,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4784
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.002.841
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 44-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – პირი, რომელსაც არ შესრულებია თორმეტი წელი.“.

2. 503-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, თუ მისი გამოტანის მომენტისათვის განსასჯელი გარდაიცვალა.“.

3. 654-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 654. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი

არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოებას ახორციელებენ მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.“.

    მუხლი 2

1. 2008 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ:

ა) იმ მოსამართლეთა, პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადების პროგრამების შემუშავება, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან განიხილონ არასრულწლოვან დამნაშავეთა საქმეები;

ბ) იმ მოსამართლეთა, პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადება, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან განიხილონ არასრულწლოვან დამნაშავეთა საქმეები.

2. 2008 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა აშენება ან/და მოდიფიცირება, სადაც განთავსდებიან თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულები.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 23 მაისი.

№4784–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2007.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4784. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.002.841.
სად არის „,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №4784, 23.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.841 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21262/