ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვარზე სასურველია მიეთითოს ფრენის ეშელონის სახით: ეს მონაცემები შესაძლებელია გამოიხატოს წნევის სიდიდეებში, აბსოლუტურ სიმაღლეში ან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, მიწის ზედაპირიდან სიმაღლის სახით;
ბ) აეროდრომის რაიონში ყველა მეტეოროლოგიური პირობების მონაცემი, მაგალითად, ღრუბლების ქვედა საზღვრის შეფარდებითი სიმაღლის შესახებ, მიეთითება სიმაღლის სახით აეროდრომის შემაღლების მიმართ.
მუხლი 109🔗. გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები, განკუთვნილი ინსტრუქტაჟის, კონსულტაციის ჩასატარებლად, ფრენების დასაგეგმად და საფრენოსნო დოკუმენტაციის შესადგენად
გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემებში, რომლებიც წარმოადგენენ საშუალებას დამოუკიდებელი ინსტრუქტაჟისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ექაპლუატანტებისა და საფრენოსნო ეკიპაჟის დაკავშირება მეტეოროლოგიურ ორგანოსთან ტელეფონით ან კავშირის სხვა მისაღები საშუალებებით.
მუხლი 110🔗. ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის
მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამონდინარე, წარდგენილი უნდა იყოს ფრენის დროს და როგორც წესი, მოიცავდეს ნებისმიერ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ ელემენტს:
ა) ინფორმაცია METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები“ TREND“) ;
ბ) პროგნოზები TAF და შეცვლილი პროგნოზები TAF;
გ) ინფორმაციას SIGMET, AIRMET და სპეციალურ შეტყობინებებს ბორტებიდან, რომლებიც ეხება ფრენას, იმ პირობით, რომ ისინი ასახული არ იყო შტყობინება SIGMET-ში;
დ) ინფორმაცია ქარსა და ჰაერის ტემპერატურაზე სიმაღლეებზე;
ე) საკონსულტაციო ინფორმაციას ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომლებიც ეხება ფრენას;
ვ) სხვა მეტეოროლოგიურ ინფორმაციას ანბანურ-ციფრული ან გრაფიკული ფორმით აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე.
თავი XIX
ტექნიკური მოთხოვნები, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების, ძებნა-შველის სამსახურების და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის შესახებ
მუხლი 111🔗. ინფორმაცია აეროდრომის კოშკურისათვის
აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო, აუცილებლობის შემთხვევაში, ამარაგებს აეროდრომის კოშკურას შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით შესაბამის აეროდრომზე და მათი კორექტივებით;
ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე;
გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმებით.
მუხლი 112🔗. ინფორმაცია მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტისათვის
მეტეოროლოგიური სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აეროდრომის სამეთვალყურეო მისადგომის პუნქტს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის, წნევის მიმდინარე მონაცემებით, პროგნოზებით TAF-ი და “ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე;
ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას;
გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმებით.
მუხლი 113🔗. ინფორმაცია რაიონული სამეთვალყურეო ცენტრისა და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის
1. მეტეოროლოგიური სამსახური, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აეროდრომის საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს შემდეგი მეტეოროლოგიური ინფორმაციით:
ა) შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის წნევის მიმდინარე მონაცემებით აეროდრომზე და სხვა წერტილებზე, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე, რომლებიც მოიცავს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს აეროდრომებს მეზობელ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონებში;
ბ) სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის პროგნოზებით, ფრენის მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით და მათი კორექტივებით, განსაკუთრებით იმ მოვლენების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შუშალონ ფრენების ვიზუალური წესებით შესრულებას. ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით საჰაერო ხომალდებიდან საფრენოსნო ინფორმაციის ან სამეთვალყურეო რაიონში და რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის ან რაიონული სამეთვალყურეო ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად;
გ) საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის ან რაიონული სამეთვალყურეო ცენტრის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ჰაერში მყოფი ხომალდების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან დახმარებისათვის უნდა მიმართოს სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ მიღებული ინფორმაციით;
ვ) საკონსულტაციო ინფორმაციით ტროპიკული ციკლონების შესახებ, რომელიც გამოიცემა TCAC-ის მიერ, მისი პასუხისმგებლობის რაიონში;
ზ) საკონსულტაციო ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომელიც გამოიცემა VAAC-ის მიერ, მათი პასუხისმგებლობის რაიონში;
თ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური მოქმედების, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, და/ან ვულკანური ამოფრქვევის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და სმმ-ის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმებით.
