სსიპ - ქალაქ თბილისის №89 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ - ქალაქ თბილისის № 89 საჯარო სკოლის 201 3 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ - ქალაქ თბილისის №89 საჯარო სკოლის 201 3 წლის ანგარიშს:
ა) სკოლაში სულ 4 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 4 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე შემოვიდა 3 მოთხოვნა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან სკოლის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 4 |
| საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება | 0 |
| საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა | 3 |
| პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა | 0 |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 |
| საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 |
| დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 |
სსიპ - ქალაქ თბილისის № 89 საჯარო
სკოლის დირექტორის მ.შ ნანა სოლოღაშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
1. დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა
2. მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაცემთა ბაზები
3. სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა
4. სკოლის საშტატო განრიგი
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2013 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
1. სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის მონაცემები
2. მასწავლებელთა მონაცემები
3. მოსწავლეთა მონაცემები
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2013 წლის განმავლობაში იხილეთ ზემოთ მოცემული ცხრილის სახით