მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 10.12.2013
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2013 წლის 10 დეკემბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №35 დადგენილება ( სსმ. 19/08/2013 010250000.35.153.016176).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების
პ რ ო გ რ ა მ ა
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ;
სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებზე (მეუღლე, შვილები) გარდაცვლილთა სარიტუალო ხარჯების დაფარვა;
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (შემდგომში-მოსარგებლე), რომლებიც არიან:
ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები;
ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები);
გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია (დასტურდება ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობით).
3.მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.
მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით.
მუხლი 3🔗.
სამედიცინო მომსახურების მოცულობა
პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურებებს:
ა) რომელიც არ ფინანსდება, ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით (დასტურდება სადაზღვევო კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტით);
დაფინანსების ზედა ზღვარი საყოველთაო ჯანდაცვის თანადაფინანსების შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს;
ნოზოლოგიები, რომლებსაც არ აფინანსებს საყოველთაო ან კერძო სადაზღვევო ჯანდაცვის პროგრამა იფარება შემდეგი ოდენობით:
3.1 500ლარამდე - 100%;
3.2. 1000 ლარამდე- 70 %-მდე;
3.3. 1001-დან 2000 ლარამდე-50%-მდე;
4. 2001-დან ზევით 40%-მდე.
4. გამოკვლევის, თუთერაპიული სამედიცინო მომსახურების 100%-ით დაფინანსება სრული მოცულობით ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, შემდეგ მოსარგებლეებზე:
ა) მარტოხელა დედები (მათი შვილები) და მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრები;
ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები);
გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები;
დ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია (დასტურდება ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობით).
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
მოსარგებლე, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება, ან ნაწილობრივ ფინანსდება სხვადასხვა სადაზღვევო პაკეტით მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს:
ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს;
გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობას, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლე ოჯახის ფინანსური მდგომარეობის სიმძიმეს;
(სადაზღვევოს დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე);
დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შემდეგ დოკუმენტებს:
დ.ა. ფორმა # 100;
დ.ბ. ხარჯთაღრიცხვას;
დ.გ. ანგარიშ-ფაქტურას;
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 15 იანვრის #24 ბრძანებით შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას, რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლით დადგენილი მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება თანხის ოდენობა. საკრებულოს მიერ, დაფინანსების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილების შემთხვევაში კი კომისიის მიერ მზადდება შესაბამისი პროექტი, რომელიც გამგებლის წინადადებით წარედგინება სარებულოს თავმჯდომარეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევებში,სამედიცინო მომსახურების სრული მოცულობით დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი წინადადებისა და კომისიის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე განკარგულების სახით.
კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის ყველა წევრი.
კომისიის ოქმი, სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით, წარედგინება გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მოსარგებლის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, ხოლო საკრებულოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საკრებულოს შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში;
სამედიცინო დაწესებულებებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ხდება მკურნალობის ღირებულების დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ;
პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე;
ბ) განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე;
გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე);
დ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე;
ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
მუხლი 5🔗.
ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი
ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა პირებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის გაჭირვების ხარისხი.(რწმუნებული პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე);
გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
კომისია მოსარგებლეთა დახმარების საკითხს განიხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს.
გამგებელი იღებს გადაწყევტილებას ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრებზე(მეუღლე, შვილები) სარიტუალო ხარჯის დაფარვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება:
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები), მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 ლარი;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა - 200 ლარი.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია;
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა გარდაცვლილის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას;
კომისია სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს.
გამგებელი იღებს გადაწყევტილებას სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების შესახებ და ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.