საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის    თავისუფლების შესახებ თავის დებულებების შესრულების თაობაზე

 

ა) 2013 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა 79 განცხადება. ძირითადად,  მოთხოვნილი ინფორმაცია იყო საჯარო ხასიათის, ამდენად, განმცხადებელთა თხოვნა დაკმაყოფილდა და დადგენილ ვადებში გაიცა საჯარო ინფორმაცია. არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 (ცხრა) განცხადება.  რვა შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაცია არ არსებობდა (არ არის დაცული) სახალხო დამცველის აპარატში,

ხოლო 1 მათგანით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.

 

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების  შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელეების მიერ:

 

1. სალომე ვარდიაშვილი – მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უფროსი. გადაწყვეტილებათა რაოდენობა (71) მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ (63),  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (8) გადაწყვეტილება.

2. მაია მხატვრიშვილი – მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გადაწყვეტილებათა რაოდენობა (6) მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ (5),  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (1) გადაწყვეტილება.

3. მიხეილ მინდაძე– განცხადების დასაშვებობაზე პასუხისმგებელი პირი.

გადაწყვეტილებათა რაოდენობა (2) მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ (2), დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (0)  გადაწყვეტილება.

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზა სახალხო დამცველის აპარატში იწარმოება 2011 წლის პირველი აგვისტოდან. აგრეთვე ივსება სარეგისტრაციო წიგნი (ელექტრონული ვერსია).

 

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ ყოფილა დადებული.

 

ე) საკანონმდებლო აქტები,რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს  სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის  №45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცი ა“.

 

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

 

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება სახალხო დამცველის აპარატში ასეთი ხარჯების არარსებობის გამო.

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“?
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2013 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2117421/