„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №336 |
|
2013 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 4. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი
1. 112-ის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ობიექტებიდან მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის მეშვეობით სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების შემთხვევების შესახებ ავტომატურ შეტყობინებათა უშუალოდ მიღების ყოველთვიური მომსახურების (შემდგომში – „მომსახურება“) სტანდარტული საფასური (დღგ‑ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) არამეწარმე ფიზიკური პირისთვის:
ა.ა) 1მ2-იდან 100მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 10 ლარი;
ა.ბ) 100მ2-იდან 200მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 15 ლარი;
ა.გ) 200მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 20 ლარი;
ა.დ) 300მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ობიექტის შემთხვევაში ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 0.1 ლარი 300მ2-ის ზევით ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე;
ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, იურიდიული პირისთვის, მეწარმე ფიზიკური პირისთვის:
ბ.ა) 1მ2-იდან 100მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 40 ლარი;
ბ.ბ) 100მ2-იდან 200მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 50 ლარი;
ბ.გ) 200მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 60 ლარი;
ბ.დ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 70 ლარი;
ბ.ე) 500მ2-იდან 1000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 100 ლარი;
ბ.ვ) 1000მ2-იდან 3000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 150 ლარი;
ბ.ზ) 3000მ2-იდან 5000მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ობიექტი - 200 ლარი;
ბ.თ) 5000მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ობიექტის შემთხვევაში ამ პუნქტის „ბ.ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 0.02 ლარი 5000მ2-ის ზევით ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ორ ან მეტ ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტზე მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ყოველთვიური მომსახურების კორპორაციული საფასური (დღგ-ის ჩათვლით) განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის ჩათვლით:
ა.ა) 1მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 30 ლარი;
ა.ბ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 35 ლარი;
ბ) 100 ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის გადაჭარბებისას:
ბ.ა) 1მ2-იდან 300მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 25 ლარი;
ბ.ბ) 300მ2-იდან 500მ2-ის ჩათვლით საერთო ფართის მქონე ყოველი ობიექტი - 30 ლარი.
3. 500მ2-ზე მეტი საერთო ფართის მქონე ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ფართისთვის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტული საფასურით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა/ამოღება ხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი - მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
5. 112 უფლებამოსილია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს სხვა სახის მომსახურებაც. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.“.
|