ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ თავის დებულებების შესრულების თაობაზე

 

 201 3 წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 36 განცხადება.

აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი არცერთ განცხადებაზე გაცემულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.

201 3 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არცერთი განცხადება გასაჩივრდა.

201 3 წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მარიამ ქათამაძის მიერ.

გადაწყვეტილებათა რაოდენობა 36. მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - 36. დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 0.

201 3 წლის განმავლობაში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. სახელმწიფო ბაჟის სახითგადახდილი თანხის რაოდენობამ შეადგინა 0 ლარი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.