სსიპ - ქალაქ თბილისის №218 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ თბილისის № 218 საჯარო სკოლაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები
სსიპ ქალაქ თბილისის №218 საჯარო სკოლას აქვს შემდეგი მონაცემთა ბაზა:
1. სკოლის თანამშრომელთა მონაცემთა ბაზა;
2. სამეურვეო საბჭოს მონაცემთა ბაზა;
3. სკოლის ხარჯთაღრიცხვა;
4. შემოსული და გასული წერილები;
5. მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ
სკოლა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2013 წლის განმავლობაში დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ
2013 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:
1. 18 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე,
2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,
3. 18 მოთხოვნა დაკმაყოფილდა,
4. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე არცერთი უარი არ არის გაცემული.
5. 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
7. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
სკოლის დირექტორის მ.შ. მ. კაციაშვილი