სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის
წლიური ანგარიში
(2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2013 წლის 10 დეკემბრამდე )
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2012წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ.
1. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემოვიდა 3 განცხადება. ყველა შემოსული განცხადება დაკმაყოფილდა სრულად.
2. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნ ით არავის მოუმართავს.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული განაცხადები ძირითადად შეეხებოდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ოდენობას, სსიპ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას.
4. საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ გასაჩივრებულა.
5. საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევ ის ფაქტი არ გამჟღავნებულა და ამ საფუძვლით დისციპლინური სახდელის შეფარდება არ მომხდარა.
7. სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ტესტირების ადმინისტრირების პროცესში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. იუსტიციის სასწავლო ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.