⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2021)
გაუქმებულია:

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2013
ძალის დაკარგვა 01.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №329
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.017496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 495 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2013 მიღება
01.04.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №329 2013 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (2013 წლის 12 ივნისი, №729-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილისა  და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების თანდართული ჩამონათვალი. მუხლი 2🔗 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების იმ საწარმოებზე, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში დასაქმებულ იმ პირზე, რომლის შრომითი პროცესი არ მოითხოვს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს და სამუშაო არ არის დაკავშირებული სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობასთან. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს განიხილავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 52​4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და „სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №258 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი 1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ,,სეკ 001-2004 “ეკონომიკური საქმიანობის სახეების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები: ა) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; ბ) თევზჭერა, მეთევზეობა; გ) სამთომოპოვებითი მრეწველობა; დ) ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება; ე) ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება; ვ) ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა; ზ) კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება; თ) ქიმიური წარმოება; ი) დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება; კ) მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება; ლ) ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება; მ) მშენებლობა; ნ) ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; ო) სასტუმროები და რესტორნები; პ) ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა; ჟ) ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; რ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ ქვეკლასებში: რ.ა) ქვეკლასი 75.11.3 - საგადასახადო სისტემის მართვა და ზედამხედველობა; რ.ბ) ქვეკლასი 75.11.4 - საბაჟოს მართვა; რ.გ) ქვეკლასი 75.12.0 - სოციალური პროგრამების მართვა; რ.დ) ქვეკლასი 75.23.3 - სასჯელის სისრულეში მოყვანის სისტემის საქმიანობა; რ.ე) ქვეკლასი 75.25.0 - საქმიანობა სამოქალაქო თავდაცვის დარგში; რ.ვ) ქვეკლასი 75.30.0 - სავალდებულო სოციალური დაზღვევა; ს) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება; ტ) კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა. 2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება: ა) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია; ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში,  სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარმოდგენას; გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს: გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას; გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას; გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას; გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას; დ) ზოგადი განათლება; ე) პროფესიული განათლება.