სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№102025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის ანგარიშ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე.

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროშ ი, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2013 წელს სულ შემოსულია 18 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.

 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, ლეილა მიქელაძის, გადაწყვეტილებით საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 14 შემთხვევაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე 2 განაცხადი გადაიგზავნა ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინი ს ტრაციულ ორგანოში, ხოლო 2 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს მოვალეთა რეესტრს, აღნიშნული ბაზა არის საჯარო და ხელმისაწვდომი. ბიუროს სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას მათი, დებულებით გათვალისწინებული, უფლებამოსილების შესრულების მიზნით. აღნიშნული მონაცემების სხვა პირებზე გაცემა ხორციელდება მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

 საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებ უ ლი ან მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების დაკისრების შემთხვევები სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2013 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.

 სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თ ა ვის მოთხოვნებს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს

თავმჯდომარის მ.შ.                                           ვ. გურგენიძე