სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში  

სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნათა სრული დაცვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  წარმოგიდგენთ  სსიპ -საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით:

ა) ადმინისტრაციაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 17  მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციაში მოთხოვნა არ შემოსულა. ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 ბ)  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

გ) ადმინისტრაციაში ხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციაში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების შეგროვება (პირადი საქმეების წარმოება). სხვა სახის მონაცემთა ბაზა ადმინისტრაციაში არაა დაცული.

დ) საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.