სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება ძალადაკარგული დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 24.12.2013
ძალის დაკარგვა 27.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე | სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№04
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტისა და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის თანდართული წესი.
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე
სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება მზღვეველსა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის სხვა დამფუძნებელზე, მის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ნაწილში (შემდგომში - სქემის დამფუძნებელი)
2. წესი განსაზღვრავს მზღვეველისა და/ან სქემის დამფუძნებლის იმ აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დასაშვებია მზღვეველისა და/ან სქემის დამფუძნებლის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვების დასაფარად და ადგენს აღნიშნული აქტივების სტრუქტურას (თითოეული ამ აქტივის ზღვრულ თანაფარდობას სადაზღვევო რეზერვებთან).
3. მზღვეველი და/ან სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან შეიმუშავონ ორგანიზაციის საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად შესრულებას. საინვესტიციო პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს მზღვეველის და/ან სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას და მათ მიერ სადაზღვევო/საპენსიო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. სადაზღვევო რეზერვების განთავსება და ინვესტირება უნდა მოხდეს აქტივების დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის პრინციპების საფუძველზე. საინვესტიციო პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების ვადების შესაბამისობას დაზღვევის ხელშეკრულებებისა და ზარალების დარეგულირების ვადებთან.
4. მზღვეველი და საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან დაიცვან ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები საქმიანობის ყველა ეტაპზე და ლიცენზიის და/ან რეგისტრაციის გაუქმების შემდგომაც, სანამ სრულად არ შესრულდება სადაზღვევო და/ან არასახელმწიფო საპენსიო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებანი.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სადაზღვევო რეზერვები – „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №01 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე არასიცოცხლისა და სიცოცხლის დაზღვევის (მათ შორის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვები;
ბ) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი აქტის საფუძველზე განსაზღვრული ქვეყნების ნუსხა.
გ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) – ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პარიზის 1960 წლის 14 დეკემბრის კონვენციის საფუძველზე და რომლის წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ურგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა;
დ) საბანკო დაწესებულება – საქართველოს, OECD–ის წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულება.
მუხლი 3🔗.
სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივები და მათი სტრუქტურა
1. სადაზღვევო რეზერვების დასაფარად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ შემდეგი აქტივები ქვემოთ განსაზღვრული თანაფარდობის დაცვით:
ა)OECD-ის წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების ცენტრალური მთავრობების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო და სხვა ვალდებულებები) (A1); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 30%-ის ინვესტირება;
ბ)OECD–ის წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების შესაბამისი ორგანოების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (A2); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არაუმეტეს 30%-ის ინვესტირება;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 50%–ს;
დ) სასესხო ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები) და პრივილეგირებული აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება საქართველოს, OECD–ის წევრი ქვეყნების და/ან განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე (A3); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 15%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული ობლიგაციებისა და/ან პრივილეგირებული აქციების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 3%–ს;
ე) საქართველოში, OECD–ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები) და პრივილეგირებული აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის გარეთ (A4); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 10%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული ობლიგაციების და/ან პრივილეგირებული აქციების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 2,5%–ს;
ვ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა), რომელთა მიმოქცევა ხორციელდება საქართველოს, OECD–ის წევრი ქვეყნების და/ან განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე (A5); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 15%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 2%–ს;
ზ) საქართველოში, OECD–ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა), რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის გარეთ (A6); აღნიშნული მიმართულებით (A6) დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 10%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 1%–ს;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 15%–ს;
ი) საქართველოში, OECD–ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული ქონების უზრუნველყოფით გაცემული იპოთეკური სესხები (A7); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 20%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეულ პირზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 10%–ს;
კ) საბანკო დაწესებულებებზე გაცემული სესხები (A8); აღნიშნული მიმართულებით დაშვებულია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 20%-ის განთავსება. ამასთან, თითოეულ ბანკზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 10%_ს;
ლ) სესხები, რომლებიც უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ფასიანი ქაღალდებით (A9); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 10%-ის განთავსება. ამასთან, თითოეულ პირზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 2%–ს;
მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“, და „ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 20%–ს
ნ) საქართველოში, OECD-ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული უძრავი ქონება (A10); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 25%-ის განთავსება, ამასთან თითოეულ უძრავ ქონებაში „ინვესტირებისთვისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობა“ არ უნდა აღემატებოდეს განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის 10%–ს.
ო) დეპოზიტები საბანკო დაწესებულებებში (A11); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არაუმეტეს 90%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეულ ბანკში განთავსებული დეპოზიტის/დეპოზიტების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 30%–ს;
პ) ფული სალაროში, საბანკო დაწესებულებებში გახსნილ მიმდინარე და მოთხოვნამდე სადეპოზიტო ანგარიშებზე (A12); აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სადაზღვევო რეზერვების ინვესტიცია უნდა შეადგენდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არანაკლებ 10%, ხოლო თითოეულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 20%–ს;
ჟ) მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილი სადაზღვევო მოთხოვნები წმინდა (A13) (იგულისხმება „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – წესი) საფუძველზე განსაზღვრულ ფორმა №1-4, სულ სადაზღვევო მოთხოვნები, წმინდა 00010–ე სტრიქონში ასახულ სადაზღვევო მოთხოვნებში);
ჟ1. ვალდებულებები გადაზღვევის მიმართ (იგულისხმება ფინანსური ანგარიშგების ფორმა №1–12, გადასახდელი გადაზღვევის პრემია – სტრიქონი 00010–სა და გადამზღვევლისაგან მიღებული ავანსები (სადაზღვევო ზარალებთან დაკავშირებული) – სტრიქონი 00020–ს ჯამი);
ჟ2. გადაზღვევის მოთხოვნები (იგულისხმება ფინანსური ანგარიშგების ფორმა №1-4, სულ გადაზღვევის მოთხოვნები, წმინდა – სტრიქონი 00230-სა და ანაზღაურებულ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადაზღვევიდან, წმინდა – სტრიქონი 00130–ს შორის სხვაობა);
რ) გადამზღვევლის წილი სადაზღვევო რეზერვებში (A 14);
ს) მზღვეველის მიერ ანაზღაურებულ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადაზღვევიდან, (წესის ფორმა №1–4–ის 00110–ე სტრიქონის შესაბამისად) (A15).
