სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№588781
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

   სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში (შემდგომში - მანდატურის სამსახური)  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის 2013 წლის 7 ნოემბრის №107  ბრძანების  შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ მოსამსახურედ  დადგინდა მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს კოორდინატორის მ/შ  გიორგი გოცაძე;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  ს.ს.ი.პ. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ 2013 წლის ანგარიშს:

 

ა) ს.ს.ი.პ. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში“  სულ 44 განცხადება შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე ს.ს.ი.პ. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში“ მოთხოვნა არ შემოსულა. მანდატურის სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

 

ბ) დაკმაყოფილდა  44  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ უფროსის 2013 წლის 7 ნოემბრის №107  ბრძანების  შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ მოსამსახურედ  დადგინდა ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს კოორდინატორის მ/შ  გიორგი გოცაძე;

 

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 10 (ათი) მოთხოვნა.

 

დ)  2013 წლის საანგარიშო პერიოდში ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 218 (ორას თვრამეტი) მოსამსახურეს დაედო შესაბამისი დისციპლინური სახდელი.

 

ე) ს.ს.ი.პ. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ს.ს.ი.პ. „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის“ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. მანდატურის სამსახურის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

ამასთან მანდატურის სამსახურის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

44

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

10

მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

218

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიურ საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი     გიორგი გოცაძე