საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საჯარო დაწესებულების, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის და გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ 2013 წლის ანგარიშს.

ეროვნული ბანკი საქმიანობისთვის ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპებით და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის მისი საქმიანობის გამჭვირვალობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებით, სისტემატურად ავრცელებს საჯარო ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ  დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის, საპროცენტო განაკვეთების, მონეტარული პოლიტიკის, ბანკნოტების და მონეტების, საგადახდო სისტემების და ასევე სტატისტიკური ინფორმაციების შესახებ.

ხშირია მოთხოვნები, ცალკეული მოქალაქეების და სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან, უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის და სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთების წერილობითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ გვერდის www.nbg.gov.ge. მეშვეობით პერიოდულად აქვეყნებს საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე პროცესების ამსახველ ინფორმაციებს, მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტინებს, სხვადასხვა მიმოხილვებს და პრესრელიზებს, რომლებსაც იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის 142 მოთხოვნა, აქედან დაკმაყოფილდა 133,  4  მოთხოვნა გადაგზავნილ იქნა შესაბამის დაწესებულებაში, ხოლო 5 მოთხოვნაზე პასუხი არ იქნა გაცემული.

საქართველოს ეროვნულ ბანკში 2013 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ორი გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სასამართლო დავა ერთი სარჩელის გამო დასრულდა ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ხოლო ერთი საქმე –სასამართლო განხილვის პროცესშია.

 „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკ-რებელი, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიმღები პირი, ირიცხება საქართველოს ბიუჯეტში.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის შედეგად მიღებულმა მოსაკრებლების ოდენობამ 49.30 ლარი შეადგინა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილების  გადაწყვეტილებათა მიმღებ მოხელეთა ვინაობა და გადაწყვეტილებების რაოდენობა მოყვანილია თანდართულ ცხრილში.

 

დანართი: 1 ფურცელი.

გიორგი ქადაგიძე

 

საბჭოს თავმჯდომარე

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა და გადაწყვეტილების

მიმღები საჯარო მომსახურეთა ვინაობა

 

 

დაგაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე

თანადებობა

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობა

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა

არჩილ მესტვირიშვილი

ვიცე-პრეზიდენტი

5

 

ოთარ ნადარაია

ვიცე-პრეზიდენტი

18

4 პასუხგაუცემელი

გიორგი მელაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

3

 

ქეთევან ახალკაცი

პრეზიდენტის აპარატის უფროსი

96

3 გადაგზავნილ იქნა კომპეტენტურ დაწესებულებაში

კონსტანტინე ბარაბაძე

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მ/შ

12

 

ნათია გვაზავა

იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

8

1 გადაგზავნილ  იქნა უფლებამოსილ

ორგანოში