ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ა ნ გ ა რ ი შ ი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელში შემოსული
საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელში შემოსული საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების სრული დაცვით წარმართავს მუშაობას საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირებისას.
კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამგეობაში გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში გამგეობაში არსებული საჯარო ინფორმაციების შეტანას.
2013 წლის განმავლობაში გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციები არ გასაჩივრებულა. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არცერთი მოთხოვნა. ყურადღებით ვეკიდებოდით საჯარო ინფორმაციის გაგზავნისას „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნებს და ვიცავდით ვადებს, ამის გამო ხშირად ვიყენებდით კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან მოთხოვილი საჯარო ინფორმციები ხშირად იყო მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ცალკეული დოკუმენტი მოითხოვდა მოძიებასა და დამუშავებას.
2013 წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კერძო და იურიდიული პირებიდან შემოვიდა 77 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, რაც 2012 წელთან შედარებით 27-ით მეტია, ყველაზე გაიცა ინფორმაცია. ძირითადად ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციებს საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე; გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციებს საკადრო ცვლილებების, საშტატო ნუსხის და სარგოების შესახებ; მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე; სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის გაწეულ ფინანსურ დახმარებებზე; ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხებზე და სხვა.
საჯარო ინფორმაციები გადაეგზავნათ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას, საქართველოს რეფორმების ასოციაციას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახვადასხვა გაზეთებს, რიგით მოქალაქეებს და სხვებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი კ. ლურსმანაშვილი