2. საფრენოსნო ინფორმაციის მიზნებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, მიმდინარე მეტეოროლოგიური შეტყობინებები და პროგნოზები მიეწოდებათ საავიაციო ელექტროკავშირის სადგურებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაციის ასლი ეგზავნებათ საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს.
3. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები უზრუნველყოფილნი არიან ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF-ი და “ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით, ინფორმაციით SIGMET და AIRMET, სიმაღლეებზე ქარის და ტემპერატურის პროგნოზებით და მათი კორექტივებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი გამოიცემა და ეგზავნებათ სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს ან მიღებულია მათგან.
მუხლი 114🔗. ინფორმაცია ძებნა-შველის ორგანოებისათვის
1. ინფორმაცია, რომლითაც უზრუნველყოფილნი არიან ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრები, შეიცავს მონაცემებს მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ცნობილი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის უკანასკნელი ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული საჰაერო ბორტის დაგეგმილი მარშრუტის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემებს, შემდეგის მითითებით:
ა) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების ფრენის მარშრუტზე;
ბ) ღრუბლების რაოდენობის და სახეობების (კერძოდ, გროვა-საწვიმარის) და ღრუბლის ქვედა და ზედა საზღვრის;
გ) ხილვადობის და იმ მოვლენების, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას;
დ) მიწისპირა ქარის და სიმაღლეებზე ქარის;
ე) ზედაპირის მდგომარეობის, მათ შორის, თოვლის საფარის ან წყლის არსებობის;
ვ) ზღვის ზედაპირის ტემპერატურის, ზღვის მდგომარეობის, ყინულის საფარის, ასეთის არსებობისას და ოკეანის დინებების;
ზ) წნევის ზღვის დონეზე.
2. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე მეტეოროლოგიური სამსახური ყველა ღონეს მიმართავს, დეტალური მონაცემების მისაღებად იმ საფრენოსნო დოკუმენტაციაზე, რომელიც მიეწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, მათ შორის, პროგნოზების კორექტივები, რომლებიც გადაეცა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდის ბორტს.
3. ძებნა-შველის ოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, მეტეოროლოგიური სამსახური, მოთხოვნის საფუძველზე, წარადგენს:
ა) სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ძებნის ზონაში, და;
ბ) ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, მათ შორის იმ ფრენის მარშრუტებზე, რომელსაც ასრულებენ სამაშველო საჰაერო ხომალდები იმ აეროდრომიდან მოშორებით, საიდანაც მიმდინარეობს ძებნა.
4. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნით მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით წყალზედა ხომალდებს, რომლებიც აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციებს.
მუხლი 115🔗. ინფორმაცია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისათვის
აუცილებლობის შემთხვევაში, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია შესაბამის სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP GEORGIA) ჩასართავად;
ბ) აუცილებელი ინფორმაციით NOTAM-ის და ASHTAM-ის მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაციით:
ბ.ა) შემოღების, შეწყვეტის და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების ორგანიზებაში. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებათ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს დროულად, ძალაში შესვლის ვადამდე, რათა ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-15 დანართის პ.5.1.1 და 5.1.1.1 შესაბამისად იყოს NOTAM-ის გამოცემის შესაძლებლობა;
ბ.ბ) ვულკანური მოქმედების წარმოშობის შესახებ;
ბ.გ) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ მიღებული ინფორმაციით;
გ) აუცილებელი ინფორმაციით სააერნაოსნო ინფორმაციის ცირკულარების მოსამზადებლად; მათ შორის, ინფორმაციით:
გ.ა) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მისი ორგანიზების წესებისა და საშუალებების შესახებ, და:
გ.ბ) საჰაერო ხომალდების ფრენების შესრულებაზე განსაზღვრული მეტეოროლოგიური ორგანოების ზემოქმედების შესახებ.
თავი XX
ტექნიკური მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან და მათ გამოყენებასთან
მუხლი 116🔗. აუცილებელი დრო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადასაცემად
თუ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, AFTN-ით შეტყობინებების და ბიულეტენების, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, გადაცემის დრო უნდა შეადგენდეს ნაკლებს ვიდრე:
შეტობინება SIGMET და AIRMET,
საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანურ
ფერფლსა და ტროპიკულ ციკლონებზე
და სპეციალური შეტყობინება ბორტიდან–––––––––------------------------------------------––––5 წთ
ამინდის განსაკუთრებული მოვლენების
პროგნოზების და სიმაღლეებზე
პროგნოზების კორექტივების
ღია ტექსტით შემოკლებებით
გადაცემული--------------------------------------------------------------------------------------------------------5 წთ
პროგნოზები TAF-ის
კორექტივები და დაზუსტებები--------------------------------------------------------------------------------5 წთ
METAR
“TREND“-ის ტიპის პროგნოზი
0900კმ
(500 საზღვაო მილი)--------------------5 წთ
TAF
0900კმ-ზე მეტი
SPECI
(500 საზღვაო მილი)--------------------10 წთ
მუხლი 117🔗. მეტეოროლოგიური ბიულეტენები ანბანურ-ციფრულ ფორმაში
1. მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული გადაცემებისათვის, უნდა გადაიცეს რეგულარულად, მითითებულ დროს განრიგის მიხედვით. შეტყობინება METAR უნდა გადაიცეს არაუგვიანეს 5 წუთისა, დაკვირვების ფაქტობრივი დროიდან. პროგნოზები TAF უნდა გადაიცეს 1 საათით ადრე მის ძალაში შესვლამდე.
2. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარებიან საავიაციო ფიქსირებული კავშირის ან საჯარო ინტერნეტით გადაცემას აქვთ სათაური, რომელიც შედგება:
ა) პირობითი აღნიშვნა;
ბ) გამოსაყენებელი იკაო-ს ადგილმდებარეობის ინდექსი;
გ) ჯგუფი „თარიღი-დრო“;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში სამასოიანი ინდექსი
3. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარებიან საავიაციო ფიქსირებული ქსელით (AFTN) გადაცემას, ჩართულია AFTN-ის ფორმატის ტექსტურ ნაწილში.
4. ზპმც-ს მონაცემები გადასაცემად უნდა გამოიყენებოდეს საავიაციო ფიქსირებული სამსახური ან საჯარო ინტერნეტი.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ს მონაცემები ვრცელდება რუკების სახით, მათი ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისად მკაფიო გამოსახულებას ფრენების დაგეგმვისა დოკუმენტაციის მოსამზადებლად. მიღებული რუკების გამოსახულების 95% უნდა იყოს ნათლად გასარჩევი.
6. ინფორმაციის გადაცემისას შესვენებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს მუშაობის ნებისმიერი ხანგრძლივობისას.
მუხლი 118🔗. საავიაციო მოძრავი სამსახურის კავშირის საშუალებების გამოყენება
1. საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასაცემი შეტყობინებების, პროგნოზების და ინფორმაცია SIGMET-ის ფორმატი და შინაარსი შეესაბამება ამ წესის მე-4, 6 და მე-7 თავების დებულებებს.
2. საჰაერო ხომალდის ბორტიდან გადმოცემული შეტყობინებების ფორმატი და შინაარსი შეესაბამება ამ წესის მე-5 თავის დებულებებს და “საჰაერო მოძრაობის ორგანიზაცია“(PანS-ATM Doc 4444) პირველ დამატებას.
3. საავიაციო მოძრავი სამსახურის მიერ გადაცემული მეტეროლოგიური ბიულეტენის შინაარსი არ განსხვავდება ბიულეტენის თავდაპირველი ვარიანტისაგან.
მუხლი 119🔗. მონაცემთა გადამცემი ხაზის – D-VOLMET-ის გამოყენება
1. აეროდრომები, რომლებზეც შეტყობინება METAR, SPECI და TAF გადაიცემა კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.
2. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვის შეტყობინება SIGMET და AIRMET ექვემდებარება გადაცემას კავშირის ხაზით “მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.
3. შეტობინებების, პროგნოზების და ინფორმაციების SIGMET და AIRMET-ის ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს D-VOLMET-ის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის მე-4, მე-6, და მე-7 თავების დებულებებს.
მუხლი 120🔗. რადიოსამაუწყებლო გადამცემი VOLMET
1. აეროდრომები, რომელთათვის რადიოსამაუწყებლო გადაცემისას VOLMET ტრანსლირდება შეტყობინებები და პროგნოზები, აგრეთვე მათი გადაცემის დრო, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.
2. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვის შეტყობინება SIGMET ჩართულია რეგულარულ რადიოსამაუწყებლო გადაცემებში VOLMET, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით. თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია მათი ჩართვა შეტყობინება SIGMET გადაიცემა გადაცემის დასაწყისში ან 5-წუთიანი დროის მონაკვეთის დასაწყისში.
3. შეტობინებების, პროგნოზების და ინფორმაციის SIGMET ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს VOLMET-ის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის მე-4, მე-6, და მე-7 თავების დებულებებს.
შენიშვნა: ინსტრუქციული მასალები, რომლებიც ეხება რადიოსამაუწყებლო საშუალებებით გადაცემას VOLMET-ის სტანდარტულ რადიოსატელეფონო ფრაზეოლოგიას მოცემულია „საჰაერო მართვის მომსახურების, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის და საავიაციო მეტეოროლოგიურ ორგანოებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოს (DOC 9377) პირველ დამატებაში.
