კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 201 3 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს ტერიტორიული ორგანოს კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 201 3 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2013 წლის ანგარიშს:
ა) კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სულ 2 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა.
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან, რესურსცენტრის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
2
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა
0
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება
0
საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა
0
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
1
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0
კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსის მ.შ. რ. მიგრიაული