სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ - ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ 2013 წლის ანგარიში:
ა) სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თობაზე შემოვიდა - 2039 მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 2039 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების მიმღები პირი - სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - მაია გელაძე;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის თაობაზე შემოსული მოთხოვნის და მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა - 637;
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხონები დაირღვა და გამოყენებული იქნა 9 დისციპლინური სახდელი;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად არ გასაჩივრებულა;
ზ) სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხები არ გაცემულა.
ქალაქ თბილისის № 166 საჯარო სკოლის
დირექტორის მ/შ ი. ომანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“?
- „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2113618/