საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოგიდგენთ ანგარიშს:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:
სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მონაცემები თ, საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემოსულია 686 განცხადება, პასუხი გაცემულია 684 განცხადებაზე, ხოლო
2 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას და შესაბამისად მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
2012 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურედ განისაზღვრა სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის უფროსი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/301; 01.02.2012 წ.)
2013 წლის 9 სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის უფროსი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/247; 09.09.2013 წ.)
მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის უფროსის მიერ.უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულ ა.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
სამინისტრო ს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული კოდექსის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ 2013 წელს არ დარღვეულა. აგრეთვე,
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიმდინარე წელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინურიპასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ რეკომენდაცია არ დაუყენებია.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულ ა.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ:
ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.