სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  2013 წელს გაცემული

 საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

 

       საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 49-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 56 განცხადება, რომელთაგან 36 განაცხადი შემოსულია ფიზიკური პირებისაგან, ხოლო 20 განცხადება შემოსულია იურიდიული პირებისაგან. ამათგან ყველა განაცხადზე გაცემულია დადებითი პასუხი.

      სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წლის 14 ივნისს ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც დახურულად იქნა გამოცხადებული.

      სხდომა ეხებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ სხდომაზე განსახილველი საკითხი ეხებოდა პიროვნების პერსონალურ მონაცემს (რომლის გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით), საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე, რომლის საფუძველზეც 2013 წლის 14 ივნისს გამოსცა განკარგულება - „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ არ ისურვა სხდომათა დარბაზის დატოვება, საზოგადოების ინტერესების გათვალისიწნებით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 14 ივნისის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნულ სხდომაზე პერსონალური მონაცემების გახმაურებას ადგილი არ ჰქონია.

      სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.