საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
2013 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 372 განცხადება. აქედან: საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 264 შემთხვევაში, 31შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, ასევე 09 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 58 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 10 განცხადებაზე კი დღევანდელი მდგომარეობით არ ამოწურულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ათ დღიანი ვადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ა) ჩვიდმეტ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) ცამეტ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა კანონის განმარტებას, რაც სცილდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს;
გ) ოთხშემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ იქნა სხვა პირის პერსონალური მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უარი ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის მე-3 ნაწილის და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვის ინტერესს;
ე) ცამეტ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებდა;
ვ) თერთმეტ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დაცულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისა და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ხუთ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგანაც ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მის განხილვაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის გამო, ორ შემთხვევაში განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ აღნიშნული მოთხოვნა იყო სასამართლოს წარმოებაში. ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები უკვე მიწოდებული იყო.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმისას საქართველოს პროკურატურის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე პირის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას, შესაბამისად მიეწოდა ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
2013 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარატმენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.
საქართველოს პროკურატურის
საქართველოს მთავარი პროკურორი ო. ფარცხალაძე