დანართი 1
საფრენოსნო ინფორმაცია. რუკების და ფორმების ნიმუშები
ნიმუში 1. აეროდრომის პროგნოზები. მაგალითი 1-ცხრილის ფორმა
გამოშვებულია ------------ მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ
თარიღი ----------- დრო ------------- (UTC)
აეროდრო
მი
(პირობითი)
გამოშ
ვების თარი
ღი
და დრო
მოქმედე
ბის პერიოდი
(UTC)
ცვლი
ლების ხასია
თი
და დრო
საშუალო
მიმართუ
ლება
(ჭეშმა
რიტ
გრადუ
სებში)
მიწისპი
რა ქარის, ქარის სა
შუალო
სიჩქარე,
ქარის
მაქსიმა
ლური
სიჩქარე
უმეტე
სი
ხილ
ვა
დობა
ამინ
დი
ღრუბლები
პროგნო
ზირებუ
ლი
ტემპე
რატურა
(ცელსი
უსის
გრადუ
სებში)
შენიშ
ვნა
ქვედა
ფენა,
რაოდე
ნობა,
ქვედა
საზღვ
რის
სიმაღ
ლე (მეტ
რებში)
და
ფორმა
(თუ
არის CB)
უფრო
მაღა
ლი
ფენა, რაოდე
ნობა, ქვედა
საზღვ
რის სიმაღ
ლე (მეტ
რებში)
და ფორმა
(თუ არის CB)
A
160000Z
06-06
TEMPO
09-12
150/15KT
VRB/20KT
MAX30KT
10KM
200M
HVY
SHRA
FEW
150
SCT
1000
CB
BKN
1500
MAX
30AT
12OOZ
MNM
20AT
0400Z
B
142140
03-15
PROB40
TEMPO
03-05
BECMG
05-06
060/05KT
VRB/03KT
060/10KT
2000M
500M
10KM
FG
NSW
OOVC
O200
SCT
1500
–––
აღებულია
TAF00-24
C
150400
12-18
PROB30
TEMPO
12-15
030/05KT
030/20KT
10KM
100M
MOD
BLSA
SCT
2500
MAX
30AT
13OOZ
აღებულია
TAF06-06
ჳ
D
150345
06-06
060/10KT
C A V O K
MAX
25AT
14OOZ
MNM
06AT
0500Z
E
151120
12-06
FM
1400
FM
1800
270/10KT
270/10KT
330/15KT
2000M
5000M
10KM
HVY
DZRA
MOD
RA
NSW
BKN
500
BKN
1200
BKN2500
OVC
1500
0VC
2000
MAX
06AT
15OOZ
MNM
MS0AT
0400Z
აღებულია
ცვლი
ლებები
ნიმუში A. აეროდრომის პროგნოზები
მაგალითი 2–კოდური ფორმა TAF
გამოშვებულია––––––––––––––––––მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ(თარიღი, დრო, UTC)–––
ინტენსივობა
აღნიშვნა “–“(სუსტი);აღნიშვნის გარეშე (ზომიერი);~+“(ძლიერი ან “მკაფიოდ გამოსახული“ მტვრის/ქვიშის კორიანტელებისა და ძაბრის მაგვარი ღრუბლების დროს)–გამოიყენებიან პროგნოზირებული ინტენსივობის მითითების მიზნით ზოგიერთი მოვლენებისათვის
აღწერები
MI- თხელი DR - ქარახვეტი
SH- თქეში, თავსხმა FZ - ყინულოვანი (გადაციებული)
BC-ნაგლეჯები BL - მიწისპირა ქარბუქი
TS-ჭექა-ქუხილი PR - ნაწილობრივი
პროგნოზირებული ამინდის მოვლენების შემოკლებული აღნიშვნები
DZ-ჟინჟღლი BR-ჯანღი
PO- მკაფიოდ გამოხაული FC- ძაბრისმაგვარი ღრუბლები
მტვრის ქარახვეტი (ტორნადო და წყლის ქარბორბალა)
FG-ნისლი SN-თოვლი
FU-ბოლი SQ-ქარტეხილი
SG-თოვლის მარცვლები VA-ვულკანური ფერფლი
RA-წვიმა GR-სეტყვა
DU-გარემომცველი მტვერი SS-ქვიშიანი ქარიშხალი
PL-ყინულის ხორხოშელი SA-ქვიშა
DS-მტვრიანი ქარიშხალი HZ-ბური
IC-ყინულის ნემსები GS-ხოშკაკალი
(ალმასის მტვერი)
მაგალითები
