ა) ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;

ბ) საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებ