სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე. კერძოდ:
ა) ცენტრში სულ შემოვიდა 34 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 32 მოთხოვნა და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ორი მოთხოვნის შესახებ ცენტრი არ ფლობდა ინფორმაციას და შესაბამისად, ამის შესახებ მომთხოვნ მხარეს ეცნობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
გ) ცენტრში საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა.
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში ცენტრის 4 თანამშრომელს დაედო შესაბამისი დისციპლინური სახდელი.
ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოქმედი საკანონმდებლო აქტებიც არ გამოუყენებია.
ვ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და მის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) ცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, თანხები არ გადახდილა.
ასევე, გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 24 დეკემბრის 946 ბრძანებით ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს უფროსი ნინო მეგრელი დაინიშნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად.
ცენტრის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
34
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
1
მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ
4
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიურ საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნ. მეგრელი