+SHRA-ძლიერი თავსხმა წვიმა TSSN-ზომიერი ჭექა-ქუხილი
FZDZ- ზომიერი გაყინული თქორი SNRA-ზომიერი თოვა და წვიმა
+TSSNGR –ძლიერი ჭექა-ქუხილი თოვლით და სეტყვით
ინდექსი აეროდრომის
(პირობითი A,B,C,D,E)
A 122130Z 130024 VRB03KT 4000 SCT025 BECMG 0305 9999 T30/12Z T20/06Z=
B 090845 091212 27010KT 9999 SCT020 FM2100 30015KT 3000 FZDZ BKN006
FM0000 30015KT 0800 +RASN BKN004 BECMG 0305 33020KT 5000
NSW SCT020 BECMG0709 9999=
C 160910Z 161212 10008KT CAVOK FM2000 VRB03KT 0800 FG FM 0900 10008KT
CAVOK=
D 030300Z 030624 03010KT 9999 SCT010 PROB30 TEMPO 0915 03030 0500 BLSA
FM1800 VRB02KT 8000 SCT020=
E 280624 06010KT 9999 SCT025 TEMPO 1216 3000 SHRA BKN015 PROB40
TEMPO 1416 VRB20G30KT +TSRA SCT010CB BKN015=
ნიმუში TA. მარშრუტზე პირობების პროგნოზის ცხრილი
მაგალითი 1. დაბალი დონე
თარიღი–––––––––––––––––-სიმაღლე ზღვის დონიდან ფუტებში
მარშრუტი-ბიგგინ-ჰილიდან ამსტერდამში---საჰაერო ტრასებზე--გავლით
ვარგისია გაფრენისთვის ---1500---დანUTC ----1700---მდეUTC
და მოფრენისათვის ---1700---დანUTC ----2100---მდეUTC
მეტეოროლოგიური სიტუაცია (მიწისპირა ცენტრები და ფრონტები):
აქტიური ცივი ფრონტი ხამბერიდან ნორმანდიის კუნძულებამდე 1000-ზე UTC, მოძრაობს აღმოსავლეთისაკენ სიჩქარით 20კვანძი, 1900-იქნება დაახლოებით 40 მილზე ამსტერდამიდან დასავლეთით
□□□□□□□□□
□□□□□□ ზონა
ლონდონი
□□□□□□□□□ ამსტერდამი
ქარი სიმაღლეებზე
(ჭეშმარიტ გრადუსებში და კვანძებში) 10000ფტ
ტემპერატურა 5000ფტ
(ცელსიუსის 2000ფტ
გრადუსებში)
280/30 MS 12
290/25 MS 03
29020 PS 03
250/45 MS 09
240/35 00
230/30 PS 06
ღრუბლები
XXX
SCT ---------
450
3000
BKN--------
750
XXX
BKN---------
3600
XXX
ISOL EMBD CB ----------
300
240
BKNST -----------
150
XXX
OVC ASLYR ------------
600
ხილვადობა
მიწისპირას
1500მ თქეშის
დროს
4000მ ზომიერი წვიმის დროს და
1000მ ჭექა-ქუხილის დროს
ამინდის განსაკუთრებული
მოვლენები
ზომიერი
10000
OCNL-------
3500
ძლიერი შემოყინვა
ISOL ჭექა-ქუხილები
XXX
ზომიერი OCNL-------
5000
ძლიერი შემოყინვა
OXNA ზომიერი
ძლიერი ტურბულენტობა
ფრონტალურ ზონაში ΞΞΞ
-------
1000
00C იზოთერმის
სიმაღლე
3500
5000
ყველაზე დაბალი
QNH-ის (ჰპა) პროგნოზი
1008
1004
გამოშვებულია---------- -ზე UTC----------20----წ. სინოპტიკოსი
შენიშვნები: 1.დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობები შესაბამისად მიეთითება როგორც “PS“ (პლუს) და “MS“ (მინუს).
2. თუ პროგნოზში მოყვანილია ელემენტის ერთი რიცხვითი მნიშვნელობა, მაშინ ითვლება, რომ ეს მნიშვნელობა არის ყველაზე ალბათური საშუალო მნიშვნელობა ამ ელემენტისა საპროგნოზო პერიოდში.
