საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური – სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და ამ დაწესებულებების განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე;“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2269–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2128/