საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/360
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/360
2013 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №1-1/13 ბრძანება ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების სფეროში და მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 2🔗. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი
1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი (არქიტექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში;
ბ) ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
გ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი (მშენებელ-ინჟინერი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
ბ) ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
გ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა.;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 3🔗. ურბანული განვითარების სამმართველო
1. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
დ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა;
ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა;
თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. ურბანული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის სფეროში;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
დ) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების ცოდნა;
გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
დ) ArchiCAD - პროგრამის ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ) სასურველია AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა;
ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 4🔗. მშენებლობის საქმეთა სამმართველო
1. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
დ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
ე) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური ან რუსული ცოდნა;
ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
გ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.