შემოკლებები: SCT-0ოქტ., FEW-1-2ოქტ., BKN- 5-7 ოქტ., OVC-8 ოქტ., LYR-ფენა, LOC-ლოკალური, ISOL-იზოლირებული, OCNL-შემთხვევითი, FRQ-ხშირი, EMBD-შენიღბული
ნიმუში TA. მარშრუტზე პირობების პროგნოზის ცხრილი
მაგალითი 2. საშუალო დონე
თარიღი–––––––-სიმაღლე ზღვის დონიდან წნევის მიხედვით ასეულ ფუტებში
მარშრუტი-ბიგგინ-ჰილიდან ამსტერდამში---საჰაერო ტრასებზე--გავლით
ვარგისია გაფრენისთვის ---1500---დანUTC ----1700---მდეUTC
და მოფრენისათვის ---1700---დანUTC ----2100---მდეUTC
მეტეოროლოგიური სიტუაცია (მიწისპირა ცენტრები და ფრონტები):
აქტიური ცივი ფრონტი ხამბერიდან ნორმანდიის კუნძულებამდე 1000-ზე UTC, მოძრაობს აღმოსავლეთისაკენ სიჩქარით 20კვანძი, 1900-იქნება დაახლოებით 40 მილზე ამსტერდამიდან დასავლეთით
□□□□□□□□□
□□□□□□ ზონა
ლონდონი
□□□□□□□□□ ამსტერდამი
ქარი სიმაღლეებზე
(ჭეშმარიტ გრადუსებში და კვანძებში) FL240
ტემპერატურა FL180
(ცელსიუსის FL100
გრადუსებში)
260/40 MS 40
270/35 MS 40
280/30 MS 40
240/60 MS 40
240/50 MS 40
250/45 MS 40
ამინდის განსაკუთრებული
მოვლენები და
შესაბამისი
ღრუბლიანობა
ზომიერი 180
ტურბულენტობა ----
XXX
□□□□□□□□□□□□□□
□□□□□□□□□□□□□□
□□□□□□□□□□□□□□
ISOL ჭექა-ქუხილები
ზომიერიდან ძლიერ 240
შემოყინვამდე და ----
ძომიერიდან ძლიერ XXX
ტურბულენტობამდე
□*ტროპოპაუზის
სიმაღლე
□□□□□□□□□□□□□□
□□□□□□□––––––––––
□□□□□□□□□□□□□□
□□□
□□*ნაკადური
დენები □□––––––––
□□□□□□□□□□□□□□
□□□□□□□––––––––––
□□□□□□□□□□□□□□---------------------
□□□□□□□□□□□□–––––––
*თუ არ არის მითითებული , დაგეგმილ ეშელონზე მაღლაა
გამოშვებულია---------- -ზე UTC----------20----წ. სინოპტიკოსი
შენიშვნები: 1.სიმაღლე წნევის მიხედვით არის სიმაღლე მეტრებში სტანდარტული ატმოსფეროს დონის მიხედვით, როდესაც ქვედა საწყის დონეზე წნევა 1013,2 ჰპა-ს შეადგენს.
2. დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობები შესაბამისად მიეთითება როგორც “PS“ (პლუს) და “MS“ (მინუს).
3. ნაჩვენებია, მხოლოდ ამინდის განსაკუთრებულ მოვლენებთან დაკავშირებული ღრუბლები. დაბალი ფენა ღრუბლები და ნისლი, თუ ისინი მოსალოდნელია, მითითებული იქნება აეროდრომის პროგნოზებში.
4. თუ პროგნოზში მოყვანილია ელემენტის ერთი რიცხვითი მნიშვნელობა, მაშინ ითვლება, რომ ეს მნიშვნელობა არის ყველაზე ალბათური საშუალო მნიშვნელობა ამ ელემენტისა საპროგნოზო პერიოდში.
შემოკლებები: SCT-0ოქტ., FEW-1-2ოქტ., BKN- 5-7 ოქტ., OVC-8 ოქტ., LYR-ფენა, LOC-ლოკალური, ISOL-იზოლირებული OCNL-შემთხვევითი, FRQ-ხშირი, EMBD-შენიღბული.
