სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად ,

წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული

არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე .

1. საქართველოს ეროვნულ არქივში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2012 წლის 10

დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე შემოსულია 11450 განცხადება და საჯარო

ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით 20 განცხადება , რომელზეც მიღებულია 18

დადებითი , 2 უარყოფითი გადაწყვეტილება ,

2. 11386 შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებამ მოითხოვა პერსონალური

მონაცემების შემცველი ინფორმაცია ;

12 განცხადებაში მოთხოვნილი იქნა საქართველოს ეროვნული არქივის ბიუჯეტი , საშტატო

ნუსხა და მასში განხორციელებული ცვლილებები , ეროვნული არქივის მიერ გაწეული

მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ ინფორმაცია და მასში დაგეგმილი

ცვლილებები ;

52 განცხადებაში მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე : მეორე მსოფლიო ომში

დაღუპული ჯარისკაცების შესახებ , საქართველოს ტერიტორიაზე 1970-1990 წწ . მოქმედი

საჯარო სკოლების შესახებ , რაიონების , ქალაქების , ქუჩების სახელების გადარქმევის შესახებ

და ა .შ .;

3. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლების მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 6746 შემთხვევაში ,

4704 შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა , რაც ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს :

ა ) 1005 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ

არქივში არ ინახებოდა .

ბ ) 3245 განცხადების შემთხვევაში ორგანიზაცია /მოქალაქე საქართველოს ეროვნულ არქივს

აწვდიდა არაზუსტ მონაცემებს , რის გამოც შეუძლებელი იყო ეროვნულ არქივში

ინფორმაციის მოძიება .

გ ) 454 განცხადების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ არქივში მოთხოვნა შემოსული

იყო 1993 წლის მინსკის კონვენციის დარღვევით , რის გამოც წერილები ადრესატებს

განუხილელად უკან დაუბრუნდათ .

დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეროვნული არქივის

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის და საქართველოს ეროვნული

არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და ცენტრალური არქივების დირექტორიების მიერ .

4. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ არქივში მოსამსახურეთა მიერ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და

პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ გამოვლენილა .

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული არქივის მიერ პერსონალური მონაცემების

დამუშავება ხდებოდა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ “

საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის

მოთხოვნათა შესაბამისად .

5. საქართველოს ეროვნული არქივი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას

ეყრდნობოდა "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ " საქართველოს

კანონის , „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონისა და

'საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის " მე -3 თავის მოთხოვნებს .

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება

არცერთხელ გასაჩივრებულა .

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
როდის იქნა მიღებული „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“?
„სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წლიურ ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2117552/