„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-10 მუხლის:
ა) მე-4–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარდგინებით 1 თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.
8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლიკვიდაციის საკითხი.“.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 მაისი.
№4736–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4736. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.05.001.002.832.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4736, 11.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.002.832 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21178/