დანართი 2
ექსპლუატაციის თვალსაზრისით სასურველი გაზომვისა და დაკვირვების სიზუსტე (იკაო-ს მონაცემები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ელემენტი, რომელიც დაიკვირვება
ექსპლუატაციის თვალსაზრისით სასურველი გაზომვისა და დაკვირვების სიზუსტე
მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე
მიმართულება +– 100 სიჩქარე 0.5 მ/წმ (1კვ) 5მ/წმ-მდე(10კვ)
10% 5 მ/წმ-ზე (10კვ) მეტი
მიწისპირა ქარის საშუალო მნიშვნელობიდან გადახრა
1მ//წმ გვერდითი ქარის გათვალიწინებით
ხილვადობა
50მ 600 მ-მდე
10% 600მ-იდან 1500 მ-მდე
20% 1500მ-ს ზემოთ
ხილვადობის მანძილი ადზ-ზე
10მ 400მ-მდე
25მ 400მ-იდან 800მ-მდე
10% 800მ-ის ზემოთ
ღრუბლების რაოდენობა
1 ოქტანტი
ღრუბლების სიმაღლე
10მ(33 ფტ) 100მ-მდე(330 ფტ)
10% 100მ-ს ზემოთ (330 ფტ)
ჰაერის ტემპერატურა
ნამის წერტილის ტემპ
10C
წნევის სიდიდე
QNH 0.5 ჰპა
დანართი 3
მაგალითი 1
მაგალითი1-1. რეგულარული დაკვირვებები
ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინება (იგივე პუნქტი და იგივე ამინდის პირობები, რაც შეტყობინება METAR-ისთვის):
ბ) MET REPORT YUDO* 221630Z WIND 240/18KT VIS 6000M RVR RWY 12TDZ 1000M MOD DZ FG CLD SCT 300M OVC 600M T17 DP 16 QNH 1018HPA
YUDO- ს შეტყობინება METAR-ი:
METAR YUDO* 221630Z 24015KT 0800 R12/1000U DZ FG SCT010 OVC020 17/16 Q1018
ორივე შეტყობინების შინაარსი:
ადგილობრივი რეგულარული შეტყობინება ან შეტყობინება METAR-ი აეროპორტ დანლონ/საერთაშორისოსთვის, შედგენილია მოცემული თვის 22 რიცხვის 1630UTC -ზე, მიწისპირა ქარის მიმართულებაა 240 გრადუსი; სიჩქარე 18 ან 15 კვანძი (საშუალო მნიშვნელობა შესაბამისად 2 ან 10 წუთი); ხილვადობა (ადზ-ის გასწვრივ –ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებაში; “უმეტესი ხილვადობა“ – შეტობინება METAR-ში) 600 და 800 მეტრი; ადზ-12ზე დაფრენის ზონისათვის რეპრეზენტატული ხილვადობის მანძილი ადზ-ზე არის 1000 მეტრი (საშუალო მნიშვნელობა შესაბამისად 1 ან 10 წუთი); და ხილვადობის მანძილის ადზ-ზე ტენდენცია წინა 10 წუთთან შედარებით უმჯობესდება (RVR-ის ტენდენციები მიეთითება მხოლოდ შეტყობინება METAR-ში); ზომიერი ნისლი და ჟინჟღლი; გაფანტული ღრუბელი 300 მეტრზე, მთლიანი ღრუბელი 600 მეტრზე; ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსი, ნამის წერტილის ტემპერატურა 16 გრადუსი; წნევა 1018 ჰპა.
შენიშვნა:* დასახელება პირობითია.
მაგალითი 1-2. სპეციალური შეტყობინება
ა) ადგილობრივი სპეციალური შეტყობინება (იგივე პუნქტი და ამინდის პირობები რაც SPECI -სთვის):
SPECIAL YUDO* 151115Z WI№D 050/26KT MAX 37 MNM10 VIS 1000M RVR RWY12 HVY TSRA CLD BKNCB 500FT T25 DP22 QNH 1008HPA
ბ) YOUD* -ს შეტყობინება SPECI
SPECI YOUD* 151115Z 05026G37KT 2000 1000S R12/1200N +TSRA BKN005CB 25/22 Q1008
ორივე შეტყობინების შინაარსი:
ადგილობრივი სპეციალური შეტყობინება ან შეტყობინება SPECI აეროპორტ დანლონ/საერთაშორისოსათვის, შედგენილია მოცემული თვის 15 რიცხვის 1115UTC -ზე, მიწისპირა ქარის მიმართულებაა 050 გრადუსი; სიჩქარე 26 ან 25 კვანძი (საშუალო მნიშვნელობა შესაბამისად 2 ან 10 წუთი); დაქროლვით 10-37 კვანძი (შეტყობინება SPECI-ში “დაქროლვა 37 კვანძამდე“); ხილვადობა 1000 მეტრი (ადზ-ის გასწვრის ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებაში); “უმეტესი“ ხილვადობა 2000 მეტრი (SPECI-ში) მინიმალური ხილვადობით 1000 მეტრი სამხრეთის მიმართულებით (ინფორმაცია მიმართულების ცვლილებების შესახებ მიეთითება მხოლოდ SPECI-ში); ადზ–12ზე დაფრენის ზონისათვის რეპრეზენტატული ხილვადობის მანძილი ადზ-ზე არის 1200 მეტრი (საშუალო მნიშვნელობა შესაბამისად 1 ან 10 წუთი); ჭექა-ქუხილი ძლიერი წვიმით; დაფლეთილი გროვა-საწვიმარი ღრუბელი 500 ფუტ სიმაღლეზე; ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსი, ნამის წერტილის ტემპერატურა 22 გრადუსი; წნევა 1008 ჰპა.
