სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოში “
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში
(2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე)
მონაცემთა გაცვლის სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით 2010 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, საჯარო სექტორში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავება, ელექტრონული მმართველობის უზრუნველმყოფელი სამართლებრივი ბაზის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება.
2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მონაცემთა გაცვლის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია 3 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.
საანგარიშო პერიოდში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს არ მიუღია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და წესით.
საანგარიშო პერიოდში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებზე რეაგირებისათვის სააგენტოს გამოყოფილი ჰყავს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ნატა გოდერძიშვილი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.
მონაცემთა გაცვლის სააგენტო პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, კი სააგენტოს თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გაიცემა აღნიშნული თანამშრომლის თანხმობით ან კანონით დადგენილი სხვა საფუძვლით. სააგენტო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფისა და ადამიანური რე სურსების მართვის კანონიერი მიზნიდან გამომდინარე და ამ მიზნის პროპორციულად.
,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მონაცემთა გაცვლის სააგენტო აწარმოებს ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს - ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების შესახებ რეესტრს. ამჟამად რეესტრი მოიცავს 86-მდე ადმინისტრაციული ორგანოს 64 მომსახურებასა და ბიზნეს პროცესზე ინფორმაციას.
საანგარიშო პერიოდში სააგენტოს თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.