„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება № 17

2013 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი. საფასური გადახდილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ საწვავის შესაბამის მარკის შესყიდვის მიზნით ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საწვავის (ნავთობპროდუქციის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ რამდენ კონსოლიდირებულ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას მიმწოდებელი.“.

2. მე-7 მუხლის 61 და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,61. საბარათე სისტემის ან ისეთი სისტემით/საშუალებით, რომელიც ფიზიკურად უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტის და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებას და იდენტიფიცირებას და, შედეგად, უზრუნველყოფს გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ჩასხმას მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში – ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (შემდგომში – აგაი სისტემა) მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას, C უნდა იყოს  გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.

62. არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, C უნდა იყოს შესაბამისი მარკის საწვავის გატანის მოთხოვნის დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის არსებულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ  ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. საბარათე ან აგაი სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება  ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. არასაბარათე სისტემის მეშვეობით  შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების საკითხი წყდება სატენდერო კომისიის მიერ.".

5. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის 15 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სხვა მიმწოდებლისაგან ლოკალური აუცილებლობისათვის საჭირო მოცულობის საწვავი შეისყიდოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით სატენდერო კომისიისადმი მიმართვის გარეშე.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი