საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №337
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,533 სიტყვა · ~18 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №337 2013 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართ­ვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თანდართული რედაქცი­ით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემული საქართ­ვე­­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებას, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი სამარ­თ­ლებრივი აქტების ამოქმედებამდე. მუხლი 3🔗 1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 2014 წლის 1 იანვრამდე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში ‑ სამი­ნის­ტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი გასა­მ­ხედროებული სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსი­ლებების ფა­რ­გლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარ­ღვევაზე რეაგი­რე­ბის ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლ­წეს­რიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.   4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამი­ნისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს, მის დანაყოფს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუ­წ­ყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქ­მედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელიც მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქუჩა №10. მუხლი 2🔗 1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წი­ნაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკის­რებულ ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. 2. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართ­ველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „პოლი­ცი­ის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება,  საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვე­დანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველო­ბის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქარ­თველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფე­როში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები მუხლი 3🔗 სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალ­დარღვევათა, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მიზნებისა და მოქმედებების გამო­ვ­ლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 4🔗 სამინისტროს ამოცანებია: ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენი­ტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური, სამხე­დ­რო პოტენციალის და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძი­ებათა განხორციელება და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა; ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, ბრალდებულთა და მსჯავ­რ­დებულთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზ­რუნ­ველყოფა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდ­ნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი  და დამნაშავე­ო­ბასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პრო­გ­ნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მიწოდება; დ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ე) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების, აგრეთვე ფიზიკური პირების  მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა; ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაც­ვა; კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ლ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობა; მ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა; ნ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი; ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; პ) არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება; ჟ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილე­ბისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორ­ციელება; რ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; ს) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუა­ციების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომა­რე­ობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და ამ მიზ­ნით სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გაცემა; ტ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწ­ყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვა­ლებადობა), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწ­ნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება; უ) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გან­ხო­რციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული და­ნიშ­ნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღ­ლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; ქ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება; ღ) სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; ყ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუ­ტერული სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვა; ერთია­ნი საინფორმაციო ბანკის შექმნა; შ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა; ჩ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსა­დაზვერვო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვე­რ­ვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღ­კვე­თის მიზნით; ც) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარ­მოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორ­მისა, აგრეთვე დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც და­იშ­ვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; ძ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; წ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სა­ფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანო­ბით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვ­რებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების, აგრეთ­ვე საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა  უსაფრთხოების უზრუნველ­ყოფა; ჭ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ხ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ჯ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთა­ნამ­შ­რომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონ­მდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყ­ნე­ბის შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა; ჰ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება; ჰ​1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონ­მდებ­ლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება; ჰ​2) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორ­ციელება. თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები მუხლი 5🔗 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდ­გომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სა­კითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარ­მომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინი­ჭების ან/და დელეგირების შესახებ; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საე­რთა­შორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებ­რივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრუ­ლებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განე­კუ­თვნება; დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტო­რიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანო­ნით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირ­თა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსა­ხურებრივ ზედამხედველობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანა­ყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამი­ნის­ტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) ითანხმებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას სასაზღვ­რო გამტარი პუნქტის კოორდინატორის დანიშვნის თაობაზე; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დის­ციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; პოლიციისათვის პირთა მიერ გაწეული დახმარებისათვის გამოიყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს; ი) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახს­რე­ბის მიზნობრივი გამოყენებისათვის; ახორციელებს სამინისტროს მმარ­თ­ვე­ლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების ხარჯთა ნუსხის შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტ­როს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; ლ) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვი­თარების დროს  უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე; მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზი­დენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორ­მა­ტი­ული აქტების პროექტებსა და წინადადებებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს; ო) ქმნის სათათბირო ორგანოს ‑ კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სა­თათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობასა და საქმია­ნობის წესს, ხელმძღვანელობს მათ მუშაობას; პ) ძალადაკარგულად აცხადებს პირველი მოადგილის, მოადგილე­ებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქ­მედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სა­ქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრე­მიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში ნიშნავს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს; რ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახუ­რე­თათვის; ს) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთა­შორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთა­შო­რისო ხელშეკრულებებს; ტ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტ­როს საქმიანობის შესახებ; ფ) ამტკიცებს: ფ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სის­ტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებუ­ლე­ბებს; ფ.