„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის:
ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;
გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;
დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;
ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;
გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი;
დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი;
ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის:
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი;
გ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 40 ლარი.
5. უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის, უცხოელთა ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის:
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 50 ლარი;
გ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 70 ლარი.“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობის ან ცნობის:
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 5 ლარი;
გ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 15 ლარი;
დ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 25 მაისი.
№4814–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ?
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ მიღებულია 25.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4814. სარეგისტრაციო კოდი — 040.150.000.05.001.002.845.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ, №4814, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.002.845 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21286/