ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ 2013 წელს

გაწეული საქმიანობის ანგარიში 

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2013 წლის განმავლობაში ახორციელებდა:

სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;

უზრუნველყოფ და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს;

კონტროლს უწევ და სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

თვალყურს ადევნებ და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;

ახორციელებ და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას; 

თვალყურს ადევნებ და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფ და აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;

სამინისტროსთან შეთანხმებით თანამშრომლობ და   მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობ და სამინისტროს სისტემაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში   სსსმ მოსწავლეების  ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;

ხელს უწყობდა სსსმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური განათლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან. მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან, მასწავლებელთა პროფეიული განვითრების ეროვნულ ცენტრთან, საგანმანათლბლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამ მხრივ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევდა გამოსაშვები გამოცდების ჩატარების პროცედურას. ასევე ხელს უწყობ და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას, ავრცელებდ ა ინსტრუქციებს რეგისტრაციის გავლისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. ხელი შეუწყო სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და შეფასებისა და მამოცდების ეროვნულ ცენტრს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებაში. შუამდგომლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ელექტორნული ბაზებისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავ და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ამ მხრივ თანამშრომლობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. ცენტრის მიერ სხვადასხვა საგნების მიხედვით გადამზადდა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები. პერიოდულად ტარდება ტრენინგები დაწყებითი სწავლების, უცხო ენების და სხვა საგნების პედაგოგებისათვის.

რესურსცენტრმა უზრუნველყო მასწავლებელთა პროფეიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის პედაგოგთა რეგისტარცია. 2013 წელს რეგისტრაცია გაიარა 1243 პედაგოგმა. ამათგან სერტიფიკატი 2013 წელს აიღო 260 პედაგოგმა.

ხელი შეუწყო სერტიფიცირებული პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის პროცესს.

მოახდინა  მაძილებლთა რეგისტრაცია და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მათ შესარჩევ კონკურსში.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ქუთაისის შვიდ საჯარო სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც განხორცილებული იყო საგანმანათლბლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ. რესურსცენტრი ხელს უწყობდა აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. ამასთანავე ქუთაისის ყველა სკოლამ თავისი ბიუჯეტის შესაძლბელობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოები.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობ და სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ყველა მოსწავლეს დაურიგდა სასკოლო სახელმძღვანელოები - მოსწვალის წიგნი და მოსწავლის რვეული.

ყველა პირველკლასელს გადაეცა მოსწავლის ბუკი და მათ მასწავლებლებს - პორტატული კომპიუტერები.

მასწავლებლებს გადაეცათ მეთოდური ლიტერატურა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიბლიოთეკის შექმინისა და განახლების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი წიგნები განაწილდა გამომცემლობების მიხედვით და რესურსცენტრმა უზრულველყო მისი ხელმისაწვდომობა.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში რესურცენტრმა განახორციელა ექსტერნების რეგისტრაცია და საგამოცდო პროცესის კონტროლი.

ქუთაისის საგანმანათლბლო რესურცენტრი 2013 წლის განმავლობაში, ხელს უწყობდა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორცილებას სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ:

         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადდა ნორჩ ტექნიკოს გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი.”

         საქართველოს განათლებისა და მეცენიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  გამოცხადდა ”ქართული კალიგრაფიის” კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებმა.

         ევროპული ენების ინსტიტუტის მიერ ჩატარდა სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადა ”ლინგვა”.

         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორცილებულ პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” საშუალებით, ქუთაისის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლები წარმატებით ახორციელებენ სწავლებას.

         პროექტ ”ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საბაზო საფეხური, გადაეცათ კომპიუტერები.

2013 წლის განმავლობაში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასრულებ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს, კერძოდ:

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვაწარმოებდით რესურსცენტრის ფინანსურ ოპერაციებს. ასევე, ვახორცილებდით საგანმანათლებლო რესურცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფინანსური პროცესების კვლევას, მონიტორინგსა და ანალიზს.

ვაწარმოებდით ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას და მათ შენახვას;  ვუზრუნველყოფდით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქართველოს ფინანსური ნორმატივების დაცვას; მონაწილეობას ვღებულობდით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიუჯეტის მიზნობრივ განაწილებასა და ხარჯვაში; ყოველ კვარტალურად ვადგენდით და წარვუდგენდით ინფორმაციებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კერძოდ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბალანსს. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაერთ ბალანსებს; მონაწილეობას ვღებულობდით სახელმწიფო შესყიდვებში და ინფორმაციებს ვათავსებდით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე; ყოველთვიურ მონაცემებს ,,შრომის შესახებ” ვაწვდიდით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

ვ მონაწილეობ დით საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთ ებ ის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

ვუზრუნველყოფდით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან ფინანსურ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას. დამუშავებულ კრებსით ინფორმაციებს წარვუდგენდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ასევე ყოველთვიურად ვიხილავდით საქართველოს სკოლების აღრიცხვის ელექტორნულ სისტემაში საჯარო სკოლებიდან მიღებული ინფორმაციების სკოლის საბიუჯეტო გეგმისა და შემოსავალ-გასავლის ყოველთვიური მოძრაობის უწყისებს. დამუშავებულ ინფორმაციებს ყოველთვიურად განვათავსებდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს სკოლების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში. შემუშავებული ფორმულა იძლევა საშუალებას გაგვეკეთებინა ანალიზი სკოლების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. მონაწილეობას ვღებულობდით საჯარო სკოლების საშტატო და შტატგარეშე პერსონალის განრიგების განხილვაში და შესათანხმებლად წარვუდგინეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2013 წელს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განიხილავდა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შესულ კორესპოდენციებს, სულ 5592 შემოსული და 3560 გასული წერილი.

2013 წელს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომელიც ეხება საჯარო ინფორმაციის მომზადების, დამუშავების, გავრცელების, შენახვის, პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დამუშავდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც შესაბამისად ინახება საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცულია საჯარო ინფორმაციების შენახვის, თავისუფალი გაცნობისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობით დადგენილ ნორმები.

 

 

ქუთაისის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი                                                         /ბ. ვაშაკიძე/