„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 12.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №331
2013 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2013 წლის 3 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმი.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის მემორანდუმის დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი