სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად , წარმოგიდგენთ სსიპ –საქარ თ ველოს საკანონმდებლო მაცნე ს 201 3 წლის ანგარიშს , ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით,2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013წლის 10 დეკემბრამდე სულ შემოვიდა 76 განცხადება. შემოსული განცხადებებიდან:
ა) 62 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;
ბ) 5 შემთხვევაშიგანმცხადებლისმოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გ) 2 განცხადება განხილვის პროცესშია;
დ) 7 შემთხვევაშიმიღებულიქნაგადაწყვეტილებასაჯაროინფორმაციის გაცემის მოთხოვნისდაკმაყოფილებაზე უარის თქმისშესახებ.
საანგარიშო პერიოდში საჯაროინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა ან საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებითსაჩივარი არ შემოსულა.
აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ, არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილებაქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში ეფუძნებოდაშემდეგ გარემოებებს:
ა) 3 შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვდა ნორმატიული აქტის განმარტებას, რაც სცილდებოდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უფლებამოსილებას;
ბ) 7 შემთხვევაში არ არსებობდა სამართლებრივი აქტი, რომელსაც განმცხადებელი ითხოვდა;
გ) 2 შემთხვევაში განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ განმცხადებელი ითხოვდა ბეჭდური სახით ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ყოველი ტირაჟიდან თითო ეგზემპლარის გადაცემას. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან ნორმატიული და სხვა სახის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნება ხორციელდება ვებგვერდზე (matsne.gov.ge).
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისასსაჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნებს.
აღნიშნულ პერიოდში ,,საქარ თ ველოს საკანონმდებლო მაცნეში“მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევის და საჯაროინფორმაციისხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა ზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. აგრეთვე, არ დაფიქსირებულა სხვა რაიმე პრეტენზია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი შემთხვევა. სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთანავე, ადგილი არ ჰქონდა მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.