სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2013 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 15 განცხადება და პასუხი გაცემულია თხუთმეტივე განცხადებაზე.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად, მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია სააგენტოს უფროსის გრიგოლ კაკაურიძის მიერ.
უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ;
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოსული განცხადების მიღება და აღრიცხვა ხდება სააგენტო ს საქმისმწარმოებელთან აღრიცხული განცხადება სააგენტო ს უფროსის ან/და სააგენტო ს უფროსის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს საქმისმწარმოებლის მეშვეობით, რის შემდეგადაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება მოთხოვნაზე შესაბამისი პასუხის მომზადება და მისი განმცხადებლისათვის გადაგზავნა. გასაგზავნი პასუხი აღირიცხება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში საქმისმწარმოებელთან და ეგზავნება ადრესატს, ხოლო გაგზავნილი პასუხის მეორე პირი შემოსულ განცხადებასთან ერთად დადგენილი წესით ინახება სტრუქტურულ ერთეულში და საქმისმწარმოებელთან, შემდეგ კი ბარდება სააგენტოს არქივს.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ ი პირებ ისთვის დისციპლინური სახდელ ებ ის დადების შესახებ ;
აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე ;
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ .
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
სააგენტოს უფროსი გ . კაკაურიძე