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის დებულებას/წესდებას; ფ.გ) შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსა­ხურის გავლის წესსა და სამი­ნისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას; ფ.დ) დანაშაულთა ერთიანი აღრიცხვის ინსტრუქციას, რომელსაც შეი­მუშავებს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით; ფ.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად; ფ.ვ) სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს; ფ.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიული სახელმწი­ფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს; ფ.თ) სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპურ დე­ბულებას, იზოლატორის შინაგანაწესს და იზოლატორის საქმიანობის მა­რე­გულირებელ დამატებით ინსტრუქციას; ფ.ი) სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქართველოში  საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესს; ფ.კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა­ნა­პი­რო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილს; ფ.ლ) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სა­ქარ­თველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელ­სა და ატრიბუტიკას; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. 2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საქართ­ვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების ‑ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარ­დგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამო­სილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდი­ნაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციე­ლებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია მუხლი 7🔗 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მინისტრის აპარატი; ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); გ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი); დ) საფინანსო‑სამეურნეო დეპარტამენტი; ე) კადრების მთავარი სამმართველო; ვ) საექსპერტო‑კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; მ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო); ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი; ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (დეპარტამენტი); პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი); ჟ) ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი); რ) კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი); ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ტ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამ­მა­რ­თველო. მუხლი 8🔗 სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; გ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო; დ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო; ე) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო; ვ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო; ზ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო; თ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო; ი) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო; კ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო; ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. მუხლი 9🔗 1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაც­ვის სამსახური; დ) საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტა­მენტი; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქ­მეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებით/წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცა­ნე­ბია: ა) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლი და აღნიშნულის თაობაზე მინის­ტრისათვის ინფორმაციის მიწოდება; მინისტრისა და მისი მოადგილე­ების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე წერილების მომზადება და შემსრულებელთათვის გადაცემა, აღნიშნულ დოკუმენტაციასა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკით­ხებ­ზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამო­ცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურუ­ლი ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კო­ორ­დინაცია; სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციე­ლე­ბა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტ­როს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსუ­ლი ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადე­ბა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირე­ბუ­ლი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; სასამართლოებში წარ­მომადგენლობის უზრუნველყოფა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდო­მობის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; სამო­ქა­ლაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებე­ბის დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამ­შრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთო­ბის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ; გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრე­ტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერა­ტიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამარ­თალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციუ­ლი ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა; სამინისტროს სტრუქ­ტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპე­რა­ტიულ-სამძებრო, აგრეთვე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემოწმე­ბა; სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურ­ნეო საქმიანობის კონტროლი, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწ­მება; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარ­ჯების შემოწმების ჩატარება და სამინისტროს საინფორმაციო სისტე­მების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სა­მი­ნისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომ­სა­ხურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სახელმ­წიფო შესყიდვების განხორციელება; სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი დროული წარდგენის უზრუნველყოფა; საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; ე) კადრების მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანა­ყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით; სამინისტ­როს თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ფიზიკური მომზადების ორგანიზება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ძირითა­დი ამოცანებია: კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება; კვლევის სპეციალური საშუალებების, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვა და მისი გამოყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში; ზ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცა­ნებია: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულის, მისი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიც­ხვის წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობა; დონორ ორგანიზაციებთან ურ­თი­ერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპე­ტენ­ციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული სანებართვო, სალიცენ­ზიო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა სანადირო გლუვლულიანი იარაღისა; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბრალდე­ბულთა და მსჯავრდებულთა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და ამოუცნობი გვამების დადგენის აღრიცხვიანობის წარმოება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის უზრუნველყოფა, სამი­ნის­ტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეკომუ­ნიკა­ციო უზრუნველყოფა, ციფრული მტკიცებულებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა