აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ა ნ გ ა რ ი შ ი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

ა ნ გ ა რ ი შ ი

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

(2013 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდი)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინამდებარე ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ შემუშავე­ბულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და მოიცავს 2013 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდს.

საანაგრიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრირებუ­ლია სულ 151 წერილობითი განცხადება, აქედან 121 განცხადება იურიდიული პირე­ბისაგან, ხოლო 30 - ფიზიკური პირებისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქ­ტის, 29-ე, 30-ე და 41-ე მუხლებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N72 ბრძანების შესაბამისად არ დაკმაყოფილდა ორი მოთხოვნა ინფორმაციის ხანდაზმულობისა და აღმასრულებელი პრივილეგიის პრინციპის დაცვის გამო, რაც არ გასაჩივრებულა. ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე 1 პასუხი არასრულყოფილების გამო.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება სამინისტრო­ში არ შემოსულა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანს­თა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მინისტრი                                    დავით ბალაძე