საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 2013 ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10დეკემბრამდე მდგომარეობით წარმოგიდგენთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ ანგარიშს.
ა) 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ რეგისტრირებულ იქნა 131 განცხადება. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 120 მოთხოვნასთან მიმართებაში, ხოლო უარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა 11 გადაწყვეტილება (ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა განპირობებული იყო საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ინფორმაციის არ არსებობით). საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმაზე მიღებული არ ყოფილა.
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 126 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის თეა აბრამიძის მიერ, 3 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის (რომელიც ამ ეტაპზე აღარ ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას) - ბაჩანა შენგელიას მიერ, ხოლო, 2 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა ჯამაგიძის მიერ.
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გააჩნია სანოტარო მოქმედებათა ერთიანი ელექტრონული რეესტრი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალურ მონაცემთა გაცემა ხორციელდება მხოლოდ ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითა და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოსამსახურეებზე არ განხორციელებულა დისციპლინური სახდელის დაკისრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
ე) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოთხოვნები.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში მიღებული ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (2013 წლის 8 თებერვლის #16/611 წერილი) გასაჩივრდა მოქალაქის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. არაუფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო კანონით გასაიდუმლოებული ინფორმაცია. საქმის განხილვის სტადიაზე, მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის მიერ განხორციელდა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება -მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც მიეწოდა სტანდარტული ფორმით, რაც სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად. ამიტომ, 2013 წლის 05 აგვისტოს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ სააპელაციო წესით. 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №3ბ/1215-13) საქართველოს ნოტარიუსთა პალატას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 2013 წლის 9 დეკემბერს გასაჩივრდა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ზ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მხრიდან განხორციელდა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით. ამ ეტაპამდე, სასამართლოს ხარჯებმა შეადგინა 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გზირიშვილი