„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-4 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კულტურული ფასეულობის ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებისა და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების გარეშე;“;
ბ) „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო- ფოტო-ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არქივები და ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4716–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4716. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.030.05.001.002.823.
- სად არის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4716, 08.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.002.823 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21136/