დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნითანგარიშს:
ა) დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოსულია ოთხი საჯარო ინფორმაციისმოთხოვნა:
მ/წლის 21 იანვარს შემოვიდა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი თანამშრომლის ოლია დათუკიშვილის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა ყველა იმ დოკუმენთაციის ქსეროასლებს, რომელიც დაკავშირებული იყო 2012 წლის 25 იანვარს რესურსცენტრიდან მის გათავისუფლებასთან. მოთხოვნილი დოკუმენტაციის ქსეროასლები პასუხთან ერთად გადაეცა ა/წლის 14 თებერვალს.
მ/წლის 12 თებერვალს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულმა განყოფილებამ (უფროსი ზურაბ ზურაშვილი) მოითხოვა საჯარო ინფორმაცია დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებული მოსამსახურეების მონაცემები (გვარის , სახელის, პირადი ნომრის და ტელეფონის ნომრების მითითებით). ინფორმაცია გაგზავნილია 13 თებერვალს.
მ/წლის 25 თებერვალს შემოვიდა მიმართვის წერილი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დედოფლისწყაროში კოორდინატორის ვენერა ქუსიკაშვილისაგან, რომელშიაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრში გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. პასუხი გაგზავნილია 28 თებერვალს.
მ/წლის 4 ოქტომბერს შემოვიდა მიმართვის წერილი დედოფლისწყაროს მუნიცპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის უფროსის ვაჟა თეთვაძის წერილი დედოფლისწყაროს საგანმანათლებო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ნუსხა და აღნიშნული სკოლების დირექტორთა მოაცემები. ინფორმაცია გაცემულია იმავე დღესვე.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა არცერთი გადაწყვეტილება;
გ) შეგროვებული, დამუშავებული, შენახული პერსონალური მონაცემების გადაცემა არ მომხდარა;
დ) საჯარო მომსახურებათა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფატი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისფაქტი არ ყოფილა;
ზ) საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯაროდაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსი მ. ბახუტაშვილი