შენიშვნა:* დასახელება პირობითია
მაგალითი 2-1. SIGMET შეტყობინებები
შენიშვნა: SIGMET-ის დამატებითი მაგალითები მოყვანილია SIGMET-ის რეგიონალურ სახელმძღვანელოებში, რომლებიც გამოიშვება იკაო-ს რეგიონალური ბიუროების მიერ.
ა) SIGMET შეტყობინება ტურბულენტობის შესახებ
YUCC* SIGMET 5 VALID 221215/221600 YUDO*
YUCC AMSWELL FIR SEV TURB OBS AT 1210Z YUSB FL 250 MOV
E 40 KMH WKN
შინაარსი: E
SIGMET-ის რიცხვით მეხუთე შეტყობინება, რომელიც გამოშვებულია AMSWELL საფრენი ინფორმაციის რაიონისათვის (რომელიც აღინიშნება YUCC Amswell რაიონული სამეთვალყურეო დასახელებით) აეროპორტ დონლონ/საერთაშორისოს (YUDO) 0001 UTC მეტეოროლოგიური დაკვირვების ორგანოს მიერ; შეტყობინება ძალაშია ამა თვის 22 რიცხვის 1215 UTC -დან 1600 UTC -მდე; 1210 UTC შეინიშნებოდა ძლიერი ტურბულენტობა სიბი/ბისტოკის (YUSB) აეროდრომზე ფრენის 250 ეშელონზე; მოსალოდნელია, რომ ტურბულენტობა გადაადგილდება აღმოსავლეთის მიმართულებით სიჩქარით 40 კმ/საათში და მისი ინტენსივობა შემცირდება.
SIGMET ტროპიკული ციკლონის შესახებ
YUCC* SIGMET 3 VALID 251600/2522OO YUDO*-
YUCC AMSWELL FIR SEV TURB OBS AT 1600Z N2706 W07306 CB
TOP FL500 WI 150 NM OF CENTRE MOV NW 10 KT
NC FCST 2200Z TC CENRTE N2740 WO7345
შინაარსი:
SIGMET-ის რიცხვით მესამე შეტყობინება, რომელიც გამოშვებულია AMSWELL საფრენი ინფორმაციის რაიონისათვის (რომელიც აღინიშნება YUCC Amswell რაიონული სადისპეტჩერო დასახელებით) აეროპორტ დონლონ/საერთაშორისოს (YUDO) 0001 UTC მეტეოროლოგიური დაკვირვების ორგანოს მიერ;
შეტყობინება ძალაშია მიმდინარე თვის 25 რიცხვის 1600 UTC –დან 2200 UTC –მდე; 1600 UTC შეინიშნებოდა ტროპიკული ციკლონი გლორია კოორდინატებით 27◦06’ ჩრ. გან. და 73◦06’ დას. გრძ. წვიმის მოღრუბლულობის მწვერველებით, რომლებიც აღწევდნენ ფრენის ეშელონს 50, ცენტრიდან 150 მ. მილში:
მოსალოდნელია, რომ ტროპიკული ციკლონი გადაადგილდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სიჩქარით 10 კვანძი ინტენსივობის შემცირების გარეშე; პროგნოზის თანახმად მოსალოდნელია, რომ 2200 UTC ტერიტორიაზე ტროპიკული ციკლონი იქნება კოორდინატებით 27◦40’ ჩრ. გან. და 73◦45’ დას. გრძ.
მაგალითი 2-2. შეტყობინება AIRMET
YUCC AIRMET 2 VALID 221215/ 221600 YUDO
YUCC AMSWELL FIR MOD MTW OBS AT 1205Z N48 E10 FL 080 STNR NC
შინაარსი:
რიგით მეორე AIRMET შეტყობინება, გაიცემა საფრენი ინფორმაციის ცენტრ AMSWELL* (რომელიც აღნიშნულია დასახელებით ცენტრი YUCC Amswell) მეტეოროლოგიური წყობის ორგანო (YUDO) 0001 UTC მიერ. შეტყობინება ძალაშია მოცემული თვის 1215 UTC-დან 1600 UTC-მდე. 1205 UTC შეინიშნება ზომიერი მთის ტალღა პუნქტზე კოორდინატებით ჩრდილოეთ განედის 48 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 10 გრადუსზე ფრენის ეშელონზე 080; მოსალოდნელია, რომ მთის ტალღა დარჩება უძრავად და მისი ინტენსივობა არ შეიცვლება.