საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი იროდი ასანიძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

 

2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე საჩხერის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 10 განცხადება შემოვიდა და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

ლია ჭიღლაძე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი, საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2012 წლის 11 დეკემბრიდან 2013 წლის 13 ივნისამდე.

იროდი ასანიძე - სასამართლოს მენეჯერი - საჩხერის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი 2013 წლის 13 ივნისიდან.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი

პირი - სასამართლოს მენეჯერი                                                                     ი. ასანიძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
როდის იქნა მიღებული „საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“?
„საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — საჩხერის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2129880/