კანონმ­დებ­ლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კონტრ­და­ზვერვითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავი­დან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალე­ბისა და სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი; გარემეთვალყურეობის უზრუნველ­ყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნის­ძი­ებების განხორციელება; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებ­ზე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დაწესებულებებში, ორ­გა­ნიზაციებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი მათ შესრულებაზე, დადგენი­ლი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყო­ფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა  ოფიცრებ­ის საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითა­დი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმ­დეგ ბრძოლა; მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარება, ბრალდებულთა და მსჯავრდე­ბულ­თა, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალური მიგრა­ციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, თავი­სუფ­ლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და  არალეგალური მიგრა­ციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძი­ებების ორგანიზება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით გარემეთვალყურეობის, პიროვნების იდენ­ტი­ფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქა­რ­თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგე­ნილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამარ­თალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენ­ციუ­ლი ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყ­ნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყ­ნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშო­რისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრა­მები) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზ­ღ­ვარ­გარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქ­ტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელო­ბისა­თვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყ­ნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომად­გენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებე­ბის განხორციელება; სამინის­ტ­როს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავში­რი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავა­ლებათა გაცნობის უზრუნ­ველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანე­ბებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძ­ღვანელობის დავალებების შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენ­ტ­რა­ლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ტერიტორიულ დანაყოფებში, ტერიტორი­ული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება, ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანა­ლი­ზი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდი­უ-ლი დახმარების საკითხთა სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაუ­ლის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინი­რე­ბუ­ლი მოქმედებების და ერთობლივად გასატა­რებელი ღონისძიებების, ცალ­კეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტუ­რულ ღონისძიებებთან და­კავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხ­მება და შესრულების მდგო­მარეობის კონტროლი, ცენტრალური კრიმინა­ლური პოლიციის დეპარ­ტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეი­თად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მი­კუთ­ვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპ­რო­ცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხ­ლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალ­დარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო მასშტა­ბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამართალ­დამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან; ნ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ძირითადი ამოცანებია: სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშე­უხებლობის უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბა­მისი ღონისძიებების განხორციელება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფ­ლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების და­სა­ცა­ვად; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, ტერიტორი­ული მთლიანობის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წეს­რიგის დაცვის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპე­რატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენ­ციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამო­ყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილე­ბისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორცი­ელება; კომპეტენციის ფარგლებში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილ­სადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილი­სი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონა­კვეთის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინ­ფრას­ტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიე­ბების განხორციელება; ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაცია, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა; საძიებო-სამაშველო სამუშაოების და ჰუმანიტარული დახმარების ღონის­ძიე­ბების განხორციელება და კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამობი­ლიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა შენობებში თანამშრომელთა და გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; ო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირი­თადი ამოცანებია: სამინისტროს სისტემის რეფორმირების სტრატეგი­უ­ლი გეგმის შემუშავება; ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მათ საქმიანობაში თანა­მედროვე მენეჯმენტის ფორმებისა და მეთოდების დანერგვა; კანონმ­დებ­ლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონი­ზა­ციის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემაში საზოგადოების თანამონა­წი­ლეობის ფორმების შემუშავება სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშ­ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით; მსოფლიოს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების მოწინავე პრაქტიკის დანერგვის მიზნით სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზოგადოებრივი განვითარების ადეკვატურად სამინისტროს სისტემის უწყვეტი და დინამიკური განვი­თარების გეგმის შემუშავება; პ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითა­დი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუ­ციური წყობილებისა და სუვერენიტეტის  უცხო ქვეყნის სპეციალური სამ­სახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედები­სა­გან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სახელ­მწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა;  გარემეთვალყურეობის უზრუნვე­ლ­ყოფა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძ­ვლებითა და წესით სისხლის-სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცი­ლებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორ­ციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანო­ებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, მათ მიერ მო­წო­დებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება; ჟ) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცა­ნებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გა­მოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფ­ციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;  კორუფციული სამართალ­დარ­ღვევის ჩამდენ პირთა მიმართ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარ­ღვე­ვათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონის­ძიებების განხორციელება; რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამო­ცანებია: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამარ­თლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ს) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამო­ცანებია: დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგა­რე­თის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომ­ზადება, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საე­რთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან კოორდინაციის, პროექტების მართვის კუთხით, აგრეთვე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ტ) სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დანაშაულის ჩადენი­სა­თვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავე­ბულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორცი­ელება; დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადამი­ანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა.