საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

        

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში

 

            წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:      

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 სექტემბრის №1038 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელ პირად დადგინდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომინაშვილი.             

2013 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 201 (ორას ერთი) განცხადება,  საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა;

წარმოდგენილი განცხადებებიდან რეაგირება განხორციელდა 189 (ას ოთხმოცდაცხრა)  მოთხოვნაზე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მათ შორის დასაბუთებული უარი ეთქვა 8 (რვა) განმცხადებელს, აღნიშნულის საფუძველს წამოადგენდა საქართველოს კონსტიტუცია, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 12 (თორმეტი) განცხადებაზე მიმდინარეობს მუშაობა. 4 (ოთხი) განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლებიც დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

2013 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.         

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს მთავრობაში შეტანილ იქნა ერთ შემთხვევაში. სამინისტროს აღნიშნულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირება განხორციელებული ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის N1546 განკარგულების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებიც სამინისტროს არ ჰ ქონია.