2. იმ შემთხვევაში, თუ მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ აქტივებზე პერიოდულად ხორციელდება სარგებლის დარიცხვა, პერიოდის შესაბამისად დარიცხული სარგებელის ის ოდენობა, რომელიც დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში ლიკვიდურია, ზრდის აქტივის ღირებულებას.
3. დაუშვებელია ფულადი ფორმით არსებული მზღვეველის კაპიტალის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობის გამოყენება რეზერვების დასაფარად.
4. „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არანაკლებ 80% ოდენობის განთავსება ამ წესის მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
5. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–პ“ ქვეპუნქტებისა და მე–4 პუნქტის მიზნებისათვის „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობა“ განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად დათვლილი რეზერვების ოდენობათა ჯამით.
მუხლი 4🔗.
პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივები
1. ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივების გამოყენება რეზერვების დასაფარად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტივები აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი აქტივების, თუ ამ აქტივების მიმართ გამოყენებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები (ყადაღა, იპოთეკა, გირავნობა და სხვა).
ბ) მზღვეველთან და/ან სქემის დამფუძნებელთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში ნაკლებია 20%–ზე, ან თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში ნაკლებია 20%–ზე;
გ) მზღვეველთან და/ან სქემის დამფუძნებელთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე გაცემული ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სესხების, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში ნაკლებია 20%–ზე, ან თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში ნაკლებია 20%–ზე.
დ) მზღვეველის მიერ ანაზღაურებულ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადამზღვევლის მიმართ, თუ მზღვეველის მიერ ზარალის სრული ოდენობის ანაზღაურების თარიღიდან 1 წელზე მეტი არ არის გასული.
2. დაუშვებელია მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული აქტივების ერთდროული გამოყენება სადაზღვევო რეზერვებისა და მზღვეველისა და/ან საპენსიო სქემის დამფუძნებლის კაპიტალის (საგარანტიო ფონდის) მინიმალური ფულადი ოდენობის დასაფარად.
მუხლი 5🔗.
ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის განსაზღვრა
ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა-პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ აქტივებში ინვესტირებას ექვემდებარება სადაზღვევო რეზერვების ის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს თითოეული რეზერვის მიხედვით დათვლილ შემდეგ ოდენობათა ჯამს:
ა) გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის (დაქვითვის კომპონენტების გამოკლებით) 75 პროცენტი. გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის დაქვითვის და ზრდის კომპონენტებია: დაქვითვა – გადამზღვევლის წილი გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვში; სადაზღვევო მოთხოვნები (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი), გადაზღვევის მოთხოვნები (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ2“ ქვეპუნქტი). ზრდა – ვალდებულებები გადაზღვევის მიმართ (მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ1“ ქვეპუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ინვესტირებას დაქვემდებარებული ოდენობის გამოთვლისას მიიღება უარყოფითი რიცხვი, ამ რეზერვის ინვესტირებას დაქვემდებარებული ოდენობა უდრის ნულს;
ბ) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვიდან დაქვითვის კომპონენტების გამოკლებით. განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვის დაქვითვის კომპონენტებია:
ბ.ა) ამ რეზერვში გადამზღვევლის წილი, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ.ბ) მზღვეველის მიერ გადახდილ ზარალებთან დაკავშირებული მოთხოვნები გადაზღვევიდან, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ.გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში მოქმედი მზღვეველის დავალიანება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან;
ბ.დ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების – „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ – ფარგლებში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №01 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტაციის ოდენობა, გარდა ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტით გათვალიწინებული ოდენობებისა.
ბ.ე) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში მოქმედი მზღვეველის დავალიანება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან;
ბ.ვ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული კაპიტაციის ოდენობა, გარდა ამავე მუხლის „ბ.ე” ქვეპუნქტით გათვალიწინებული ოდენობებისა.
გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის მთლიანი ოდენობა. ამასთან, მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის დაქვითვის კომპონენტს წარმოადგენს „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ოდენობა.
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის „ა“ , „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გამოთვლილი ოდენობების ჯამის გამოთვლისას მიიღება უარყოფითი რიცხვი, გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვისა და მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვის ინვესტირებას დაქვემდებარებული ოდენობა უდრის ნულს;
ე) საპენსიო რეზერვისთვის – საპენსიო ვალდებულების მთლიანი ოდენობა;
ვ) სიცოცხლის მაგროვებადი დაზღვევისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი სიცოცხლის დაზღვევის რეზერვიდან ამ რეზერვში გადამზღვევლის წილის გამოკლებით.
მუხლი 6🔗.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება
1. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს მზღვეველისაგან და/ან სქემის დამფუძნებლისაგან მათ მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის წარმოდგენა.
2. იმ შემთხვევაში თუ, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ მზღვეველის და/ან სქემის დამფუძნებლის მიერ სადაზღვევო რეზერვების დასაფარად შექმნილი/შეძენილი აქტივების სტრუქტურა და შემადგენლობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, მზღვეველი და/ან სქემის დამფუძნებელი ვალდებულნი არიან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში უზრუნველყონ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველსა და სქემის დამფუძნებელს დაეკისრებათ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.