„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
მიღების თარიღი 29.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1791
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1791
2013
წლის
29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 06 სექტემბრის (№1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, ამავე განკარგულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 1 იანვრამდე არანაკლებ 54-ნომრიანი საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „თავი
სუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N1-1/2045 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ამ განკარგულებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „NEXT LEAGUE PVT“-მ, შესაბამისი ცვლილებების ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინოს 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი