სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად ,

წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული

არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე .

1. საქართველოს ეროვნულ არქივში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2012 წლის 10

დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე შემოსულია 11450 განცხადება და საჯარო

ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით 20 განცხადება , რომელზეც მიღებულია 18

დადებითი , 2 უარყოფითი გადაწყვეტილება ,

2. 11386 შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებამ მოითხოვა პერსონალური

მონაცემების შემცველი ინფორმაცია ;

12 განცხადებაში მოთხოვნილი იქნა საქართველოს ეროვნული არქივის ბიუჯეტი , საშტატო

ნუსხა და მასში განხორციელებული ცვლილებები , ეროვნული არქივის მიერ გაწეული

მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ ინფორმაცია და მასში დაგეგმილი

ცვლილებები ;

52 განცხადებაში მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე : მეორე მსოფლიო ომში

დაღუპული ჯარისკაცების შესახებ , საქართველოს ტერიტორიაზე 1970-1990 წწ . მოქმედი

საჯარო სკოლების შესახებ , რაიონების , ქალაქების , ქუჩების სახელების გადარქმევის შესახებ

და ა .შ .;

3. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლების მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 6746 შემთხვევაში ,

4704 შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა , რაც ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს :

ა ) 1005 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ

არქივში არ ინახებოდა .

ბ ) 3245 განცხადების შემთხვევაში ორგანიზაცია /მოქალაქე საქართველოს ეროვნულ არქივს

აწვდიდა არაზუსტ მონაცემებს , რის გამოც შეუძლებელი იყო ეროვნულ არქივში

ინფორმაციის მოძიება .

გ ) 454 განცხადების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ არქივში მოთხოვნა შემოსული

იყო 1993 წლის მინსკის კონვენციის დარღვევით , რის გამოც წერილები ადრესატებს

განუხილელად უკან დაუბრუნდათ .

დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეროვნული არქივის

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის და საქართველოს ეროვნული

არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და ცენტრალური არქივების დირექტორიების მიერ .

4. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ არქივში მოსამსახურეთა მიერ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და

პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ გამოვლენილა .

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული არქივის მიერ პერსონალური მონაცემების

დამუშავება ხდებოდა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ “

საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის

მოთხოვნათა შესაბამისად .

5. საქართველოს ეროვნული არქივი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას

ეყრდნობოდა "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ " საქართველოს

კანონის , „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონისა და

'საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის " მე -3 თავის მოთხოვნებს .

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება

არცერთხელ გასაჩივრებულა .